ტრამპმა ტრანსგენდერებს ჯარში სამსახური აუკრძალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერები ვეღარ იმსახურებენ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში ვერცერთ პოზიციაზე. ტრამპის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან “გენერლებთა და სამხედრო ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო”.
“ჩვენი არმია უნდა კონცენტრირდეს გადამწყვეტ და ყოველისმომცველ გამარჯვებაზე და არა სამედიცინო ხარჯებსა და სხვა დაბრკოლებებზე, რომლებსაც არმიას სამხედრო მოსამსახურე ტრანსგენდერები მოუტანენ. მადლობა” – დაწერა ტრამპმა თავის ტვიტერზე:
After consultation with my Generals and military experts, please be advised that the United States Government will not accept or allow……
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) July 26, 2017
• აკრძალვა, რომლის თანახმადაც ტრანსგენდერებს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში მსახურების უფლება ერთმეოდათ, გასული წლის 30 ივნისს, მრავალწლიანი დებატების შედეგად მოიხსნა. 2016 წლის ოქტომბრიდან ტრანსგენდერებს უკვე ჯარში იღებდნენ. მას შემდეგ პენტაგონი ამერიკულ არმიაზე ტრანსგენდერთა გავლენას სწავლობდა.