ქალაქ ვანძორში აზრის გამოთქმის ალტერნატიული საშუალება გაჩნდა: ახალგაზრდების ჯგუფმა ააგო ალუმინის კარკასიანი, და პოლიეთილენის კედლებიანი კლუბი, რომელსაც „საჩივრების ყუთის“ სტატუსი მიენიჭა.
ავტორმა საკუთარ ნამუშევარს „გამჭვირვალე ალტერნატივა“ უწოდა. მსურველებს შეუძლიათ კლუბში შესვლა და ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ მის გამჭვირვალე კედლებზე მარკერის ან სპრეის საშუალებით ჩანაწერის გაკეთება. აქ შესაძლებელია საკუთარი პროტესტის გამოხატვა, წინადადებებით გამოსვლა ან მომავლის საკუთარი ხედვის წარმოდგენა.
„ეს არის დაფიქრების, ხალხთან საუბრის და იმის მიხვედრის საბაბი, თუ როგორი ნაწარმოებები უნდა შევქმნა, რომ ადამიანებისთვის საინტერესო იყოს. მინდა, ჩემი სურათები იმ ადამიანებზე ზრუნვითა და მათი პრობლემებით სუნთქავდეს, რომელთა მცირედ ნაწილსაც თავად წარმოვადგენ. პროექტი საშუალებას იძლევა საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების ჭეშმარიტი სურვილები და მიზნები წარმოვაჩინოთ“, – თქვა hetq.am -თან საუბრისას პროექტის ავტორმა, მხატვარმა და ხელოვნებათმცოდნემ, გიუმრის სახელმწიფო ხელოვნებათა აკადემიის მასწავლებელმა გოარ სმოიანმა.
ავტორი იმედოვნებს, რომ შესაძლოა, პროექტი ხალხისა და ხელისუფლების დამაკავშირებელ რგოლად იქცეს, და რომ მოქალაქეების მიერ წარმოჩენილ საკითხებს გაიგონებენ, მთავრობა თანმიმდევრულობას გამოიჩენს და ამ პრობლემების ნაწილს მაინც მოაგვარებს.