"საშუალოზე მძიმე"- ასე აფასებენ ექიმები კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობას
გაზიარება
გაზიარება
“საშუალოზე მძიმე” – ასე აფასებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობას.
სულ საქართველოში ამ დროისთვის ცხრა დადასტურებული შემთხვევაა. დანარჩენი რვა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამბობს ეზუგბაია.
პაციენტი, რომლის მდგომარეობასაც ექიმები “საშუალოზე მძიმედ” აფასებენ, 44 წლის მამაკაცია, რომელიც 2 მარტს იტალიიდან ჩამოვიდა რამდენიმე დღიანი მოგზაურობის შემდეგ.
დაბრუნების მომენტისთვის ის თავს კარგად გრძნობდა და არავითარი სიმპტომი არ ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, ეს ადამიანი მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იყო და კონტაქტი სხვა ადამიანებთან არ ჰქონია.
მაღალმა სიცხე მას უკვე შემდგომ გამოვლინდა. როგორც ექიმები ამბობენ, სიცხის აწევიდან ორი დღის განმავლობაში ის სახლში მკურნალობდა და მხოლოდ მესამე დღეს მიაკითხა ინფექციურ საავადმყოფოს.
” 24 საათის მეთვალყურეობის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი პაციენტის მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე. საყურადღებოა ეს პაციენტი იმიტომ, რომ დაავადება კარგად არის გამოვლენილი,” – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა ს შედარებით მსუბუქია, ხოლო დანარჩენი შვიდ პაციენტს კი დაავადების კლინიკური ნიშნები არც აქვთ და დაავადება მათთან უსიპტომოდ მიდის.
ამ დროისთვის კიდევ ხუთი პაციენტის სინჯია გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში.
ცხრა დადასტურებული შემთხვევიდან შვიდი იტალიიდან ჩამოვიდა, ორი – ირანიდან.