საქართველოში პაციენტს მუცლიდან 25 წლის წინ ჩატარებული ოპერაციისას ჩარჩენილი პინცეტი ამოუღეს
თბილისში, კლინიკა ინოვაში, უჩვეულო ოპერაცია ჩატარდა – პაციენტს მუცლის ღრუდან ჟანგიანი პინცეტი ამოუღეს, რომელიც იქ 25 წლის განმავლობაში იდო.
“25 წლის წინ პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია, მან ნაღვლის ბუშტი ამოიჭრა და ექიმებს მუცელში პინცეტი დარჩათ”, – ამბობს ონკოქირურგი ირაკლი თოდუა, რომელმაც მუცლის ღრუდან პინცეტი ამოიღო.
მისი თქმით, ამ 25 წლის განმავლობაში პაციენტს არაფერი აწუხებდა.
“ჩვენს კლინიკაში ის სულ სხვა პათოლოგიის გამო მოვიდა და ეს საგანი შემთხვევით აღმოვაჩინეთ, როდესაც მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ვუკეთებდით” – ამბობს ექიმი.
კლინიკა “ინოვა” პინცეტის ფოტოსაც ავრცელებს. იმის საჩვენებლად, თუ რა ზომისაა საგანი, მას გვერდით მარკერი დაუდეს: