„რუსებისგან კლინტონზე კომპრომატის მიღება? ეს ძალიან მომწონს!“ - დონალდ ტრამპის ვაჟი
აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის ვაჟის – დონალდ ტრამპი უმცროსის გარშემო სკანდალი მწიფდება, იუწყება The New York Times.
გასული წლის ივნისში, შუაგული წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის შეხვდა რუს ადვოკატ ნატალია ვესელნიცკაიას, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მისი მამის მეტოქის, ჰილარი კლინტონის მაკომპრომეტირებელ მასალებს ფლობდა.
ტრამპი უცროსი შეხვედრის ფაქტს არ უარყოფს, თუმცა ირწმუნება, რომ ვესელნიცკაიას არანაირი მაკომპრომეტირებელი მასალა არ გააჩნდა.
თავად ნატალია ვესელნიცკაია ასევე უარყოფს, რომ ამ შეხვედრის დროს ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებისა და მისი მონაწილეების შესახებ მიმდინარეობდა მსჯელობა.
თუმცა,TheNewYorkTimes თავის მკითხველს სხვა ვერსიას სთავაზობს. გაზეთის მონაცემების მიხედვით, შეხვედრის დროს საუბარი სწორედ ჰილარი კლინტონზე არსებულ კომპრომატს შეეხებოდა. მეტიც, ტრამპმა უცროსმა იცოდა, რომ ამ კომპრომატის წყარო რუსეთის ხელისუფლება იყო. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ასევე „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებული საკითხიც (რუსი მოქალაქეების სია, რომელთა წინააღმდეგაც მოქმედებს აშშ-ის სანქციები – რუსი ოფიციალური პირების მონაწილეობით მრავალმილიარდიანი თაღლითური სქემის გამომვლენი იურისტის, სერგეი მაგნიტსკის მკვლელობაში მათი მონაწილეობის გამო).
ამ შეხვედროს ინიციატორი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ყოფილი სიძე (მისი უფროსი ქალიშვილის ლეილას ყოფილი ქმარი), რუსი მომღერალი ემინ აგლაროვი, რომელიც კარგად იცნობს ვესელნიცკაიას. თავის მხრივ, მისი მამა არას აგლაროვიც იცნობს ტრამპ უფროსს, რომელთან ერთადაც 2013 წელს მოსკოვში „მის სამყაროს“ კონკურსი ჩაატარა.
საერთოდ, არას აგლაროვი რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების ასეულში შედის. ის წარმოშობით ბაქოელია, და მოსკოვში 1980-იანი წლების შუა წლებში გადავიდა.
თავის ბიზნესი – ერთობლივი ამერიკულ-საბჭოთა საწარმო CrocusGroup – მან 1989 წელს დააარსა (იმ დროს, როდესაც ამგვარ საქმიანობას ოფიციალურად სსრკ-ს სპეცსამსახურები კურირებდა).
მისი ვაჟი – ემინი მამას ბიზნესის მართვაში ეხმარება და ამავდროულად მუსიკითაც არის დაკავებული – ეწევა საკონცერტო საქმიანობას როგორც საესტრადო შემსრულებელი.
აგალაროვების ოჯახის ინტერესების სფეროა – მშენებლობა, ვაჭრობა და შოუ-ბიზნესი. იმ შემსრულებელთა შორის, ვისაც ალაგაროვები უწევენ პროდუსირებას, სოსო პავლიაშვილიც არის.