კავკასიური წარმოშობის პირთა მასობრივი დაპატიმრებები თურქეთში
ფოტო: დავით ფიფია, JAMnews
თურქეთში კავკასიური წარმოშობის პირთა მასობრივი დაკავებები დაიწყო.
დიასპორის წარმომადგენელთა მონაცემებით, თურქეთის რამდენიმე ქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში ჩრდილოეთი კავკასიის 21 მცხოვრებია დაკავებული, მათ შორის – ქალები და ბავშვები. დღეისთვის ბოლო დაკავება 28 ოქტომბერს სტამბულში მოხდა. დაკავებულებს შორის არის ჟურნალისტი, რელიგიური მოღვაწე, სპორტსმენები. დაკავებები ძირითადად ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაევო-ჩერქეზეთის და ინგუშეთის მაცხოვრებლებს შეეხოთ, – იუწყება „კავკაზსკი უზელი“.
დაკავებების საბაბი გახდა თურქი ძალოვანების ეჭვი ჩრდილო კავკასიელთა და მათი ოჯახების წევრთა ტერორისტულ საქმიანობასა და იმ პირებთან კავშირის თაობაზე, რომლებიც აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციების საქმიანობას უკავშირდებიან.
ჩრდილო-კავკასიური დიასპორის წარმომადგენლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს თურქეთის ხელისუფლებისადმი მიმართვით, რომელშიც ისინი ემიგრანტების დევნის შეწყვეტასა და იმ დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებიც ქვეყნის სადეპორტაციო ცენტრებში იმყოფებიან.