უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უკიდურესად გაიზარდა ევროპის კავშირის ქვეყნებიდან სომხეთში დეპორტირებული ადამიანების რიცვხი. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა გაგიკ ეგანიანმა, რომელმაც შემდეგი ციფრები მოიყვანა: „2014 წელს ჩვენ ორი განაცხადი მივიღეთ, 2015-ში – 36 განაცხადი 62 პირთან დაკავშირებით. 2016 წელს 74 განაცხადი იყო, წელს კი, 2017 წლის 30 აგვისტოს მონაცემებით, 87 პირთან მიმართებაში – 58 განაცხადი“.
მიგრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე წარმოადგინა ევროპული ქვეყნებიდან ამა თუ იმ პირის სომხეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოთხოვნების სტატისტიკა. 2016 წელს 225 მსგავსი მოთხოვნა შემოვიდა, ხოლო 2017 წლის 30 აგვისტოს მონაცემებით – 544.
2013 წელს სომხეთმა და ევროპის კავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რეადმისიის შესახებ, რომლის თანახმად, ხორციელდება სომხეთის იმ მოქალაქეების დეპორტაცია, რომელბიც ევროპის ქვეყნებში არალეგალურად იმყოფებიან.