გაერომ აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობა დაგმო
21 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებდა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ. ამის შესახებ იუწყება CNN.
შეერთებული შტატებისა და ისრაელის გარდა, რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ ხმა მისცა წყნარი ოკეანის აუზის რამდენიმე მცირე სახლმწიფომ, ასევე ტოგომ, გვატემალამ და ჰონდურასმა. თავი შეიკავა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, ასევე ავსტრალიამ, კანადამ და მექსიკამ.
გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის წინა დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რეზოლუციის სასარგებლოდ ხმის მიმცემმა ქვეყნებმა, შესაძლოა, აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა დაკარგონ. გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ ასევე აღნიშნა, რომ რეზოულუციის სასარგებლოდ მიცემული ხმების ტრამპის მიერ პირად თავდასხმად იქნება აღქმული და შესაძლოა, ამას შედეგები მოჰყვეს.
6 დეკემბერს დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და პირობა დადო, რომ იქ გადავიდოდა ამერიკის საელჩოც, რომელიც ამჟამად თელ-ავივიში მდებარეობს.
საერთაშორისო საზოგადოება აღმოსავლეთ იერუსალიმს ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. ამ ტერიტორიის გამო კონფლიქტი, უკვე 50 წელიწადია, მიმდინარეობს. ახლახან JAMnews ამის შესახებ დაწვრილებით წერდა:
https://jam-news.net/?p=74121&lang=ru