გარიგება ირანთან: ტრამპისგან უარყოფილი, ევროპისგან კი მხარდაჭერილი
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თეირანში სიტყვით გამოსვლის ტრანსლაცია. 13 ოქტომბერი, 2017. Nazanin Tabatabaee Yazdi/TIMA via REUTERS
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბირთვული გარიგება ირანთან „უსაფრთხოების სფეროში მათ საერთო ინტერესებს პასუხობს“ – მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის უარყო, – იუწყება CNN.
პარასკევს, 2017 წლის 13 ოქტომბერს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2015 წელს დადებული მრავალმხრივი შეთანხმების მოქმედებას არ გააგრძელებს იმის გამო, რომ ის ირანის მიერ არ სრულდება.
თუმცა, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც იმ დღესვე გაჩნდა, ნათქვამია, რომ ეს ქვეყნები დაჟინებით მოითხოვენ „ყველა მხარის მიერ ამ შეთანხმების სრულად დაცვას“.
მერკელის, მეისა და მაკრონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის მხრიდან დარღვევები არ არის აღმოჩენილი, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭომ დოკუმენტი ერთხმად მიიღო.
ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ აშშ-ის კონგრესმა ორი თვის განმავლობაში უნდა გადაწყვიტოს, დააწესოს თუ არა ირანის წინააღმდეგ სანქციები – თუ ასე მოხდება, ეს ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევას ნიშნავს.
ტრამპი ასევე პირობას დებს, რომ ამერიკული პოზიცია ირანთან დაკავშირებით სხვა, შეთანხმებისგან დამოუკიდებელ საკითხებშიც გამკაცრდება.