როგორ ვიმოგზაუროთ აზერბაიჯანიდან ევროპაში საინტერესოდ" />

5 ხერხი, რაც მოგზაურობის ხარჯებს სამჯერ შეამცირებს

როგორ ვიმოგზაუროთ აზერბაიჯანიდან ევროპაში საინტერესოდ

პირველი ხერხი

დავიწყოთ იმით, რომ მოგზაურობა ორჯერ უფრო იაფი დაგიჯდებათ, თუკი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს გადაკვეთთ. აზერბაიჯანის ეროვნული ავიაგადამზიდის, AZAL-ის ბილეთები, როგორც წესი, ძალიან ძვირია. უცხოური ავიაკომპანიები კი სწორედ მასზე აკეთებენ სწორებას. სწორედ ამიტომ არის ბილეთების ფასდაკლებით შეძენა ასე რთული. ამ სიძვირის გამო, ბევრი ადამიანი ვერ მოგზაურობს და უბრალოდ ოცნებობს სადმე წასვლაზე.

მეორე ხერხი

თბილისში ჩაფრენა საჭირო არ არის! აჯობებს, თუ საქართველოს დედაქალაქში ავტობუსით ჩახვალთ. თბილისის აეროპორტი ბაქოდან 500 კილომეტრითაა დაშორებული, ბილეთი კი 12,5 მანათი (დაახლოებით 12 დოლარი) დაგიჯდებათ. უკეთესი იქნება, თუ თბილისიდან კი არა, საქართველოს სხვა ქალაქებიდან (ქუთაისიდან, ან ბათუმიდან) გაფრინდებით – მაგალითად, ავიაკომპანია WizzAir ქუთაისიდან ახორციელებს რეისებს ბუდაპეშტის კატოვიცეს, კიევის, ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით, ბილეთების ფასი კი 20 ევროდან იწყება.

მესამე ხერხი

წინასწარ დაგეგმეთ. მე პირადად პოლონეთიდან ნორვეგიაში 7 დოლარად მიფრენია. ამსტერდამიდან კიოლნის მიმართულებით კი 10 ევროდ ვიმგზავრე. იმ მოგზაურისთვის, ვისაც ფულის დაზოგვა სურს, დროის მარაგი ყველაზე მნიშვნელოვანია. კარგი იქნება, თუკი ბილეთებს გამგზავრებამდე სამი, ან ორი თვით ადრე შეიძენთ. აჯობებს, თუკი ბილეთებს არა უქმეებზე, არამედ სამუშაო დღეებში იყიდით. ბილეთების ძებნა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ, თუმცა, აუცილებლად შეამოწმეთ სხვა გვერდებიც, მაგალითად: skyscanner.net, opodo.com, edreams.com, skycheck.de или tripadvisor.com.

მეოთხე ხერხი

ნუ შეგაშინებთ ტერმინები “იაფი ჰოსტელი” და “იაფი სასტუმრო”. მსოფლიოში უამრავი კეთილმოწყობილი და კარგ ადგილას მდებარე სასტუმროა, რომლებიც სტანდარტულ კატეგორიებში არ გადის; არც ის არის აუცილებელი, რომ ჰოსტელში თხუთმეტადგილიან ოთახში გაათენოთ ღამე, ორადგილიანი კომფორტული ნომრების პოვნაც შეიძლება. იაფ სასტუმროებსა და ჰოსტელებს ამ ვებგვერდებზე იპოვით: hostels.comhostelworld.com

მეხუთე ხერხი

რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ევროპაში მოგზაურობის ყველაზე ძვირი ნაწილი მგზავრობაა, ევროპაში ცხოვრება კი მგზავრობაზე უფრო ეკონომიურიც შეიძლება იყოს; განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ინტერნეტში სწორად შერჩეული ბმულებით ისარგებლებთ. გიზიარებთ რამდენიმე ევროპული “ლოუქოსთერის” ბმულებს: ryanair.com; easyjet.com; germanwings.com; http://wizzair.com; corendon.com; vueling.com.


ასევე წაიკითხეთ