საქართველოში გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელი გაუარესდა
გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელი
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული უთანასწორობის განახლებულ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 21 საფეხურით გაუარესდა და ქვეყანა 76-ე ადგილს იკავებს.
2022 წლის მაჩვენებლით საქართველო 55-ე ადგილზე იყო.
● ინდექსის ოთხი პარამეტრიდან საქართველოს ყველაზე კარგი მაჩვენებელი – 28-ე პოზიცია უკავია ქალების მიერ განათლების მიღების ინდიკატორში, ხოლო ყველაზე ცუდი – 91 ადგილი აქვს ქალთა პოლიტიკური გაძლიერების თვალსაზრისით.
● ეკონომიკური ჩართულობის და შესაძლებლობის ინდიკატორით საქართველო 146 ქვეყანას შორის 68 ადგილს იკავებს, ხოლო ქალთა ჯანმრთელობის და სიცოცხლისუნარიანობის ინდიკატორით – 56-ე ადგილს.
● საქართველოში კომპანიების მხოლოდ 11%-ის მფლობელობაში გვხვდება ქალები და კომპანიების მხოლოდ 16.5%-ს ჰყავს ქალები ტოპ მენეჯმენტში, მაშინ როცა არაფორმალურ სექტორშიქალების დასაქმების მაჩვენებელი 55%-ს აჭარბებს.
საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობაც მაღალია:
● საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 540 ლარი იყო, ხოლო კაცების – 2 343 ლარი.
● ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164.3 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 289.8 ლარი.
● საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2%-ით (226.8 ლარით) გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.