ქუჩის არეულობები და წამლების დეფიციტი - არასრული ჩამონათვალი იმ შედეგებისა, რაც დიდ ბრიტანეთს ბრექსიტის შემთხვევაში ელოდება " />

რას ნიშნავს “ხისტი ბრექსიტი” და რით ემუქრება ის დიდ ბრიტანეთს

ქუჩის არეულობები და წამლების დეფიციტი - არასრული ჩამონათვალი იმ შედეგებისა, რაც დიდ ბრიტანეთს ბრექსიტის შემთხვევაში ელოდება

BBC-ის ცნობით, გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების პროგნოზი „ხისტ ბრექსიტთან” დაკავშირებით – ეს ევროკავშირიდან ქვეყნის შეთანხმების გარეშე გამოსვლას ნიშნავს.

რა არის ბრექსიტი 

ტერმინი „ბრექსიტი“ ორი ინგლისური სიტყვისგან შედგება – Britain და exit – და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას ნიშნავს.

ეს სიტყვა დიდ ბრიტანეთში 2016 წლის მაისში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ გაჩნდა, სადაც მინიმალური (ორ პროცენტზე ნაკლები) უპირატესობით გამოსვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს.

ეს ბრიტანეთის ისტორიაში მეორე რეფერენდუმი იყო ამ საკითხზე. პირველი 1975 წელს გაიმართა, როდესაც ევროკავშირის წევრობის მომხრეებმა გაიმარჯვეს.

რა არის „ხისტი“ ბრექსიტი 

ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმიდან სამ წელზე მეტია, რაც ქვეყანაში დავა მიდის იმაზე, რა პირობებით უნდა მოხდეს ეს. გამოსვლის თარიღი რამდენჯერმე გადაიწია.

ცოტა ხნის წინ გაპრემიერებულმა ბორის ჯონსონმა საკუთარ თავზე აიღო ევროკავშირიდან 31 ოქტომბერს გამოსვლაზე პასუხისმგებლობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირთან პირობებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. მოვლენათა განვითარების ამ სცენარს „ხისტი“ ბრექსიტი დაერქვა.

რა საფრთხეს ქმნის „ხისტი“ ბრექსიტი 

ხანგრძლივი კამათის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა აიძულა ხელისუფლება, გამოექვეყნებინა მოვლენათა განვითარების საკუთარი სცენარი „ხისტ“ ბრექსიტთან დაკავშირებით. აი, რა ელოდება, ამ დოკუმენტის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მცხოვრებლებს.

  • მთელ ბრიტანეთში გაიმართება საპროტესტო აქციები და კონტრაქციები, რაზე მუშაობაც პოლიციის დამატებით რესურსებს მოითხოვს. ასევე, მოსალოდნელია არეულობები და დაძაბულობა საზოგადოებაში.
  • მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის საფასური, შესაძლოა, მკვეთრად გაიზარდოს და ამას უფრო სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. 
  • მაღაზიებში გართულდება ზოგიერთი სახეობის ახალი პროდუქტის შეძენა, მაგრამ პროდუქტზე დეფიციტი არ შეიქმნება, თუმცა, შესაძლოა, მასზე ფასი გაიზარდოს, რაც განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე.
  • ტრაილერების მძღოლების საბაჟო შემოწმებისთვის მოუმზადებლობის გამო, მოსალოდნელია რიგების დღე-ნახევრიდან ორ დღემდე გაზრდა ლა-მანშის საბორნე გადასასვლელზე.

ასევე წაიკითხეთ