პროკურატურამ გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით დაიწყო " />

ციხეში გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული ოპოზიციონერი საზოგადოებისგან უჩუმრად დაასაფლავეს

პროკურატურამ გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით დაიწყო

ოპოზიციონერი აქტივისტი, 40 წლის მეჰმან გალანდაროვი, რომელიც დაბა კიურდაჰანის საპატიმრო დაწესებულებაში, საკუთარ საკანში მკვდარი იპოვნეს, 30 აპრილს, დილით საზოგადოებისგან უჩუმრად დაასაფლავეს. ამის შესახებ თავის Facebook-ის გვერდზე დაწერა უფლებადამცველმა ოგტაი გულალიევმა, რომელმაც გალანდაროვის სიკვდილის ცნობის შეტყობისთანავე პირველმა ატეხა განგაში.

მეჰმან გალანდაროვის სიცოცხლე კიურდაჰანის საპატიმრო დაწესებულების იზოლატორში დასრულდა; და ის ამ საპატიმრო იზოლატორის გვერდითვე დაასაფლავეს. მაგრამ მათ, ვისაც მის სიკვდილსა და ფარულად დამარხვაში მიუძღვით ბრალი, ნუ ეგონებათ, რომ ამ დანაშაულის მიჩქმალვას შეძლებენ. ეჭვი ნურავის შეეპარება, რომ ყველანაირ ღონეს ვიხმართ მათ გამოსავლენად და დასასჯელად“, – წერს გიულალიევი.

უკვე დასაფლავების შემდეგ უფლებადამცველმა საფლავი მოძებნა.

გალანდაროვი, ნარკოტიკების უკანონო გადატანის ბრალდებით, 7 თებერვალს დააპატიმრეს.

გიულალიევი შეგვახსენებს, რომ გალანდაროვი იყო რამდენიმე საპროტესტო აქციის ორგანიზატორი – ლოზუნგებით „ მეფე არ გვინდა!“, „მოდით, ყველა გიასი ვიყოთ!“. ახალგაზრდული ოპოზიციური მოძრაობა „ნიდას“(შეძახილი) აქტივისტები გიას იბრაგიმოვი და ბაირამ მამედოვი ჰეიდარ ალიევის ქანდაკებაზე საპროტესტო ლოზუნგების დაწერის შემდეგ დააპატიმრეს, და დღეს ისინი ასევე ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით იხდიან სასჯელს.

პირველ დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა გალანდაროვის თვითმკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. თუმცა, ორი დღის შემდეგ საბუჩინის რაიონის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანის სისიხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) აღძრა.

მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორი ლეილა იუნუსი ბლოგერის სიკვდილში აზერბაიჯანის ხელისუფლებას ადანაშაულებს, გადმოსცემს საინფორმაციო სააგენტო „ტურანი“.

ფეისბუკში ხელისუფლების კრიტიკის გამო დაჭერები აზერბაიჯანში სისტემატურ ხასიათს იღებს. ყველაზე ხშირად განსხვავებულად მოაზროვნეებს, ბლოგერებს „ნარკოტიკების შენახვისა და გასაღების“ ბრალდებას უყენებენ. ასევე მოიქცნენ მეჰმან გალანდაროვის შემთხვევაშიც“, – ნათქვამია მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის განცხადებაში.

როგორც ადამიანი, რომელმაც კიურადჰანის № 1 სამძებრო იზოლატორში 16 თვე გაატარა, ვადასტურებ, რომ ამ საკნებში სხვისი დახმარების გარეშე თავის ჩამოხრჩობა შეუძლებელია“, – ციტირებს „ტურანი“ იუნუსის სიტყვებს.

გალანდაროვის ნათესავებმა ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ ისურვეს და პრესის წარმომადგენლებს მოუწოდეს, თავის დაენებებინათ მათთვის; ასევე, განაცხადეს, რომ ბლოგერმა მისი „მოსახსენიებლად“ შეკრება არ დაიმსახურა, წერს ვებგვერდი Contact.az. ადგილობრივი აქტივისტების არ გამორიცხავენ, რომ ნათესავებზე გარკვეული ზეწოლა მოეხდინათ.

ბლოგერს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა. ცხედარი მისი დის ოჯახს გადაეცა.


ასევე წაიკითხეთ