„განჯის საქმეზე“ დაპატიმრებულების ნათესავები განაჩენს არ ეთანხმებიან " />

შეტაკება აზერბაიჯანის სასამართლოში: გადაბრუნებული სკამები და ცრემლსადენი გაზი

„განჯის საქმეზე“ დაპატიმრებულების ნათესავები განაჩენს არ ეთანხმებიან

პოლიციამ ბაქოს სასამართლოს დარბაზში აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში მომხდარი არეულობის საქმის განხილვისას  ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. განაჩენით უკმაყოფილო მსჯავრდებულების ნათესავებმა დარბაზში სკამების გადაყირავება დაიწყეს, რის შემდეგაც ისინი ქუჩაში ძალით გაყარეს.

• მიუღწეველი ნახჭევანი –  მონათხრობი აზერბაიჯანის შიგნით არსებული სახელმწიფოს შესახებ

• ხელოვნება თუ სოციალური პროტესტი  –  რა ამოძრავებს ქართულ სთრით-არტს

 „განჯის საქმე“

2018 წლის 3 ივლისს აზერბაიჯანის დასავლეთით მდებარე ქალაქ განჯაში აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ ემარ ველიევზე თავდასხმა მოხდა. ადგილობრივმა მაცხოვრებელმა იუნის საფაროვმა ველიევსა და მისი დაცვის წევრს ესროლა. ორივე ცოცხალი გადარჩა, მსროლელი კი დააკავეს.

10 ივლისს განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების შენობის წინ იუნის საფაროვის დასაცავად დაიწყო აქცია, რომელზეც დაახლოებით 200 ადამიანი შეგროვდა. მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, ორი პოლიციელი მოკლეს.

პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილთაგან ერთ-ერთი რამდენიმე დღეში დაკავებისას დაიღუპა, მეორე დააპატიმრეს.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობაში ეჭვის საფუძველზე, 60 ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 2019 წლის მარტში ზოგიერთ მათგანს, მასობრივი არეულობის ორგანიზებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა მიესაჯა.

2018 წლის 28 აგვისტოს ელმარ ველიევი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

დაკავებულების ნათესავებმა, რომლებიც ბრალდებას არასამართლიანად მიიჩნევდნენ, უკვე ბევრჯერ გამართეს საპროტესტო აქციები განჯასა და ბაქოში. ამ პროტესტს ჯერჯერობით არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

ინციდენტი სასამართლოში

15 აგვისტოს ბაქოს სააპელაციო სასამართლოში „განჯის საქმეზე“ ბრალდებული მორიგი ჯგუფის მიმართ განაჩენი გამოიტანეს.

სასამართლომ თავდაპირველი მუხლი უფრო მსუბუქით შეცვალა და თითოეულს 4-4,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა(თავდაპირველი განაჩენი 7-9 წელი იყო) – ჰყვება Turan.

მაგრამ მსჯავრდებულები და მათი ნათესავები გამამართლებელ განაჩენს მოითხოვდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებამ ისინი აღაშფოთა. ნათესავებმა  ყვირილი, სკამების გადაყირავება და შუშების მტვრევა დაიწყეს. პენიტეციური სამსახურის თანამშრომლებმა ისინი დარბაზიდან ძალით გაიყვანეს, რა დროსაც ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. წინააღმდეგობა სასამართლოს ეზოშიც გრძელდებოდა. საბოლოოდ მსჯავრდებულების ნათესავები გაიყვანეს, თუმცა არავინ დაუკავებიათ.


ასევე წაიკითხეთ