მხარეები ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებენ" />

შეტაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფრონტის ხაზზე

მხარეები ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფრონტის ხაზზე შეტაკებები გრძელდება. ორივე მხარე ადასტურებს, რომ გამწვავება 24 თებერვლიდან 25-მდე ღამით დაიწყო, თუმცა ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

ვერსიები მომხდარის შესახებ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო:

„ღამით, 24-დან 25 თებერვლამდე, ფართომასშტაბიანი პროვოკაციის განხორციელების მიზნით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს ფრონტის ხაზის მთელ გაყოლებაზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე სხვადასხვა მიმართულებით შეღწევის მცდელობა ჰქონდათ… ყველაზე მძვინვარე ბრძოლები სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, ჰოჯავენდის(მარტუნი)-ფიზულის რაიონებში მიმდინარეობდა“.

სომხეთი იყენებს სახელწოდებას მარტუნი ნაცვლად ხოჯავენდისა – JAMnews

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი არცუნ ოგანესიანი:

„25 თებერვალს ღამის 3-დან 4 საათამდე აზერბაიჯანისა და ყარაბაღის გამყოფი ზოლის ერთდროულად ორი მიმართულებით – სამხრეთ-აღმოსავლეთისა(მარტუნი) და აღმოსავლეთის(აკნა) ადგილი ჰქონდა თავდასხმის მცდელობას“.

აზერბაიჯანი, აკნას ნაცვლად, იყენებს სახელწოდება აგდამს – რედატორის შენიშვნა.

„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის მიმართულებით, ტავუშის ოლქის სოფელ ბაგანისის რაიონში ცეცხლი გახსნეს“.

დანაკარგები

 აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო:

“აზერბაიჯანული ჯარის ქვედანაყოფებმა შეძლეს აღეკვეთათ მოწინააღმდეგის მიერ ტერიტორიის სიღრმეში შეღწევისა და სტრატეგიული პოზიციების დაპყრობის მცდელობა”.

ბრძოლის დროს აზერბაიჯანის მხარეს იყო მსხვერპლი, თუმცა მოკლულებისა და დაჭრილების რაოდენობა ჯერ არ ხმაურდება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი არცუნ ოგანესიანი:

„მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ჯარმა უკუაგდო მოწინააღმდეგე, რომელმაც ამ დროს დანაკარგი განიცადა.

სომხეთის მხრიდან დაჭრილები და დაღუპულები არ არიან, სროლა დიდხანს არ გაგრძელებულა“.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს

ასევე წაიკითხეთ