ვინ არის წერილის ავტორი, ჯერჯერობით გარკვეული არ არის. " />

სოციალურ ქსელში ფაშინიანის სახელით ყარაბაღის დათმობასთან დაკავშირებული ყალბი წერილი გაჩნდა

ვინ არის წერილის ავტორი, ჯერჯერობით გარკვეული არ არის.

სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის სახელით ნატოს გენერალური მდივნის, იელს სტოლტენბერგის მიმართ  მიწერილი წერილი გამოქვეყნდა. საინფორმაციო უსაფრთხოების სპეციალისტებმა გამოავლინეს, რომ წერილი ყალბია. ავტორის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ამ წერილით სომხეთის უშიშროების სამსახურია დაკავებული.

ჰოლანდიელები სომხეთში

სომხეთის უშიშროების სამსახურმა „ფეიკებთან“ ბრძოლა დაიწყო

ზუსტად რა არის ნათქვამი წერილში

სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის სახელით ნატოს გენერალური მდივნის იელს სტოლტენბერგის მიმართ  მიწერილ ყალბ წერილში ლაპარაკია ამ სტრუქტურასთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნის შესახებ. შემდეგ ამას მოსდევს სკანდალური აზრი იმის თაობაზე, რომ ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებას აფერხებს „სომხეთის ჯარის  აზერბაიჯანთან სადავო ტერიტორიებზე ყოფნა. და რომ ეს წინააღმდეგობა ერთი წლის განმავლობაში მოგვარდება“.

და თითქოს, ფაშინიანი ამასთან დაკავშირებით ჰპირდება:

„სომხეთის შეიარაღებული ძალების კონფლიქტის ზონიდან გამოყვანის და ტერიტორიებზე კონტროლის აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემის თაობაზე  შემუშავებული გეგმის ფარგლებში, მოხდება შეთავაზება, რომ ერევნის მხრიდან მთიანი ყარაბაღის მომავალი მხარდაჭერის საკითხი  საყოველთაო რეფერენდუმზე დადგეს“.

იმის შესახებ, რომ ქსელში ასეთი წერილი გაჩნდა, ერთ-ერთმა პირველმა საინფორმაციო უსაფრთხოების ექსპერტმა სამველ მარტიროსიანმა განაცხადა. მისი თქმით, ტექნიკური თვალსაზრისით, „ფეიკი“ პროფესიონალურად არის მომზადებული. რაც შეეხება ინგლისურ ენას, რომელზეც ეს წერილია დაწერილი, ის არცთუ უზადოა.

სამველ მარტიროსიანის განცხადებით, საფიქრებელია, რომ წერილის ავტორები სომხეთიდან არ არიან:

 „იკვეთება საგარეო კვალი. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ახლა მათ არ დავასახელებ, რადგან საამისო საბუთები არ გამაჩნია. თუმცა აშკარაა, რომ წერილი სომხეთში არ არის შედგენილი. აქ, ფორუმებზე ფაშინიანის ყველაზე მძვინვარე მოწინააღმდეგეებიც კი აღნიშნავენ, რომ წერილი – „ფეიკია“.

მოგვიანებით ყალბი წერილის შესახებ არსებული ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.

ოფიციალური ერევნის განცხადება ყარაბაღთან დაკავშირებით

ის, რომ წერილი ყალბია, სომხეთში ამაში ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ ამას ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტასთან დაკავშირებით სომხეთის ოფიციალური პოზიციის შესახებ ახალთახალი განცხადებაც ადასტურებს. გარდა იმისა, რომ ყარაბაღის გადაცემაზე ლაპარაკიც არ არის, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სომხეთი ცალმხრივ კომპრომისზე არ წავა:

 „ჩვენ ზავის დარღვევის პირობებში  პროგრესის შესაძლებლობის არ გვწამს.  იმ ვარაუდს, რომ სომხეთს მუქარის ქვეშ შეუძლია მოლაპარაკებების წარმართვა, შედეგები მოჰყვება. სომხეთი არ წავა ცალმხრივ დათმობებზე, რაც არცახის უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის. ცალმხრივი დათმობების ვარიანტი გამორიცხულია“.

ყალბი წერილის საპირწონედ კიდევ ერთი ფაქტი ის არის, რომ 3 ივლისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ყარაბაღში მიემგზავრება.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ეს ზოგრაბ მნაცკანიანის  მუდმივ სამუშაო ვიზიტთაგან ერთ-ერთია. ჩვეულებრივ, მინისტრი მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობას თავის კოლეგასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურთან შეხვედრამდე და მის შემდეგ ხვდება ხოლმე. ამ შეხვედრების მიზანს – მოლაპარაკებების პროცესში სტეფანაკერტელი კოლეგების, რაც შეიძლება, მაქსილმალურად ჩართვა წარმოადგენს.

მოცემულ მომენტში მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდასთან არ სხედან. ნიკოლ ფაშინიანი მოლაპარაკებების პროცესში მათ დაბრუნებას პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ მოითხოვს, მაგრამ აზერბაიჯანული მხარე ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.


ასევე წაიკითხეთ