დამანგრეველი კატაკლიზმის მოლოდინში, აშშ-ის პრეზიდენტმა საგარეო-პოლიტიკური გეგმები შეცვალა" />

ქარიშხალი „დორიანი“ აშშ-ს ემუქრება

დამანგრეველი კატაკლიზმის მოლოდინში, აშშ-ის პრეზიდენტმა საგარეო-პოლიტიკური გეგმები შეცვალა

CNNის ცნობით, ამერიკაში, ფლორიდის შტატის სანაპიროს ქარიშხალი „დორიანი“ უახლოვდება. მას საფრთხის შეფასების ხუთბალიან სისტემაში, მეოთხე კატეგორია მიენიჭა. 

 

მეტეოროლოგების შეფასებით, „დორიანი“, შესაძლოა, ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი იყოს აშშ-ში, 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული. მას უკვე ადარებენ 1992 წლის ქარიშხალ „ენდრიუს“, რომლისგან მიყენებულმა ზარალმაც, დაახლოებით, 30 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

ფლორიდაში სასწრაფოდ იხურება ბენზინგასამართი სადგურები და სავაჭრო ცენტრები. დაცარიელდა პროდუქტების მაღაზიათა დახლები – მოსახლეობა ბუნებრივი კატაკლიზმის გრძელვადიანი შედეგებისთვის ემზადება.

 

„დორიანის“ მოახლოების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა უარი განაცხადა პოლონეთში ვიზიტზე, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავთან დაკავშირებით გასამართ ღონისძიებაში.


ასევე წაიკითხეთ