მოსაზრება: აფხაზეთში წესრიგის დამყარების მთავარი დამამუხრუჭებელი თავად ხელისუფლებაა" />

შეძლებს თუ არა აფხაზეთის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი კრიმინოგენური ვითარების შეცვლას?

მოსაზრება: აფხაზეთში წესრიგის დამყარების მთავარი დამამუხრუჭებელი თავად ხელისუფლებაა

ფოტო: დმიტრი  სტატიანოვი

ახალი, ბოლო სამი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა რიგით მეხუთე მინისტრის გარი არშბას დანიშვნა აფხაზეთის მილიციის კოლექტივმა საჩვენებელი საქმიანი განწყობით მიიღო.

ამ დღეს დედაქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გაივსო მილიციის გაძლიერებული რაზმეულებით  (20-30 ადამიანი თითოეულში), რომლებიც გამვლელ ავტოტრანსპორტს აჩერებდნენ და ამოწმებდნენ.  

არასდროს  მესმოდა ამ უნიჭო აქციების აზრი, რადგან ბოროტმოქმედს, რომელსაც მილიციის ხელში მოხვედრა არ უნდოდა, თავისუფლად შეეძლო წინასწარ ნებისმიერი მიმართულებით გადაეხვია და დაუბრკოლებლად აევლო გვერდი ამ წინააღმდეგობსთვის. ამ ბადეში, უკვე დიდი ხანია, არათუ მსხვილი, წვრილი თევზიც კი აღარ ებმება – ჭკუა ისწავლეს.    

და მაინც, მილიციის ნებისმიერ ახალ ხელმძღვანელს, სწორედ ამგვარი უსარგებლო რეიდებით ეგებებიან. დანაშაულთან რელურად ბრძოლის იმიტაცია, დიდ ხანია, ერთგვარ რიტუალად იქცა.  

თავად სიტყვა „რეფორმა“ კი, რომლითც, როგორც წესი, თითოეული ახალი მინისტრი იწყებს თავის საქმიანობას, ოფიციალური ლექსიკონიდან თანდათან ქრება. ის უკვე არათუ არ მოქმედებს, არამედ გამაღიზიანებელიცაა – მით უმეტეს, როდესაც თავად რეფორმებიც არ არსეობობს.

“ზემოდან ნაბრძანებია – მკვეთრი მოძრაობები არ ვაკეთოთ“, – ამოოხვრით მეუბნება ერთი ნაცნობი მაიორი ფინჯან ყავასთან საუბრისას.

სხვათა შორის, ხელისუფლებას რეალურადაც რომ მოეკიდა ხელი სამართალდამცავი სისტემის რეფორმისთვის – არაფერი გამოვიდოდა. გარდაქმნების მხოლოდ ერთ სფეროში ჩატარება, და ამავდროულად სხვა სფეროებისთვის თავის დანებება – ეს იგივეა, რომ ბინაში, სადაც ყველა მილს წყალის გასდის, მხოლოდ პირსაბანის შეცვლითა და ახალი ფინური უნიტაზის დადგმით დაკმაყოფილდე.

თუნდაც მცირედი მართლწესრიგის დამყარებისთვის ყველაზე მთავარ მუხრუჭს თავად ხელისუფლება წარმოადგენს. აქამდე არასდროს, არც ერთი პრეზიდენტის დროს არ ყოფილა  ასეთი რაოდენობის დანაშაულებები, სადაც ფიგურანტებად მაღალი თანამდებობის პირების შვილები და ხელისუფლების სათავეებთან დაახლოებული ადამიანები გვევლინებიან.

ახლანდელი პრეზიდენტის დროს პირდაპირ სათვალთვალო კამერის წინ მოუპარავთ კიდეც, მილიციელებიც   უმოწყალოდ უცემიათ და ბიზნესსაც „მფარველობდნენ“, მაგრამ საბოლოოდ ყველა კრიმინალური საქმე ბრძანებისამებრ მუხრუჭდებოდა. მინისტრთა გადაყენებებიც კი არ ყოფილა.

 

 

გარი არშბას ბედის არ შეგშურდება, ის დამკვირვებლად დანიშნეს. მძიმედ დაავადებული ორგანიზმის სამკურნალოდ აუცილებელი მთელი „ინსტრუმენტებიდან და მედიკამენტებიდან“, როგორც ჩანს, ის მხოლოდ „აბებით“ მოამარაგეს.

 

 

“ზევით” გარკვეული მოსაზრება აქვთ იმის თაობაზე, რომ ამჟამად მართლწესრიგის დასამყარებლად რაიმე მკვეთრი მოძრაობები, შესაძლოა, დიდი დარტყმა აღმოჩნდეს ისედაც მყიფე პოლიტიკური სტაბილურობისთვის, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა გაიწელოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ანუ 2019 წლის ზაფხულამდე.

უბრალოდ, იმის საფრთხე არსებობს, რომ თავაშვებულ კრიმინალთან ასეთი ზედაპირული ბრძოლა ქაოსამდე უფრო მიგვიყვანს, ვიდრე ორ წელიწადში დანიშნულ არჩევნებამდე.   

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.

ასევე წაიკითხეთ