JAMnews-ის გამოკითხვა ბაქოში" />

სჭირდებათ თუ არა აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ისლამის გაკვეთილები?

JAMnews-ის გამოკითხვა ბაქოში

ბაქოში, განათლების სამინისტროსთან, სულ ცოტა ათასი ადამიანი შეიკრიბა. აღშფოთებული ხალხი რელიგიურ ლოზუნგებს ყვიროდა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ ხელისუფლებას მათი ქალიშვილებისთვის სკოლაში ჰიჯაბის ტარების უფლება მიეცა. მიტინგი სასტიკად დაარბიეს, მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ ხელისუფლებამ მოსწავლეებს ჰიჯაბისა და სკოლის ფორმის ერთად ტარების ნება დართო. ეს შვიდი წლის წინ მოხდა, როდესაც განათლების მაშინდელმა მინისტრმა, მისირ მარდანოვმა აზერბაიჯანულ სკოლებში ჰიჯაბის ტარების პრაქტიკის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობის სამი მეოთხედი შიიტია, ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, აზერბაიჯანი სეკულარული სახელმწიფოა. და ეს მართლაც ასეა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო გულდასმით აკონტროლებს რელიგიურ ორგანიზაციებს. აზერბაიჯანის ხელისუფლება ძალიან ხშირად აცხადებს, რომ ქვეყანაში „გასაქანს არ მისცემს“ რადიკალურ ისლამს.

სკოლაში რელიგიას ცალკე საგნად არ ასწავლიან. აღმსარებლობასთან დაკავშირებით მოსწავლეებს მხოლოდ ზოგადი ცნობები მიეწოდებათ

იმის გასაგებად, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვეულებრივ ხალხს, JAMnews-მა ბაქოს ქუჩებში გამოკითხვა მოაწყო. რესპოდენტებს მივმართეთ შეკითხვით „უნდა ისწავლებოდეს თუ არა ისლამი სკოლებში?“


ასევე წაიკითხეთ