ათობით ადამიანმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც ეროვნული ნიშნით „წმენდისგან“ დაცვას ითხოვენ" />

სოჭის აეროპორტში სომხური გვარების მქონე თანამშრომლებს სამსახურიდან უშვებენ

ათობით ადამიანმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც ეროვნული ნიშნით „წმენდისგან“ დაცვას ითხოვენ

რუსეთის ქალაქ სოჭის საერთაშორისო აეროპორტში სომხური გვარების მქონე თანამშრომლებს სამსახურიდან უშვებენ. ამის შესახებ იმ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი, რომელშიც აეროპორტის ათობით თანამშრომელი ეროვნული ნიშნით წმენდისგან დაცვას ითხოვს.

რა არის ნათქვამი განცხადებაში

ამ დღეებში ქსელში გაჩნდა განცხადების ფოტო, რომელსაც ხელს სოჭის აეროპორტის დაახლოებით ოცდაათი თანამშრომელი აწერს.

განცხადებაში ნათქვამია:

 „უკვე მეორე წელია [სოჭის აეროპორტში – JAMnews], ეროვნული ნიშნით პირადი შემადგენლობის მკაცრი წმენდა მიმდინარეობს. სომხური გვარების მქონე თანამშრომლებს ყველა შესაძლო გზით უშვებენ სამსახურიდან“.

დოკუმენტის ხელმომწერთა თქმით, ყველაფერი 2018 წელს დაიწყო. პირველი „წმენდა“ აეროპორტის ორ დეპარტამენტში ჩაატარეს – გადაზიდვების ორგანიზების სამსახურსა და საავიაციო უსაფრთხოების სამსახურში.

 „საბოლოოდ, ამ ორ სამსახურში უმუშევრად დარჩა 70-ზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის არიან – მარტოხელა დედები, ოჯახის ერთადერთი მარჩენალები, სამხედრო მოქმედებების ვეტერანები, ის თანამშრომლები , რომელთა კმაყოფაზეც ინვალიდი ადამიანები იმყოფებიან, და სხვები“, – ჰყვებიან აეროპორტის თანამშრომლები.

თანამშრომლებმა თავიანთი მიმართვა  დაასრულეს თხოვნით „შეწყდეს სოჭის აეროპორტში ეროვნული ნიშნით სომხების დისკრიმინაცია“:

 „ჩვენ უბრალოდ მუშაობა გვინდა, ნორმალურად ცხოვრება, საკუთარი ოჯახების რჩენა და ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავლის სტაბილურობის რწმენა!“

რას ამბობენ სოჭის აეროპორტში

მას შემდეგ, რაც ბევრმა სომხურმა და ზოგიერთმა რუსულმა მედიამ თანამშრომლების საჩივრების შემცველი ინფორმაცია გამოაქვეყნეს, სოჭის აეროპორტში სიტუაციის შესახებ კომენტარის გაკეთება მაინც გადაწყვიტეს.

აეროპორტის პრეს-სამსახურის მიმართვაში ნათქვამია:

 „მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში სინამდვილესთან შეუსაბამო და კომპანიისთვის შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით სოჭის საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად აცხადებს, რომ კომპანიის საკადრო პოლიტიკა რუსეთის კანონმდებლობის ყველა ნორმასა და მოთხოვნას შეესაბამება“.

აეროპორტის განცხადებაში არის ასეთი აზრი, რომ  „აეროპორტის თანამშრომელთა შემადგენლობა მრავალეროვნულია, და ეს უდავო უპირატესობაა“.

ამავდროულად სამსახურიდან დათხოვნილთა ბრალდება არ მიიღება და არსებობს შექმნილი სიტუაციის გამართლების მცდელობა. პრეს-სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის თანამშრომლები, რომლებსაც ახლახან შრომითი ხელშეკრულებები შეუწყვიტეს,  „ეროვნულ მოტივს პირადი ინტერესებისთვის იყენებენ“:

 „ამ პირთა ჯგუფის ქმედებები არამხოლოდ გაუმართლებელია, არამედ ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივებისკენ უბიძგებს, რაც დაუშვებელია“.

რას ჰყვებიან თავად აეროპორტის თანამშრომლები

სოჭის აეროპორტის თანამშრომელმა კარენ პეტროსიანმა გვიამბო, რომ საწარმომ აშკარად მიახვედრა, რომ უახლოეს ხანში სხვა თანამშრომლებს ელოდა:

 „ჩვენ როგორღაც უთქმელად გვაფრთხილებენ, – არ გამუშავებთო …. ზაფხულის სეზონი ბოლომდე მიიყვანეთო. და გვთხოვენ, რომ სამსახურიდან რაიმე განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე დათხოვნისთვის მზად ვიყოთ“.

ჯერ კიდევ სამსახურიდან დაუთხოვნელი კარენ პეტროსიანის თქმით, თანამშრომლებიდან არავის უხსნიან, თუ რა არის პრობლემის არსი:

„ეს ეროვნული საკითხია, რადგან მათ 90%-ს, ვის სამსახურიდან დათხოვნასაც აპირებენ, გვარი „იან“-ით უმთავრდება. არავინ ამბობს, თუ რა არის პრობლემის არსი. უბრალოდ ასეთი დადგენილებაა – გაუშვან ყველა არარუსი. ჩვენ ეს ასე გვესმის. მხოლოდ ჩვენს სამსახურში ასეთი 20 ადამიანია“.

როგორი რეაგირება ჰქონდათ სომხეთში

ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით მხოლოდ რეგიონული და ევრაზიული ინტეგრაციის მუდმივი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ მიკაელ მელკუმიანმა გააკეთა.

მრომშესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ, თუ რა არის სამსახურიდან დათხოვნების მიზეზი – ganacxada

მე  დონის როსტოვის სომხეთის გენერალური კონსულს ვარდან ასოიანს დავუკავშირდი და ვთხოვე, ეს ინფორმაცია დაეზუსტებინა.

სომხეთის დიასპორის საქმეთა მთავარი კომისარის შესაბამისმა ორგანოებმა და დონის როსტოვის საკონსულომ თანმიმდევრულობა უნდა გამოიჩინონ, რათა ეს მსჯელობის საგანი გახდეს“.

მელკუმიანმა პირობა დადო, რომ ამ საკითხს სახელმწიფო დუმიდან თავის კოლეგებთან შეხვედრების დროს დააყენებს.

რაც შეეხება დიასპორის საკითხთა კომისარის ოფისს, იქედან არავითარი განცხადება არ გაკეთებულა.


ასევე წაიკითხეთ