პრემიერ-მინისტრის წინადადებამ, რომ საგზაო რადარებისა და სათვალთვალო კამერების მუშაობა დროებით შეჩერდეს, უმრავლესობა აღაფრთოვანა, თუმცა არსებობენ მოწინააღმდეგეებიც " />

სომხეთში მძღოლები საგზაო წესების დარღვევისთვის შესაძლოა აღარ დააჯარიმონ

პრემიერ-მინისტრის წინადადებამ, რომ საგზაო რადარებისა და სათვალთვალო კამერების მუშაობა დროებით შეჩერდეს, უმრავლესობა აღაფრთოვანა, თუმცა არსებობენ მოწინააღმდეგეებიც

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი საგზაო რადარების და სათვალთვალო კამერების მუშაობის დროებით შეჩერების წინადადებით გამოვიდა. შესაბამისად, რაღაც დროის განმავლობაში მძღოლები ამ დანადგარებით დაფიქსირებული დარღვევებისთვის არ დაჯარიმდებიან.

„ვფიქრობ, უკვე ჯარიმების უზარმაზარი თანხა დაგროვდა, და ადამიანებს საშუალება არ ჰქონდათ, რომ მთლიანად გადაეხადათ. საჭიროა ვალების გაუქმების მექანიზმის შემუშავება და რადარებისა და კამერების მომავალი ეფექტური მუშაობის საკითხზე მსჯელობა. ვფიქრობ, მიზანშეწონილია მათი მუშაობის დროებით შეჩერება“, – თქვა ნიკოლ პაშინიანმა.

ამ წინადადებას დადებითად, პირველ რიგში, ტაქსის მძღოლები შეხვდნენ, რომლებსაც პერიოდულად, მაგალითად, არასწორ ადგილას მანქანის გაჩერების, შეუკვრელი უსაფრთხოების ღვედის, ან საჭესთან ტელეფონით საუბრის გამო აჯარიმებენ. სათვალთვალო კამერებისა და რადარების დამონტაჟების შემდეგ ისინი პერიოდულად პროტესტს გამოთქვამდნენ.  ჩიოდნენ, რომ მათ უსამართლოდ აჯარიმებენ, რომ ჯარიმები მათთვის ფულის „აწაპვნის“  საშუალებად იქცა, რომ ჯარიმების ზომა ძალიან მაღალია და მათი შემოსავლის დონეს არ შეესაბამება.

სომხეთში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მინიმალური ჯარიმა 5000 დრამს შეადგენს (დაახლოებით 10 დოლარი).

მაგრამ კამერებისა და რადარების მუშაობის შეჩერება ყველას დადებით მოვლენად არ მიაჩნია. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება ქაოტურ მოძრაობას, უფრო მეტ საცობსა და ავარიას გამოიწვევს.

აი, ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გამოთქმული რამდენიმე აზრი:

„სამ საათში 2 ავარია – ორი ამოტრიალებული მანქანა. რადარების გაუქმება ქვეყნის მოსახლეობას მკვეთრად შეამცირებს“.

„პრინციპში, კამერების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ ჯარომების ზომა გადასახედია. 2000 დრამი 5000-ის ნაცვლად (დაახლოებით $4, $10-ის მაგივრად) – ამას კიდევ არაუშავს“.

 „კამერების გაუქმების და საგზაო პოლიციის ნეიტრალიზაციის წინააღმდეგი ვარ. აქ იქნება სრული განუკითხაობა, ვისაც როგორ სურს, ისე დადის. უბრალოდ წესებს ნუ დაარღვევთ და კამერებში ნუ მოხვდებით“.

დეპუტატმა ლენა ნაზარიანმა პარტია „სამოქალაქო შეთანხმებიდან“, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, თქვა, რომ ვიდეოკამერების გაუქმების თაობაზე პაშინიანის განცხადება მსჯელობის დაწყების მიზნით გაკეთდა:

 „ადამიანები აქტიურად მონაწილეობენ, თავიანთ უკმაყოფილებას გამოთქვამენ ან საკუთარი წინადადებები შემოაქვთ. მოცემულ მომენტში ეს იყო წინადადება, დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი გამოთქმულ მოსაზრებებს თვალს ადევნებს, და განხილვის შემდეგ ყველაფერს შეაჯამებს.“

იმ ბრალდებას, რომ ახალი ხელისუფლება პოპულიზმით არის დაკავებული და განსახილველად „ყურის საამებელი“ წინადადებები გამოაქვს, ლენა ნაზარიანმა ასე უპასუხა:

„საზოგადოებასთან ურთერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარეობს მსჯელობა, ადამიანები წინადადებებს გვთავაზობენ, ჩვენ ამ წინადადებებს ან ვიღებთ, ან არა, და ამ საფუძველზე ახალი წინადადებები ჩნდება, ვიდრე პრობლემის გადაწყვეტა მოიძებნება და ყველანაირი უკმაყოფილება გაქრება.

დეპუტატს მიაჩნია, რომ ეს პრობლემა სამსჯელოდ დიდი ხნის მომწიფებულია და ამის მიზანი ზოგიერთი ადამიანის მოლოდინის დაკმაყოფილება არ ყოფილა.

პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ მეორე წევრს აიკ ცირუნიანს მიაჩნია, რომ 8 წლის წინათ  რადარების დაყენებაზე თავადაც ჩიოდა, თუმცა ამავდროულად ერთ „ყურადსაღებ გარემოებასაც“ ხედავს:

 „ვითარება ისე წარიმართა, რომ რამდენიმე წელიწადს კიევში ვცხოვრობდი, და როდესაც იქ საჭესთან ვიჯექი, მივხვდი, რომ მართვის სხვა კულტურაც არსებობს. იქ რადარები არ არის, თითქმის არ არის საგზაო-საპატრულო სამსახური, მაგრამ საგზაო მოძრაობა იდეალურია, გაუმართლებელ დარღვევას არავინ სჩადის, ადამიანები ერთმანეთს აფასებენ, და გზას უთმობენ, როგორც წესი და რიგია.

ერევანში სხვა სიტუაციაა. ახლა ბევრი რამ შეიცვალა – ერთმანეთისადმი მეტი პატივისცემაა, მაგრამ მაინც ჯერჯერობით აშკარად შეინიშნება მართვის კულტური უქონლობა, უზრდელობა, სიგნალები. იქ, სადაც რადარები არ არის, ადამიანები საპირისპირო ხაზზე 180კმ/სთ სიჩქარით დაქრიან. სისწრაფის რადარების გაუქმება ერევანში არ შეიძლება.

კამერები უნდა დარჩეს, მაგრამ საჭიროა დარღვევების რეგისტრაციის ლოგიკის შეცვლა: ხაზის გადაკვეთა და სხვა წვრილმანი „კორუფციული“ დარღვევები არ უნდა დარეგისტრირდეს, ჯარიმის ზომა კი უნდა შემცირდეს“.

None found


ასევე წაიკითხეთ