მამაკაცები დილიდან ულოცავენ ქალებს - ნაცნობებს და უცნობებს, ადგილობრივებს და ჩამოსულებს " />

სომხეთში დღეს დედობისა და სილამაზის დღეს ზეიმობენ

მამაკაცები დილიდან ულოცავენ ქალებს - ნაცნობებს და უცნობებს, ადგილობრივებს და ჩამოსულებს

სომხეთში დედობისა და სილამზის დღით სრულდება საერთაშორისო ქალთა დღით – 8 მარტით დაწყებული „ქალების თვე“. ასე უწოდებს ხუმრობითაც და სერიოზულადაც ამ თვეს ქვეყნის ყველა მაცხოვრებელი.

1995 წელს ეს საეკლესიო დღესასწაული ქვეყნის ეროვნული დღესასწაულების სიაში შეიტანეს. 7 აპრილს სომხეთის სამოციქულო ეკლესია წმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს (გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს იესო ქრისტეს მოსალოდნელი დაბადება ახარა), სომხეთის ყველა ეკლესიაში დედების კურთხევის რიტუალი ტარდება.

ერევნის მერიამ, როგორც ყოველთვის, მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს სიურპრიზი მოუმზადა. ისინი დედაქალაქში ჩამოსულ ქალებსა და გოგონებს აეროპორტ „ზვარტნოცში“ ელოდებიან. ადრიანი დილიდან მათ ყვავილებითა და მისალოცი ბარათებით ხვდებიან.

დღის განმავლობაში ქალებს დედაქალაქის ქუჩებსა და მეტროპოლიტენში სხვადასხვაგვარი სიურპიზი ელოდებათ. ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე ორგანიზებულია ავტო-მოტო შოუ, ჩრდილოეთ პროსპექტზე საღამოს საყვარელი ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდება. შარლ აზნავურის სახელობის მოედანზე საზეიმო გალა-კონცერტი გაიმართება.

სწორედ დღეს საღამოს ერევნის მთავარ მოედანზე საზეიმოდ ამოქმედდება მომღერალი შადრევნები, რომლებიც დედაქალაქის ღირსშესანიშნაობად იქცა.

დედობისა და სილამაზის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართება.


ასევე წაიკითხეთ