წელს ყველა მიმსვლელისთვის 11 უფასო საზოგადოებრივი პლაჟი ამოქმედდება" />

სომხეთი. გაიხსნა სევანის ტბის საზოგადოებრივი სანაპიროები

წელს ყველა მიმსვლელისთვის 11 უფასო საზოგადოებრივი პლაჟი ამოქმედდება

დღეს ოფიციალურად გაიხსნა სევანის ტბის სანაპიროები, რომლებითაც ყველა მსურველს უფასოდ შეუძლია სარგებლობა.

ტბის გარშემო გაიხსნება 11 დასასვენებელი ზონა, რომელთაგან სამი დამატებით უფასო მომსხურებას შესთავაზებს მიმსვლელებს: შეზლონგებსა და ქოლგებს, სამედიცინო დახმარებას; აქვე იქნება უფასო სპორტული და სათამაშო მოედნები, და სამაშველო სამსახური.

ამ ყველაფრის შესახებ განაცხადა ბუნების დაცვის სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელის მოადგილემ, აშოტ ავალიანმა. მან აღნიშნა, რომ ცხელ დღეებში საზოგადოებრივი პლაჟები ალბათ გადაიტვირთება, და დამსვენებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თითოეულ მათგანზე 4-5 მაშველი იმუშავებს.

ავალიანი ირწმუნება, რომ სევანის საზოგადოებრივი პლაჟები კარგ მდგომარეობაშია. გასულ წელს, სეზონზე ამ პლაჟებზე 180 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

საზოგადოებრივის გარდა, სევანზე  კერძო, ფასიანი პლაჟებიც მოქმედებს.


ასევე წაიკითხეთ