მყიდველებს ადარდებთ, რომ სუპერმარკეტების ქსელის „ერევან სიტის“ უკანონო საქმიანობის აღკვეთის შემდეგ, შესაძლოა, არსებული დაბალი ფასები გაიზარდოს" />

სომხეთის სუპერმარკეტების დიდი ქსელი გადასახადებს წლობით მალავდა

მყიდველებს ადარდებთ, რომ სუპერმარკეტების ქსელის „ერევან სიტის“ უკანონო საქმიანობის აღკვეთის შემდეგ, შესაძლოა, არსებული დაბალი ფასები გაიზარდოს

ეროვნული უშიშროების სამსახური მსხვილი მეწარმეების უკანონო საქმიანობის ფაქტების გამოვლენას აგრძელებს. ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი „ერევან სიტი“ გადასახადების გადახდას წლობით თავს არიდებდა.

ქსელი შედის კომპანია „ალქს ჰოლდინგში“, რომელიც სომხეთის ყოფილი ხელისუფლების ახლო გარემოცვის წევრს, სამველ ალექსანიანს ეკუთვნის. ის დეპუტატად აირჩიეს რესპუბლიკური პარტიის შემადგენლობაში, რომლის ლიდერიც სომხეთის ექს-პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი იყო.

გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, შეიმუშავეს და წლობით გამოიყენებოდა დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც ჩართული იყო ასობით მოქალაქის სახელზე შექმნილი ყალბი ინდივიდუალური საწარმოები.

ეროვნული უშიშროების სამსახურის მონაცემებით, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელობასთან დადებული იყო ხელშეკრულება: ფერმერებისგან შეძენილ პროდუქტებს სუპერმარკეტი სწორედ ამ ინდივიდუალური საწარმოების საშუალებით ყიდდა. ამ საწარმოების მიერ რეალიზებული პროდუქციის ზღვარი შეზღუდულია, რაც საქონელბრუნვიდან დღგ-სა და საშემოსავლო 20%-იანი გადასახადის ნაცვლად,  2%-ის გადახდის საშუალებას იძლეოდა.

წინასწარი გამოთვლებით, 461 საწარმოს საერთოს საქონელბრუნვა 40 მილიარდ დრამზე მეტს შეადგენდა, რომლიდანაც 20%-ის ნაცვლად, გადახდილი იყო მხოლოდ 2%-იანი გადასახადი   – ეს იმ შემთხვევაში, „ალექს ჰოლდინგს“ კანონის ფარგლებში რომ  ემოქმედა.

თანაც ეს ყველაფერი იმ საბაბით ხდებოდა, თითქოს სურდათ, რომ ადგილობრივ სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე ფასების გაზრდა თავიდან აეცილებინათ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, ამ სქემის გამოაშკარავების შემდეგ გაძვირდება თუ არა ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო პროდუქცია. მყიდველებს აღელვებთ, რომ ადგილობრივ ხილსა და ბოსტნეულს, შესაძლოა, ფასი მოემატოს.

ეკონომისტები ამბობენ, რომ „ერევან სიტის“ სუპერმარკეტები ფაქტობრივად ბაზრის მონოპოლიზებას ახდენდა და ფასების დამწესებლის პოზიციიდან მოქმედებდა. ამასთან დაკავშირებით მათ ფასების გაზრდა შესაძლებლად მიაჩნით. თუმცა, სოფლის მეურნეობის ახლად დანიშნული მინისტრი არტურ ხაჩატრიანი ირწმუნება: „ერევან სიტი“ ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც ამ საქმიანობას ეწევა, და ფასებს ბაზარი განსაზღვრავს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ