ფაშინიანმა იტალიის სომხურ სათვისტომოს სიმშვიდისკენ მოუწოდა და უპასუხა აზერბაიჯანელის შეკითხვებს" />

ფაშინიანისა და “ბლოგერი” აზერბაიჯანელის დიალოგი მილანის სომხურ ეკლესიაში

ფაშინიანმა იტალიის სომხურ სათვისტომოს სიმშვიდისკენ მოუწოდა და უპასუხა აზერბაიჯანელის შეკითხვებს

მილანში 20 ნოემბერს ორმოცი წმინდა ჩვილის სახელობის სომხურ ეკლესიაში ნიკოლ ფაშინიანის სომხურ დიასპორასთან შეხვედრისას სომხეთის პრემიერს  შეკითხვები დაუსვა აზერბაიჯანელმა ატა აბდულაევმა, რომელმაც თავი ბლოგერად წარადგინა.

მოგვიანებით სოციალურ ქსელებში, შემდეგ კი სომხურ მედიაშიც გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აბდულაევი – არა ბლოგერი, არამედ აზერბაიჯანის სპეცსამსახურების თანამშრომელია.

დეტალურად – რა მოხდა სომხურ ეკლესიაში და რა რეაგირება ჰქონდათ ამაზე სომხეთსა და აზერბაიჯანში:

• „არცახი – ეს სომხეთია, და მორჩა!“ – სომხეთის პრემიერ-მინისტრი

რა მოხდა სომხურ ეკლესიაში

ფაშინიანის გამოსვლის შემდეგ სომხეთის სათვისტომოს წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრისთვის კითხვების დასმა დაიწყეს. აზერბაიჯანელმა, რომელმაც თავი ბლოგერად წარადგინა, ასევე შეკითხვის დასმა მოისურვა.

თავიდან აზერბაიჯანელის ეკლესიიდან გაყვანა სურდათ, მაგრამ ნიკოლ ფაშინიანმა მოითხოვა, რომ მისთვის შეკითხვის მშვიდად დასმის საშუალება მიეცათ.

აბდულაევმა განაცხადა, რომ „სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანელების გენოციდი მთელმა მსოფლიომ აღიარა“. ამის შემდეგ მან ომის შეწყვეტისა და მისი სამშობლოს გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ნიკოლ ფაშინიანმა იმით დაიწყო, რომ ვერც კი წარმოუდგენია, რომ სომეხი აზერბაიჯანული მხარის რაიმე მსგავს ღონისძიებაზე შესულიყო და რომელიმე აზერბაიჯანელი ჩინოვნიკისთვის შეკითხვა დაესვა. გენოციდთან დაკავშირებულ რეპლიკაზე კი მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

 „ეს ჩვეულებრივი სიცრუეა, რადგან აზერბაიჯანის ყოფილმა პრეზიდენტმა აიაზ მუთალიბოვმაც კი „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოჯალის მოვლენები აზერბაიჯანული ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული, რათა გადატრიალება მოეხდინათ“

ნიკოლ ფაშინიანმა გაიხსენა მანამდე მათ მიერ ილჰამ ალიევისთვის შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულა“, რომლის არსი ისაა, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხის ნებისმიერი გადაწყვეტა სომეხი, ყარაბაღელი და აზერბაიჯანელი ხალხებისთვის მისაღები უნდა იყოს.

შემდეგ „ვიდეობლოგერი“ პრემიერ-მინისტრს სიტყვას აწყვეტინებდა, რის გამოც დარბაზში ხმაური ატყდა.

 „ყარაბაღი ყოველთვის აზერბაიჯანია“, – ამ სიტყვებით გავიდა ეკლესიიდან აბდულაევი. 

Азербайджанский блогер задает вопросы премьер-министру Армении в Милане

🔴 Азербайджанский блогер пришел на встречу премьер-министра Никола Пашиняна с армянской диаспорой в церкви в Милане. Он обратился с серией вопросов к армянскому премьеру и начал с заявления: "весь мир признал геноцид азербайджанцев со стороны Армении". Потом он обратился к Пашиняну с просьбой: "Умоляю вас, прекратите эту войну. Нам эта война не нужна. Мы хотим свои земли. Освободите наши земли, пожалуйста"🔵 Никол Пашинян, отвечая, вначале подчеркнул, что не может даже представить, чтобы армянин смог войти на какое-либо подобное мероприятие, которое проводил бы премьер-министр или любой чиновник Азербайджана. «Вы сказали, что весь мир признал геноцид азербайджанцев – но это обычная ложь, поскольку даже бывший президент Азербайджана Аяз Муталибов в интервью российской «Независимой газете» сказал, что события в Ходжалы организовала азербайджанская оппозиция, чтобы добиться смены власти в Азербайджане», – сказал Пашинян. Также премьер-министр Армении заявил, что нельзя говорить с народом Нагорного Карабаха на языке угроз. Впрочем, вы можете посмотреть всю историю на видео

Posted by JAMnews on ხუთშაბათი, 21 ნოემბერი, 2019

ინფორმაცია ერევნიდან

შეხვედრის შემდეგ სოციალური ქსელების სომხურ სეგმენტში ადამიანები იმაზე წერდნენ, რომ პრემიერ-მინისტრის დაცვის მუშაობაში სერიოზული პრობლემები არსებობს.

ამას პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა ვლადიმირ კარაპეტიანმა უპასუხა: 

„ფაშინიანის დაცვის მუშაობაში რაიმე შეცდომაზე ან ჩავარდნაზე ლაპარაკი ზედმეტია. როგორც ყველა ეკლესიაში, სომხურ ეკლესიაშიც შესვლა თავისუფალია. მე მომხდარს ინციდენტად არ განვიხილავ. იყო შეკითხვის დასმის საშუალება, და პრემიერმა მას სიამოვნებით და დაწვრილებით უპასუხა“.

რას წერენ სოციალურ ქსელებში

სომხურ დიასპორასთან შეხვედრაში აზერბაიჯანის მონაწილეობის თემა შეხვედრის დღეს – 20 ნოემბერსვე ყველაზე მთავარი განხილვის საგნად იქცა.

აი, ზოგიერთი კომეტართაგანი:

 „ძნელად წარმოსადგენია, რომ სომეხმა დაუგეგმავად შეძლოს ასე შესვლა და შეკითხვის დასმა – თავადაც იცით ვისთვისაც. თუმცა ბაქოში მცხოვრები 30 000 ადამიანიდან ერთს მოძებნიდნენ და წინასწარ მომზადებული პასუხით შეკითხვას დაასმევინებდნენ…“

 „თუ სომეხმა ჟურნალისტებმა მწვავე და რთული შეკითხვების დასმა არ იციან – ეს მეზობელმა ბლოგერებმა მაინც გააკეთონ. დარტმის მოგერიების სასწავლად კარგი შესაძლებლობაა“;

 „ეჭვიც არ მეპარება, რომ ბლოგერი არ არის. ზუსტად იცოდა, რაზეც მიდიოდა. კარგია, რომ პროვოკაციას არ აჰყვნენ. მაგრამ! დაცვასთან ბევრი შეკითხვა არსებობს“;

 „ყოჩაღ, ჩემი ხალხი, ყოჩაღ, პრემიერი, რა მშვიდად და საყვარლად გაუსწორდა იმ ვაი ბლოგერს“;

 „ისეთი კითხვები დასვა, რომლებზე პასუხებიც მისთვისვე საზიანო იყო, პასუხს არც დაელოდა, ისე გაიქცა“;

 „პროვოკაციის მოწყობა უნდოდა და მერე ყვირილი: „აი, ნახეთო! მაგრამ არ გაუვიდა, და გაბრიყვებული დარჩა! აი, პრემიერის უსაფრთხოებას რაც შეეხება – ვერ ვხვდები, ვინ შეუშვეს. და, ტელეფონის ნაცვლად, ხელში სხვა რამ რომ ჰქონოდა?“;

 „ძალიან სასაცილო იყო, ღრიალებდა, პროვოცირებდა, და საკუთარ სპექტაკლს თავად იღებდა. გულწრფელად რომ გითხრათ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მომთმენები და კეთილები ვართ. ყოველთვის სიკეთით უნდა ვაჯობოთ. კარგიც არის, რომ მივიდა და ეს სულელური შეკითხვა დაუსვა, და თან ღირსეული და არააგრესიული პასუხი მიიღო“.

ინფორმაცია ბაქოდან

აზერბაიჯანული ოპოზიციის კომენტარი

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის პრემიერის დიასპორელ თანამემამულეებთან შეხვედრაზე ატა აბდულაევმა თავი „ცნობილ ვიდეო-ბლოგერად“ წარადგინა, აზერბაიჯანში ის იმით არის ცნობილი, რომ ოპოზიციის მიტინგებზე პოლიციას ადამიანების დაკავებაში ეხმარებოდა, და მთელი ხმით აქებდა მთავრობას. 

ატა აბდულაევი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად

ხელისუფლების რეაქცია

ვებგვერდი Axar.az იუწყება: პრეზიდენტის თანაშემწე ალი გასანოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ატა აბდულაევი მილანში არ გაუგზავნია:

 „აზერბაიჯანის ხელისუფლება იმ დონეზე არ დგას, რომ ვინმე ატა აბდულაევის მაგვარი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ასეთი უსუსური „დიალოგების“ გასამართად  გაგზავნოს. 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მილანში ნიკოლ ფაშინიანის გამოსავლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

 „სომხეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვები შეიძლება ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობად დახასიათდეს. სხვაგვარად ამის შეფასება შეუძლებელია“,  თქვა  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ლეილა აბდულაევამ.

ფაშინიანის მიერ ჰოჯალის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების პასუხად, აბდულაევამ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, იმ მომენტისთვის თავდაცვის მინისტრის სერჟ სარგსიანის ცნობილი განცხადება გაიხსენა:

 „ჰოჯალიმდე აზერბაიჯანელებს ეგონათ, რომ … სომხებს სამოქალაქო საზოგადოებაზე ხელის აწევა არ შეუძლიათ. ჩვენ ამ სტერეოტიპის დამსხვრევა შევძელით“.

რას წერენ სოციალურ ქსელებში

სოციალური ქსელების მომხმარებლები, ძირითადად, იმ აზრზე თანხმდებიან, რომ:

ჯერ ერთი, ატა აბდულაევი ვიღაცამ მიაგზავნა;

 და მეორეც, საშინლად სამარცხვინოა ის, რაც მან იქ მოაწყო.

ზოგიერთი კომენტარი:

 „როდემდე შეიძლება! ეს ტიპი აზერბაიჯანს მთელ მსოფლიოში არცხვენს“; 

 „დამნაშავე ეს სულელი კი არ არის, არამედ ისინი, ვინც მის უკან დგას – მთელ მსოფლიოში სეირნობასა და ასეთი სამარცხვინო შოუების მოწყობაში ეხმარებიან“;

 „რა სირცხვილია. ეს კაცი ორ სიტყვას ვერ აბამს. თუ ის იქ მიაგზავნეს, ვინმე უფრო განათლებული მაინც ამოერჩიათ“; 

რაც შეეხება აზერბაიჯანის მედიას, ამ ინციდენტის თაობაზე ბევრ მათგანს საერთოდ ხმა არ ამოუღია, ზოგმა კი დამახინჯებული სახით წარმოადგინა“.

მაგალითად, ვებგვერდი Musavat.com ატა აბდულაევს უწოდებს „ცნობილ ბლოგერს, რომელმაც ფაშინიანი და ყველა დამსწრე გააოგნა“.

ხოლო Haqqin.az ირწმუნება, თითქოს „ნიკოლ ფაშინიანი სომხურ ეკლესიაში აზერბაიჯანელის დანახვამ დააბნია“.


ასევე წაიკითხეთ