სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ამჟამად პრემიერის თანამდებობაზე მყოფი კარენ კარაპეტიანი - სახელისუფლო პარტიიდან უფრო სასურველი კანდიდატია" />

სომხეთში სახელმწიფოს მომავალ მეთაურად მოქმედი პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი ესახებათ

სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ამჟამად პრემიერის თანამდებობაზე მყოფი კარენ კარაპეტიანი - სახელისუფლო პარტიიდან უფრო სასურველი კანდიდატია

სომხეთის მაცხოვრებლებს სახელმწიფოს მომდევნო მეთაურის როლში მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი, კარენ კარაპეტიანი ესახებათ. ამაზე მეტყველებს სომხეთში ასოციაცია GALLUP International-ის სრულუფლებიანი წევრის, კომპანია ემ-პი-ჯი-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები.

2018 წლის აპრილში სომხეთი საბოლოოდ გადადის მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე და ქვეყნის მართვის სადავეები პრეზიდენტისგან პრემიერ-მინისტრს გადაეცემა. 9 აპრილს მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა იწურება. შესაბამისად, გამოკითხვის მონაწილეებს უსვამდნენ შეკითხვას: „ვის ნახვას ისურვებდით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 9 აპრილის შემდეგ“.

მონაწილეთა ხმები სახელისუფლო პარტიის ორ კანდიდატს შორის გაიყო. მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ოდნავ მეტი ხმა მიიღო.

  • 27,3% ხმა დააგროვა კარენ კარაპეტიანმა;
  • 24,8 % – სერჟ სარგსიანმა;
  • 8,1% ვიგენ სარგსიანმა [თავდაცვის მინისტრი],
  • რესპონდენტების 17,2 % ამ თანამდებობაზე ვერავის ხედავს.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სერჟ სარგსიანი ისეთი ხელმძღვანელის ავტორიტეტით სარგებლობს, რომელსაც საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხების გადაჭრა შეუძლია, კარენ კარაპეტიანი – კი  მმართველის, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს აგვარებს.

პოლიტტექნოლოგმა არმენ ბაგდასარიანმა  JAMnews-თან საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთში სანდო სოციოლოგიური ორგანიზაცია არ არსებობს. მისი თქმით, ყველა მათგანი „სოციომხატვრობით“ არის დაკავებული.

 „ნუ დაუჯერებთ ისეთი გამოკითხვის შედეგებს, რომელიც ამგვარი ორგანიზაციების მიერ ტარდება. ეს პოლიტიკური მესიჯებია, და სხვა არაფერი. გამოკითხვის მონაცემების მიხედვით, სერჟ სარგსიანი კარენ კარაპეტიანს ჩამორჩება, მაგრამ ნათქვამია, რომ ის უმნიშვნელოვანეს საკითხებში ლიდერია:  ქვეყნის უსაფრთხოება, თავდაცვა, ყარაბაღის პრობლემის მოგვარება. კარენ კარაპეტიანი კი – ლიდერობს ეკონომიკურ სფეროში, რომელიც, უსაფრთხოებასთან შედარებით, მეორე ადგილზეა. ამგვარად, მითითებულია, რომ სერჟ სარგსიანი უფრო მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტს“, – ამბობს პოლიტტექნოლოგი.

არმენ ბადალიანის თქმით, სინამდვილეში სომხეთის მაცხოვრებლები სრულიად არ არიან დაინტერესებულები ამ ცვლილებებით, და კონსტიტუციის მიხედვით, უკვე მოქალაქეების გადასაწყვეტი აღარც არის, თუ ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას.

 საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, 2015 წელს მოქალაქეებს უფლება აქვთ აირჩიონ პარლამენტის დეპუტატები. შემდეგ კი ჩამოყალიბებული საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის საკუთარ კანდიდატს წარადგენს.  პარლამენტი კი ღია კენჭისყრით ირჩევს ქვეყნის ხელმძღვანელს – პრემიერ-მინისტრს. 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ