მთავრობა მათთვის, ვინც ქვეყნიდან გაემგზავრა და სამსახურს თავი აარიდა, უკანასკნელი შანსის მიცემას აპირებს " />

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება მათ, ვინც სომხურ ჯარში სამსახურზე უარს იტყვის

მთავრობა მათთვის, ვინც ქვეყნიდან გაემგზავრა და სამსახურს თავი აარიდა, უკანასკნელი შანსის მიცემას აპირებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, დავიდ ტონოიანი, ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის ჯარი, მობილიზაცია, ჯარში გაწვევა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო „სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუვლელი მოქალაქეების“ შესახებ 31 დეკემბრამდე მოქმედი კანონის გაგრძელებას არ აპირებს. ის სომხეთის 27 წლის მოქალქეებს, რომლებიც თავის დროზე ქვეყნიდან გაემგზავრნენ და ამიტომ ჯარში არ უმსახურიათ,  ჯარიმების გადახდას და სამსახურისთვის თავის აცილების გამო სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას სთავაზობს.

კანონი 2003 წელს მიიღეს. მოქმედების საბოლოო ვადა 2009 წლის 1 მარტამდე იყო დადგენილი. თუმცა, პარლამენტმა, მთავრობის წინადადებით, ის არაერთხელ გააგრძელა.

ჯარიმა, რომელსაც თითოეული თავის ამრიდებელი იხდის, წლებით ითვლება – თუ რამდენი წელიწადი გაატარა მან ქვეყნის გარეთ, სრულწლოვანებით დაწყებული – დაბრუნებამდე. ამასთან დაკავშირებით ბევრი ბრუნდება, როდესაც 27 წელიწადი უსრულდებათ – და გაწვევა უკვე აღარ ემუქრებათ.

ჯარიმის თანხა, რომელიც 2019 წლის მაისში იყო დადგენილი, როდესაც კანონის მოქმედება უკანასკნელად შეაჩერეს, 1,8 მილიონ დრამს (დაახლოებით 4 ათას დოლარს) შეადგენს.

თუკი პარლამენტი მთავრობის წინადადებას მოიწონებს, მაშინ 2020 წლის 1 იანვრიდან ყველა, ვინც ვერ მოასწრებს კანონით მიცემული შესაძლებლობით სარგებლობას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. პრემიერ-მინისტრი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას მხარს უჭერს. და, რადგანაც საპარლამენტო უმრავლესობას ის პოლიტიკური ძალა შეადგენს, რომელსაც პრემიერი წარმოადგენს, ამ წინადადების უარყოფა ნაკლებ საფიქრებელია.

სომხეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთის ბაზისა და 2016 წლის „აპრილის ომის“ შესახებ

ყარაბაღის „აპრილის ომიდან“ მესამე წელიწადი. რა შეცვალა მან? 

თავდაცვის სამინისტროს წინადადება

კანონის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წინადადება, რომელიც სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობის აცილების საშუალებას იძლევა, 12 დეკემბერს თავდაცვის მინისტრმა წარადგინა.

დავიდ ტონოიანის თქმით, პრაქტიკამ უჩვენა, რომ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება სამხედრო სამსახურისთვის თავის აცილებას მხოლოდ სტიმულს აძლევს. ბევრი ახალგაზრდა, რომლებსაც 18 წელიწადი ჯერ არ შესრულებიათ, ქვეყნიდან მიემგზავრებიან და იციან, რომ ჯარიმას გადაიხდიან და ქვეყანაში დაბრუნებას შეძლებენ.

ამავდროულად, მინისტრის აზრით, ჯარიდან თავის დაძვრენის ეს „ხვრელი“, უსამართლობას წარმოადგენს მათ მიმართ, ვინც სამშობლოს წინაშე ვალი უკვე მოიხადა და ჯარში იმსახურა.

დავიდ ტონოიანმა აღნიშნა, რომ ამწლის 31 დეკემბრამდე სამიათასივე სამხედრო ვალდებულს, ვინც ამ კანონს ექვემდებარება, კიდევ შეუძლიათ ისარგებლონ შესაძლებლობით, რომ „მოინანიონ“ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აირიდონ.

თავდაცვის მინისტრის წინადადებას მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანმა დაუჭირა მხარი. მან ყველა იმ სამხედრო ვალდებულს, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ გადახდა, მოუწოდა, წლის ბოლომდე დაბრუნდნენ და ახალ წელს სამშობლოში შეხვდნენ.

სხვა კანონპროექტი ჯარში სამსახურის შესახებ

სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების საშუალების მიმცემი კანონის მოქმედების შეწყვეტის შესახებ  მთავრობაში განხილვების პარალელურად, პარლამენტში საპირისპირო პროცესი მიმდინარეობდა. მმართველი პარტიის „ჩემი ნაბიჯის“  დეპუტატი აიკ სარკსიანი ახალი წინადადებით გამოვიდა მათთვის, ვისაც ჯარში სამსახური არ სურს.

დეპუტატი სთავაზობს სომხეთის 27 წლამდე მოქალაქეებს, ორი წლის ნაცვლად, ერთ თვეს იმსახურონ, მაგრამ ამისთვის ბიუჯეტში უფრო დიდ თანხა – 10 მილიონი დრამი (დაახლოებით 20 ათასი დოლარი) გადაიხადონ.

სხვათა შორის, თუკი ამ კანონპროექტს დაამტკიცებენ, ის, შესაძლოა, 2020 წელს უკვე ძალაში შევიდეს. მაგრამ მან თავდაცვის სამინისტროში ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გაბრიელ ბალაიანმა განაცხადა, რომ აიკ სარკისიანის საკანონდმებლო ინიციატივა სომხეთის რეალიებს არ შეესაბამება:

 „ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ასეთი პოზიცია. საქმე ისაა, რომ უწყების მიღების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე მინიმუმ 5-თვიან საწვრთნელ ეტაპს გადის. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ის სრულფასოვან სამხედრო სამსახურს. შეუძლებელია ერთ თვეში სრულფასოვანი ჯარისკაცის მომზადდეს, როგორც ამას სარკისიანი გვთავაზობს“.

რას წერენ სოციალურ ქსელებში

სომხურ ფეისბუკზე ჯარისგან თავის ამცილებელთა მიმართ სისხლის სამართლის დევნის საკითხი ნომერ პირველ თემად იქცა.

აი, რამდენიმე კომეტართაგანი:

 „სწორია, რატომ უნდა მივცეთ სომხებს სომხეთში დაბრუნების უფლება?! არ ჯობს, ირანელებისა და ინდუსების შემოსევა იყოს! სწორი გზით მიდიხართ, მეგობრებო!

 „ალტერნატივა უნდა შესთავაზონ. იმიტომ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, არსებითად იმას ნიშნავს, რომ ეს ბიჭები სამშობლოში აღარასდროს დაბრუნდებიან“.

„უსამართლო კანონია მათ მიმართ, ვინც უკვე იმსახურა. გამოდის, რომ სახელმწიფო თითქოს ამბობს: შეგიძლიათ გაიქცეთ, შემდეგ კი უბრალოდ ჯარიმა გადაიხადოთ – და მორჩა. ამიტომ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა – ამ კანონის გაუქმება. უბრალოდ, 31 დეკემბრამდე ცოტა დროა“.

 „ტყუილი ლაყბობაა. ასეთ კანონს ვერ მიიღებენ. და თან დაბრუნებისთვის ასეთი მოკლე ვადით. ახლა ცოტა დრო გავა და იტყვიან: კარგი, კიდევ ერთ წელიწადს მოგცემთ დროს. აბსურდულია იმის თქმა , რომ – 20 დღე გაქვს, ან ჩამოდი, ანდა 3 წლით ციხეში წახვალ“.


ასევე წაიკითხეთ