ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ პროკურატურა მისი დაკავებისთვის სასამართლოს მიმართავს " />

საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციონერი დეპუტატის დაპატიმრებას მისცა ხმა

ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ პროკურატურა მისი დაკავებისთვის სასამართლოს მიმართავს

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 91 ხმით “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, მელიასთვის პატიმრობის შესახებ სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე.

სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ თავად ნიკა მელია ესწრებოდა.

საპროტესტო აქციის დაშლა თბილისში. რა იქნება შემდეგ? ექსპერტების შეფასებები

მანამდე ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას ხანგრძლივი დაძაბული დებატების შემდეგ, პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს. 

დილიდან საქართველოს პარლამენტის წევრები მელიას დაპატიმრების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას განიხილავდნენ. მელიას ბრალად ედება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა.

მაშინ დემონსტრანტების ნაწილი, რომლების პარლამენტის ეზოში შეჭრას ცდილობდა, ხელჩართულ ჩხუბში ჩაერთო პოლიციასთან, რომელიც შენობის მისასვლელებს იცავდა. საბოლოოდ, ეს დემონსტრაციის მასობრივ დარბევაში გადაიზარდა, რის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.  

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნიკა მელია დილით არ მივიდა გენერალურ პროკურატურაში, სადაც ბრალდების წარსადგენად იყო დაბარებული. პარლამენტარების გადაწყვეტილებას იგი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ელოდა. 

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: დარტყმები ოლიგარქზე ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან

რას ამტკიცებს პროკურატურა 

როგორც კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, მელიას ბრალი ედება იმაში, რომ 20 ივნისს მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაზე დაიყოლია. 

მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რაც მოქმედი კანონმდებლობით სასჯელის სახით უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხანგრძლივი ვადით”,  – აღნიშნა პროკურორმა.

შესაბამისად, მისი თქმით, მაღალია იმის ალბათობა, რომ იგი გამოძიებას დაემალება ან მოწმეებზე ზეწოლას მოახდენს.   

როგორც, თავის მხრივ, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, მისთვის მტკიცებულებები არ გადმოუციათ და უცნობია, ბრალდება რას ეყრდნობა.  

ვარაუდის დონეზე ვამბობ, ეს არის საჯარო  განცხადებები, სადაც ნიკა მელია ამბობს, რომ მშვიდობიანად, ხელებაწეული, კონსტრუქციულად, გასაპროტესტებლად გადავინაცვლოთ პარლამენტის ეზოში. ..როგორც იურისტი ვამბობ, რომ აქ სისხლის სამართლის კოდექსის 225- მუხლის შემადგენლობა არ არის. ეს არის სამართლებრივი აბსურდი. თავად ნიკა მელია არის საქართველოს პარლამენტში, არავითარ მიმალვას არ აპირებს! იგი მზად არის წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშეარც დაპატიმრების ეშინია, თუკი ასეთი იქნება მიღებული, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

ოპოზიციის რეაქცია და “ცრუ მოწმეები” 

თქვენ უარს ამბობთ, იმსჯელოთ აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნაზე. ამის გადასაფარად გვთავაზობთ ვისაუბროთ პოლიტიკური ოპონენტის დაპატიმრებაზე,“ – მიმართა  ევროპული საქართველოსწევრმა ირაკლი აბესაძემ  კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს

აბესაძემ გენერალური პროკურატურის წარმომადგენელს კითხვით მიმართა, აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმეები შსს ხელმძღვანელი პირების მიმართ.

„როგორც ვნახეთ საქმე შეთითხნილია, ვერ წარმოადგინეს ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც შეიძლება ყოფილიყო დამაჯერებელი, ერთადერთი, რასაც ეყრდნობა პროკურატურა, მოწმეებია. აღმოჩნდა, რომ მოწმეების უმრავლესობა, გადამოწმების შემდეგ არიან “ქართული ოცნების” აქტივისტები, პროვოკატორები. სოციალურ ქსელში არის მათი სურათები პოლიციელებთან ერთად… ეს ადამიანები აქებენ (შს მინისტრ) გახარიას, ამბობენ, რომ გახარია არის გმირი…. მოწმეების ასეთ შეთითხვნა არის დანაშაული. ყველა თავის დროზე წახვალთ ციხეში,“- განაცხადა დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან რომან გოცირიძემ.

პარლამენტში სხდომის მიმდინარეობის პარალელურად შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეები ნიკა მელიას დაპატიმრების გეგმებს აპროტესტებდნენ. 

თბილისში უკვე მე-7 დღეა გრძელდება საპროტესტო აქციები რომელთა მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა, რომელიც, დემონსტრანტებს აზრით, 20-21 ივნისის მოვლენებზე არის პასუხისმგებელი. 

   


ასევე წაიკითხეთ