ამიერიდან ამ პრეპარატის გამავრცელებლებს ციხე ემუქრებათ" />

სამხრეთ ოსეთში პრეპარატ „ლირიკის“ გამო სასჯელი გაამკაცრეს

ამიერიდან ამ პრეპარატის გამავრცელებლებს ციხე ემუქრებათ

 

სამხრეთ ოსეთში „ლირიკის“ გამო პასუხისმგებლობა გაამკაცრეს. ახლა ამ პრეპარატის გამავრცელებლები შეიძლება ციხეში ჩასვან.

ტკივილგამაყუჩებელი „ლირიკა“ მათ ენიშნებათ, ვინც ინსულტი გადაიტანა.

თუმცა, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აღინიშნება ამ პრეპარატის არასამედიცინო დანიშნულებით მოხმარების შემთხვევები.  წინათ, კანონის მიხედვით, გავრცელებისა და მოხმარებისთვის კანონდამრღვევებს ადმინისტრაციული სასჯელი ეკისრებოდათ, ჯარიმა კი, „ლირიკის“ ტაბლეტების რაოდენობის მიხედვით, 15-დან 150 დოლარს შორის მერყეობდა.


სამხრეთი ოსეთის პარლამენტის დეპუტატებმა ერთხმად მისცეს ხმა პრეპარატი „ლირიკისა“ და მისი ანალოგების გავრცელებისთვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მიღებას – „მიმაჩნია, რომ „ლირიკის“ გავრცელება ადმინისტრაციული სახის კანონდარღვევიდან სისხლის სამართლის კანონდარღვევად უნდა იქცეს. მიწოდებისთვის დაწესებული ჯარიმა მწირია იმ თანხასთან შედარებით, რაც მან „ლირიკის“ გავრცელებით დღეში შეიძლება იშოვოს – 100 ათასი რუბლი (1,5 ათასი დოლარი). ერთი ტაბლეტის ფასი 100 რუბლს აღწევს (15 დოლარს). „ლირიკა ჩვენთან ჩრდილოეთი კავკასიიდან შემოდის. სამწუხაროდ, საბაჟოზე ნარკოტიკების გამოსავლენად საგანგებოდ გაწვრთნილი ძაღლები „ლირიკაზე“ კვალს ვერ იღებენ, და ამ პრეპარატის დიდი პარტიის შემოტანა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. თუკი გავრცელების ფაქტზე დაიჭერენ ადამიანს, რომელსაც, ვთქვათ, 1-2 ტაბლეტი აღმოაჩნდება, მას ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრება; პასუხისმგებლობის დაკისრებისას გათვალისწინებული იქნება ის ფაქტი, თუ რამდენჯერ არის ესა თუ ის ეს ადამიანი გავრცელებაში შემჩნეული“, – განუცხადა Jamnews-ს პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრ პლიევმა, – მოცემული პრეპარატი საშიშია თავისი ფსიქოლოგიური შედეგებით, რასაც ადამიანი დეპრესიის სხვადასხვა სახემდე მიჰყავს, მათ შორის სუიციდამდეც. ახლახან საჭირო გახდა (ლირიკაზე დამოკიდებული – რედ.) რამდენიმე ადამიანის ჩრდილოეთ ოსეთში სამკურნალოდ გაგზავნა“, – განმარტა ალექსანდრ პლიევმა.   

სამხრეთ ოსეთში „ლირიკა“ პირველად 2015 წლის ივლისში აკრძალეს, როდესაც პარლამენტმა ამ პრეპარატისა და მისი ანალოგების ქვეყანაში უკანონოდ შეტანის, რეალიზაციისა და გამოყენების ამკრძალავი კანონი მიიღო.


ასევე წაიკითხეთ