სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ მისი დამოუკიდებლობის აღიარების მე-9 წელიწადი აღნიშნეს" />

სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებლობას ზეიმობს – და მასზე უარის თქმაზე ოცნებობს

სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ მისი დამოუკიდებლობის აღიარების მე-9 წელიწადი აღნიშნეს

„ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს“, – სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დისკუსიაზე „რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება: მოლოდინები და რეალიები“ სიტყვით გამოსვლისას ეს რესპუბლიკის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად დაასახელა.

რუსეთმა სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის შესახებ 2008 წლის 26 აგვისტოს განაცხადა. მას შემდეგ ეს თარიღი რესპუბლიკაში ყოველწლიურად საზეიმოდ აღინიშნება. ამავდროულად სამხრეთი ოსეთის მოსახლების უდიდესი ნაწილი  დამოუკიდებლობის იდეაზე უარის თქმას,  რუსეთის შემადგენლობაში შესვლას და რუსეთის სუბიექტთან, ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას უჭერს მხარს.

ამჯერად სამხრეთ ოსეთმა რუსეთის მიერ მისი დამოუკიდებლობის აღიარების მე-9 წელი რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნა.

დილით სოფელ ხოდში გაუვალ გზებზე მანქანებით შეჯიბრი გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკების მრბოლელებმა – ყაბარდო-ბალყარელებმა, დაღესტნელებმა, ჩერქეზებმა და ჩრდილოელმა ოსებმა.

შემდეგ შედგა საზოგადოების წარმომადგენელთა საზეიმო კრება და შეხვედრა, სახელწოდებით „ირონ კაზტი – სტუმრად ალანიის ახალგაზრდობასთან“.  საღამოს საზეიმო შუშხუნები გაუშვეს.

სახასიათო კომენტარი სოციალური ქსელებიდან :

„ჩვენ რუსეთის წყალობით გადავრჩით, ვიღებთ ხელფასს, პენსიებს… პირადად მე ამან რა მომცა? მშვიდობიანად ვცხოვრობ, თავს დაცულად ვგრძნობ, ვმუშაობ, ჩემს შვილებს მშვიდობის პირობებში ვზრდი, თავს თავისუფალ ადამიანად მიიჩნევ, და დროზე ადრე სიკვდილის არ მეშინია“.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ