ამ გზით მან სოლიდარობა გამოუცხადა ჩეჩენ გეებს, რომლებსაც სამშობლოში დევნიან" />

ხალიჩაში გახვეული რუსი მხატვარი ლონდონში შენობის ფასადს ჩამოეკიდა

ამ გზით მან სოლიდარობა გამოუცხადა ჩეჩენ გეებს, რომლებსაც სამშობლოში დევნიან

რუსმა მხატვარმა ფიოდორ პავლოვ-ანდრეევიჩმა ლონდონში ჩეჩენი გეების მხარდასაჭერი აქცია-პერფომანსი გამართა.

ის ხუთი საათის განმავლობაში ერთ-ერთ შენობაზე ხალიჩაში გამოხვეული ეკიდა. აქცია გალერეა Gazelli Art House-ის მახლობლად ჩატარდა. მხატვრის თქმით, ამ აქციით მას ჩეჩნეთში გეების დევნისადმი ყურადღების მიპყრობა სურდა.

„ხალიჩა ლოცვისთვის გამოიყენება, მაგრამ ისლამური ტრადიციის მიხედვით, მასში მიცვალებულებსაც ახვევენ“, – განმარტა მხატვარმა.


ასევე წაიკითხეთ