თურქეთის ხელისუფლებას თავის საზღვართან, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით „უსაფრთხო ზონის“ შექმნა სურს. ეს ქურთულ ფორმირებებთან შეტაკებების საფრთხეს ქმნის " />

რითი უშლიან ხელს ქურთები თურქებს სირიაში?

თურქეთის ხელისუფლებას თავის საზღვართან, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით „უსაფრთხო ზონის“ შექმნა სურს. ეს ქურთულ ფორმირებებთან შეტაკებების საფრთხეს ქმნის

თურქეთმა განაცხადა, რომ აპირებს დაიწყოს ოპერაცია ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, რათა საკუთარ საზღვართან „უსაფრთხო ზონა“ შექმნას. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ არ შეუშლის ხელს თურქ სამხედროებს და ამ ტერიტორიიდან საკუთარი ჯარების გაყვანა დაიწყო. შექმნილ ვითარებაში გაჩნდა კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე თურქეთსა და სირიელ ქურთებს შორის, რომლებიც ახლა აკონტროლებენ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიას. BBC განმარტავს ამ მოვლენების ფონს. 

 

რაში სჭირდება თურქეთს ოპერაცია? 

თურქეთის ოპერაციის დაანონსების მთავარი მიზანი – ქურთი ხალხის სამხედრო ფორმირებები, რომლებსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს, გაიყვანოს საკუთარი საზღვრებიდან მოშორებით.

თურქეთის ხელისუფლება აპირებს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, საკუთარი საზღვრის გასწვრივ 32-კილომეტრიანი „უსაფრთხოების ზონა“ შექმნას, რომელიც თავისუფალი იქნება ქურთული სამხედრო დაჯგუფებებისგან.

ამ „უსაფრთხო ზონაში“ ანკარა ასევე გეგმავს გადაიყვანოს 2 მილიონი სირიელი ლტოლვილი, რომლებიც ახლა თურქეთში ცხოვრობენ (სულ ქვეყანაში 3,6 მილიონამდე დევნილი ცხოვრობს, რომლებმაც სირია 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის გამო დატოვეს).

რისი ეშინია თურქეთს? 

ანკარა ქურთულ თავდაცვის დაჯგუფებებს თურქეთში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის მიმდევრებად მიიჩნევს. ეს პარტია 1984 წლიდან, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქურთების ავტონომიის შექმნისთვის იბრძვის.

თურქეთის ხელისუფლება შიშობს, რომ სირიელი ქურთები, რომლებსაც სირიაში თვითმმართველი ტერიტორიის შექმნა სურთ (ერაყის ქურთისტანის მსგავსად, რომელსაც ერაყში ფართო ავტონომია გააჩნია), თურქეთში მცხოვრებ ქურთებს მათ ქვეყანაში ანალოგიური ტერიტორიის შექმნას შთააგონებენ. 

აშშ-ის როლი და ბრალდებები ტრამპის მისამართით 

2018 წლის დეკემბერში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების შესახებ განაცხადა და ბრძანება გასცა, დაუყოვნებლივ დაეწყოთ სირიიდან 2 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გამოყვანა, რომლებიც კოალიციის შემადგენლობაში იბრძოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ქურთების თავდაცვის დანაყოფებიც ამ კოალიციაში შედიოდნენ.

აშშ-ის უცხოელი მოკავშირეები და რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი მაღალჩინოსანი მტკიცებას „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების შესახებ ნაადრევს უწოდებდა და შეშფოთებას გამოთქვამდა იმაზე, თუ რა შეიძლებოდა დამართნოდათ ქურთულ ძალებს აშშ-ის დაცვის გარეშე.

რამდენიმე დღის შემდეგ, ტრამპმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე „თურქეთის ეკონომიკის განადგურების“ პირობა დადო იმ შემთხვევაში, თუკი თურქული ძალები დარტყმას მიაყენებენ ქურთებს. „შექმენით 20-მილიანი (32-კილომეტრიანი) უსაფრთხო ზონა“, – ურჩია ამერიკელმა ლიდერმა ანკარას.

და, მართალია, ამერიკელი სამხედროების გამოყვანა გადაიდო, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ტრამპის წინადადებას ჩაეჭიდა და განაცხადა თურქული ძალების მზადყოფნის შესახებ, რათა შექმნას „უსაფრთხო ზონა“.

აშშ-ში ტრამპის ოპონენტები მის ქმედებებს დიდი ხნის მოკავშირის – ქურთების ღალატს უწოდებენ.


ასევე წაიკითხეთ