და რა ვერ გააკეთეს და რატომ. პასუხები კითხვებზე " />

რა გააკეთეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ, როდესაც 100 წლის წინათ დამოუკიდებლები გახდნენ?

და რა ვერ გააკეთეს და რატომ. პასუხები კითხვებზე

სამხრეთი კავკასიის სამივე ქვეყანაში 2018 წელი – დიდი იუბილეს წელია. აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო თავიანთ დემოკრატიულ სტრუქტურაზე დაფუძნებული სახელმწიფოების 100 წლისთავს აღნიშნავენ.

თავისთავად სიტყვა „რესპუბლიკა“ ლათინური respublica-დან წარმოიშვა, რაც „საზოგადოებრივ საქმეს“ ნიშნავს. რესპუბლიკა – ეს სახელმწიფოს მართვის ფორმაა, რომელსაც სამი განმასხვავებელი კომპონენტი ახასიათებს:

1. ქვეყნის ხელისუფლების ყველა ორგანო ან გარკვეული დროით აირჩევა, ან საერთო ეროვნული წარმომადგენლობითი დაწესებულებების მიერ ყალიბდება. როგორც წესი, ამ როლს პარლამენტი ასრულებს.

2. სახელმწიფოს მეთაურის აუცილებელი არჩევითობა, ხელისუფლების მემკვიდრეობით ან რაიმე სხვა ფორმით გადაცემის შეუძლებლობა, გარდა არჩევნებისა, რომელშიც ქვეყნის მთელი მოსახლეობა მონაწილეობს.

3. რესპუბლიკის ყველა მოქალაქე თანაბარი პირადი და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობს.

1918 წელს თავიდან ჯერ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა გამოცხადდა. მაგრამ ის ძალიან მალე დაიყო სამ სახელმწიფოდ.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გამოცხადდა.

1918 წლის 28 მაისს გამოცხადდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა.

100 წლის განმავლობაში ამ სამი რესპუბლიკის მიღწევებისა და მათი კრახის მიზეზების შესახებ ორ ნაწილად გიამბობთ.

1.

თავიდან ცოტა რამ იმ დროის პოლიტიკური კონტექსტის თაობაზე

20-ე საუკუნის დასაწყისი კავკასიისთვის ერთდროულად რამდენიმე გარემოების მიხედვით წარმოადგენდა ტრაგიკული პერიოდს.

სამივე ეს ქვეყანა ამ დროისთვის ხანგრძლივი ეპოქის განმავლობაში რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი, რომლის ნაწილსაც თურქეთის ფრონტის ბრძოლები შეადგენდა.

1915 წელს ოსმანურ თურქეთში სომეხი მოსახლეობის მასობრივი განადგურება და განდევნა მოხდა. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, მილიონნახევარზე მეტი სომეხი დაიღუპა. სომხეთიც, საერთაშორისო ორგანიზაციებიცა და ბევრი ქვეყანაც ამ მოვლენებს სომეხი ხალხის გენოციდად აღიარებს.

რუსეთში ზედიზედ ორი რევოლუცია მოხდა. შედეგად, 1917-დან 1921 წლამდე რუსეთში ხელისუფლება საბოლოოდ ჩაიგდეს ხელში ბოლშევიკებმა და კომუნისტური რეჟიმის დამყარება დაიწყო.

2.

შექმნიდან 100 წლის განმავლობაში სამი რესპუბლიკის მთავარი მიღწევები

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა (ორიგინალში – „სახალხო რესპუბლიკა“) 1918 წლის 28 მაისს ტიფლისში შეიქმნა. ეს მოხდა ორ დღეში მას შემდეგ, რაც საქართველომ ამიერკავკასიის ფედერაციიდან გასვლის შესახებ განაცხადა.

ფედერაციას მართავდა არჩევითი ორგანო სახელწოდებით „ამიერკავკასიის სეიმი“; და სწორედ ეს „მუსლიმური ფრაქცია“ იქცა ფაქტობრივად აზერბაიჯანის პირველ პარლამენტად.

მას ეწოდებოდა ეროვნული საბჭო, რომელსაც სათავეში პარტია „მუსავათის“ ლიდერი მამედ ემინ რასულზადე ედგა. აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის პირველი მთავრობის წარმომადგენელი უპარტიო ფატალი ხან ხოიელიგახდა.

რესპუბლიკამ 23 თვეს იარსება -1920 წლის 28 აპრილამდე, როდესაც ბაქო 11-ე წითელმა არმიამ დაიპყრო.

 

სამხედრო აღლუმი აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის წლისთავის აღსანიშნავად.  ფოტო აზერბაიჯანის ეროვნული მუზეუმის არქივიდან 

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის სამი მთავარი მიღწევა, შესაძლოა, ასე ჩამოყალიბდეს:

1. ეს მუსლიმურ აღმოსავლეთში პირველი საპარლამენტო რესპუბლიკა იყო. აზერბაიჯანის პირველი პარლამენტის შემადგენლობაში 11 ფრაქცია შედიოდა.

2. პარლამენტის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებულად შეთანხმდნენ, რომ მასში აზერბაიჯანში მცხოვრები ყველა ხალხი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი და იმ პარლამენტის შემადგენლობაში ორი სომხური ფრაქცია შედიოდა.

3. აზერბაიჯანსა და მთელ ისლამურ სამყაროში პირველად ქალებმა საარჩევნო უფლება მიიღეს. გადაწყვეტილება 1918 წლის ნოემბერში ბრიტანეთთან ერთად იქნა მიღებული, და ამ ნოვაციით აზერბაიჯანმა ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უმრავლესობას დაასწრო.

4. ბაქოში შეიქმნა პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს 1919 წლის 1 სექტემბერს მოხდა. უნივერსიტეტს თავიდან ოთხი ფაკულტეტი ჰქონდა:ისტორიული, ფიზიკა-მათემეტიკური, იურიდიული და სამედიცინო.

უნივერსიტეტის პირველი რექტორი იყო ცნობილი ქირურგი ვასილი რაზუმოვსკი. ამ უნივერსიტეტში სწავლობდა ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატი ლევ ლანდაუ.

სომხეთი

 

 

 

სომხეთის პირველი რესპუბლიკის დროშა და გერბი. ფოტო მოწოდებულია სომხეთის ეთნოგრაფიისა და ისტორიის მუზეუმის მიერ 

 

 

 

 

სომხეთის პირველ რესპუბლიკას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ხალხისთვის, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოებრიობა.

სომხეთის რესპუბლიკის ხანმოკლე – ორნახევარი წლის განმავლობაში, 1918 წლის მაისიდან 1920 წლის დეკემბრამდე არსებობის შედეგები შეიძლება ასე შეჯამდეს:

1. ჩამოყალიბდა სახელმწიფო აპარატი, აირჩა პარლამენტი, შეიქმნა ჯარი და შინაგან საქმეთა ორგანოები.

2. ამ პერიოდის განმავლობაში მოესწრო მინისტრთა ოთხი კაბინეტის, და შესაბამისად – ოთხი პრემიერ-მინისტრის შეცვლა: ოვანეს კაჯაზნუნი, ალექსანდრ ხატისიანი, ამო ოგანჯანიანი, სიმონ ვრაციანი.

3. მსოფლიოს ათობით ქვეყანაში – აშშ-დან შორეულ აღმოსავლეთამდე და აზიის ქვეყნებში – გაიხსნა დიპლომატიური წარმომადგენლობები და დაინიშნენ ელჩები.

4. 1918 წლის აგვისტოში შემოიღეს ფულის ოფიციალური ნიშანი – სომხური რუბლი.

 სომხეთის პირველი რესპუბლიკის  ერთ-ერთი კუპიურა.  ფოტო მოწოდებულია  სომზეთის  ეთნოგრაფიისა და ისტორიის  ეროვნული მუზეუმის  მიერ 

საქართველო

1917 წლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში დამყარებული საბჭოთა ხელისუფლება საქართველოს პოლიტიკურმა და ინტელექტუალუარმა წრეებმა არ ცნეს.

1917 წლის 19 ნოემბერს თბილისში უკვე შედგა ეროვნული ყრილობა, რომელზეც საქართველოს ეროვნული საბჭო, ანუ ფაქტობრივი ხელისუფლება აირჩიეს.

ხოლო თითქმის ნახევარ წელიწადში – 1918 წლის 26 მაისს გამოქვეყნდა და მიიღეს დამოუკიდებლობის აქტი. ასე შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

 დამფუძნებელი კრება საქართველოს პირველი დემოკრატიული  რესპუბლიკის  დაარსებას  აცხადებს . ფოტო  ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან. 

მისი მთავრი მიღწევების ფორმულირება შესაძლებელია შემდეგნაირად:

1. საქართველოში 1919 წელს პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. ასე გაჩნდა საქართველოს დაფუძნებელი კრება, თანამედროვე პარლამენტის ანალოგი. არჩევნებში 15-მა პარტიამ მიიღო მონაწილეობა, და მათ შორის ექვსი დამფუძნებელი კრების წევრი გახდა. საქართველოს ისტორიაში პირველად სოციალ-დემოკრატების პარტია მმართველი პარტია გახდა.

2. დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს ისტორიაში პირველი კონსტიტუცია მიიღო. ეს 1921 წლის 21 თებერვალს მოხდა. კონსტიტუცია იცავდა ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს. მასში გაუქმებული იყო სიკვდილით დასჯა..

მაგრამ პირველმა კონსტიტუციამ სულ ოთხ დღეს იარსება. დამფუძნებელი კრება მას, სახალხო ზეიმის და სადღესასწაულო ხმაურის  კი არა, ზარბაზნების ჯერის  ფონზე იღებდა – წითელი არმია საქართველოს ტერიტორიაზე უკვე შემოსული იყო. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ანექსია მოხდა.

3 პირველი საერთაშორისო კავშირები – მრავალსაუკუნოვანი უშედეგო მცდელობების შემდეგ საქართველომ იმის მიღწევა შეძლო, რომ ევროპა ამ ქვეყანაში, არა რუსეთის გავლით „შევიდა“. საქართველოში პირველად ჩავიდნენ დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი, ბელგიის იუსტიციის მოქმედი მინისტრი, და გერმანია მისი მოკავშირე გახდა.

4 .საქართველოს პოლიტიკაში ქალებმა აქტიური როლის შესრულება დაიწყეს. დამფუძნებელი კრების 130 დეპუტატს შორის 5 ქალი იყო:მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-პარსეგოვა-მახვილაძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ-ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე, ანა სოლოღაშვილი. ამ ხუთი ქალის ხელმოწერები საქართველოს პირველი კონსტიტუციის ქვეშ არის დასმული.

5. შეიქმნა საერთო სასამართლოები, უზენაესი სასამართლო სტრუქტურა, ნაფიც მსაჯულთა სისტემა

6. აუცილებელი გახდა საბაზისო განათლება – დაიწყო სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნა.

7. ჩატარდა აგრარული რეფორმა, რომლის შედეგადაც მიწის ფონდის დიდი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. მაგრამ მიწის მინიმალური ნაკვეთის მიღება ყველა მოქალაქეს გარანტირებული ჰქონდა.

3

პირველი სამი დამოუკიდებელი რესპუბლიკის კრახის მიზეზები

კომენტარები საგანგებოდ JAMnews-თვის:

პოლიტოლოგი ტორღულ ველიევი:

„1917 წლის შემდეგ ხალხს ორი საკითხი აინტერესებდა: შრომის და აგრარული. რუსეთს კი ბაქოს ნავთობი აინტერესებდა.

რესპუბლიკის მთავრობას აგრარული რეფორმა რომ ჩაეტარებინა, შრომის კანონი რომ მიეღო და რუსეთში ნავთობის ექსპორტირებას დათანხმებოდა – აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა არსებობას გააგრძელებდა.

თუმცა, ის მაინც სოციალისტური იქნებოდა, ერთგვარი რელიგიური განხრით.

პირველი რესპუბლიკის მთავრობას რუსეთისთვის ნავთობის მიწოდებას დიდი ბრიტანეთი უკრძალავდა. არადა, 1920 წელს ბაქოში 11-ე წითელი არმიის შესვლის მიზეზი სწორედ ნავთობი იყო. აზერბაიჯანს ნავთობი რუსეთისთვის რომ მიეწოდებინა, რუსეთს მისი გაკონტროლება აღარ დასჭირდებოდა.

ნავთობის მიწოდება 1920 წელს დაიწყო, მაგრამ პროცესი უკვე ამოქმედდა, და ძალიან დაგვიანებული იყო“.

ჟურნალისტი, JAMnews-ის მიმომხილველი შაჰინ რზაევი:

 „ჩვენ მსოფლიოს მცირე ნაწილებად დაყოფა არ გვსურს“- ეს აშშ-ს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის დელეგაციას განუცხადა პარიზის მშვიდობიან კონფერენციაზე, სადაც გამარჯვებული ქვეყნები პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ბედს წყვეტდნენ. და დასძინა:

„კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის საკითხის განხილვა „რუსული საკითხის“ გადაწყვეტის შემდეგ არის შესაძლებელი“.

„დიდ სახელმწიფოებს“ მიაჩნდათ, რომ არსებობენ დამოუკიდებლობისთვის მზად მყოფი ხალხები – როგორც პოლონეთი და ფინეთი, და ხალხები, რომლებიც ჯერ ამისთვის მზად არ არიან – როგორც აზერბაიჯანი და საქართველო.

პატარა აზერბაიჯანი, რომელმაც საერთაშორისო მხარდაჭერა ვერ მიიღო, რუსეთის პირისპირ აღმოჩნდა. წინააღმდეგობის გაწევის შედეგი წინასწარ ცნობილი იყო – იმის მიუხედავად, თუ ვინ მართავდა იმ დროს რუსეთს.

დამატებით კიდევ მოძმე თურქებმა ბოლშევიკურ რუსეთთან ხელშეკრულება დადეს, და კავკასიაში გავლენის სფეროებიგაიყვეს.

თურქეთმა რუსეთს დაუბრუნა ბათუმი, რომელიც მას ბრესტის მშვიდობიანი შეთანხმებით ერგო, თუმცა ყარსი თავისთვის დაიტოვა. ერთადერთ, რაც აზერბაიჯანმა ამ ხელშეკრულებით მოიგო – ეს იყო „აზერბაიჯანის პროტექტორატის ქვეშ“ ნახჭევანის ავტონომია.

მაგრამ როდესაც წითელი არმია რიგ-რიგობით იღებდა ბაქოს, თბილისსა და ერევანს – თურქეთი უკვე აღარ ჩარეულა“.

ისტორიკოსი, სომხეთის უახლესი ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  ხელმძღვანელი მაიკლ ა. ბაბაიანი 

„სომხეთის რესპუბლიკამ ქემალურ-ბოლშევიკური მძიმე დარტყმების გამო განიცადა კრახი, ანუ აქტიური გარეშე ზემოქმედების შედეგად.

ქემალისტურ თურქეთს და ბოლშევიკებს თავიანთი გეგმები ჰქონდათ და შეთანხმდნენ, რომ სომხეთის წინააღმდეგ ერთობლივად ემოქმედათ. სამხედრო მოქმედებები თითქმის ერთდროულად დაიწყო, ბოლშევიკები სომხეთის ტერიტორიაზე 1918 წლის ნოემბერში შემოვიდნენ, მანამდე კი ზანგეზურში, ყარაბღსა და ნახჭევანში უკვე შესულები იყვნენ.

ამ პირობებში დამატებით დარტყმად იქცა სომხეთ-თურქეთის ომი, რომელიც 1920 წლის შემოდგომაზე დაიწყო. სომხეთს ორი მიმართულებით ომის წარმართვის ძალა არ გააჩნდა.

ის ავბედითი სოვეტიზაცია რომ არა – დამოუკიდებელი სომხეთი სხვა მიმართულებით წავიდოდა. ამ მოვლენებამდე რესპუბლიკის მთავრობამ რამდენიმე უახლოესი წლისთვის განსაზღვრა რესპუბლიკის ამოცანები, რომლებიც ფრიად პერსპექტიული იყო და ქვეყნის მყარი განვითარების უზრუნველყოფა შეეძლო“.

 გერმანელი სამხედროები უღებენ თბილისს. დაახლოებით  1918 წელი. ფოტო WikiCommon

ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი

პირველი მსოფლიო ომი გახდა არა მარტო მიზეზი პირველი რესპუბლიკის შექმნის, არამედ გარკვეულწილად მისი მარცხისაც. იმიტომ, რომ პირველმა მსოფლიო ომმა საერთოდ შეცვალა მსოფლიო წესრიგი და მსოფლიოს, რომელმაც ომი გაიარა, ნაკლებად აინტერესებდა კავკასია. ჩვენს ქვეყანას სამწუხაროდ არ გაუმართლა და არ აღმოჩნდა რომელიმე გამარჯვებული ძალის, იქნებოდა ეს ბრიტანეთი, თუ საფრანგეთი, ინტერესში – მათ არ დაინახეს კავკასია და საქართველო თავიანთ გავლენის სფეროდ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ