რუსეთის პრემიერ-მინისტრი მედვედევი მოვალეობის დროებითი შემსრულებელი გახდა" />

პუტინის მიმართვის შემდეგ, რუსეთის მთავრობა გადადგა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მედვედევი მოვალეობის დროებითი შემსრულებელი გახდა

დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთის მთავრობა გადადგა. დღეიდან, ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებამდე, ის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი იქნება. პრეზიდენტმა პუტინმა ახალ პრემიერად საგადასახადო სამსახურის უფროსის, მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა წარმოადგინა.

პუტინმა გაწეული სამუშაოსთვის მედვედევის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

„მინდა, კმაყოფილება გამოვხატო მიღწეული შედეგების გამო. ყველაფრის გაკეთება არ მოხერხდა, მაგრამ ყველაფერი სრულად არასოდეს გამოდის ხოლმე“, – განაცხადა პრეზიდენტმა მთავრობის სახლში, მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრისას.

ეს პარლამენტისთვის პუტინის ყოველწლიური მიმართვიდან, რამდენიმე საათში მოხდა. მიმართვაში მან სამი სტრატეგიული იდეა ჩამოაყალიბა:

• საბიუჯეტო ფულის მასობრივი გაცემა გაჭირვებულებზე; 

• საერთაშორისო სამართლის ნორმების რუსეთის კანონებზე პრიორიტეტულობაზე უარის თქმა;

• ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლა 2024 წლის წინ, როდესაც პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის კონსტიტუციური ვადა იწურება.

უკანასკნელი პუნქტი – რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ვლადიმირ პუტინის ქვეყნის მმართველის პოსტზე ყოფნის ყველა კანონიერი გზა ამოწურულია. რჩება მხოლოდ ორი გზა:

• კონსტიტუციის ცვლილება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის უფლებამოსილების გადანაწილებით; 

• ახალი ტერიტორიების შემოერთება, რაც ფორმალური მიზეზი გახდება ახალი ქვეყნისთვის ახალი კანონმდებლობის გაჩენის. ამ როლისთვის რეალური კანდიდატები არიან – არაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და ასევე, ბელარუსი. 

შესაძლებელია პუტინის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ერთდროულად ამ ორივე გზის გამოყენებაც – კონსტიტუციის ცვლილებაც და ახალი ტერიტორიების შემოერთებაც. 


ასევე წაიკითხეთ