ახალი სამხრეთი ოსეთის პოლიტიკური პერსპექტივები ადგილობრივი ექსპერტების აზრით " />

პრეზიდენტი და მეფე დემოკრატიის პირობებში

ახალი სამხრეთი ოსეთის პოლიტიკური პერსპექტივები ადგილობრივი ექსპერტების აზრით

ანატოლი ბიბილოვი. ფოტო: TASS

ამ კვირაში სამხრეთ ოსეთში ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას დაამტკიცებენ და, შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტიდან ახალი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვისთვის მის მიერ რესპუბლიკის 5-წლიანი მართვის უკუპროცესი დაიწყო.

სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს ჩატარდა ბიბილოვსა (მიიღო 57,8 პროცენტი) და ამჯერად უკვე ყოფილ პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს შორის (მიიღო ხმათა 30 პროცენტი). მესამე კანდიდატს, ალან გაგლოევს ამომრჩეველთა 11,1-მა პროცენტმა მისცა ხმა. 

ამ დღეებში პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – დაამტკიცოს თუ არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ერიკ ფუხაევი. განთლებით ის ფიზიკოს-მათემატიკოსია. წინა ხელისუფლებაში ვიცე-პრემიერად მუშაობდა. პარლამენტს ფუხაევის კანდიდატურა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა წარუდგინა – როგორც საზოგადოებაში ამბობენ, წინა ხელისუფლების ერთდერთი წარმომადგენელი, რომელსაც ახალში მოხვედრის შანსიც აქვს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანამდე დაინიშნა – ბიბილოვის თანამოაზრე და მისივე პარტიის „ედინაია ოსეტიას“ წევრი იგორ კოზაევი. ის წარმოშობით ქალაქ რუსთავიდანაა (თბილისთან ახლოს), სწავლობდა დონეცკში, სხვადასხვა წლებში ვლადიკავკაზში, რუსეთის ფედერციის თავდაცვის სამინისტროს შერეული სამშვიდობო ჯარის შემადგენლობაში მსახურობდა საქართველო-ოსეთის კონფლიქტის ზონაში, და შემდეგ 2004 წლის გამწვავების დროს, ასევე ომობდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

არჩევნების შემდეგ მალევე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მოსკოვი კმაყოფილია, რადგან ძირითადი კონკურე ნცია იმ ორ კანდიდატს შორის მიმდინარეობდა, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გამყარების მხურვალე მომხრეები არიან“.

ბიბილოვი თავის ინაუგურაციიდან ათი დღის შემდეგ შეხვდა პუტინს და საზოგადოებამ ეს ფრიად ოპტიმისტურად აღიქვა. ოსმა პოლიტოლოგმა ალან ჯუსოევმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ეს გაცნობითი სახის შეხვედრა სწრაფად შედგა… გათვალისწინებული იყო ბიბილოვის დამაჯერებელი გამარჯვება, და მან ნდობის დიდი ლიმიტი მიიღო“.

სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თავის პირველ გამოსვლაში ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ ის ადამიანებს ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად არ ყოფს. მისი პოლიტიკური პროგრამის არსი ის არის, რომ „სამხრეთი ოსეთის საზოგადოება გააერთიანოს“.

ჩვენ სამ სახრეთელ ოს პოლიტოლოგს შევთავაზეთ სამხრეთი ოსეთისთვისა და მთელი რეგიონისთვის ოთხ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გაეკეთებინათ პოლიტიკური პროგნოზი:

  • რუსეთთან ურთიერთობა;
  • დასავლეთთან ურთიერთობა;
  • თბილისთან ურთიერთობა და ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივები;
  • სოციალური რეფორმები.

ამ ოთხ საკითხს პასუხი გასცეს:

  • პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა როლანდ ქელეხსაევმა;
  • სამხრეთი ოსეთის სვაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა როინ კოზაევმა;
  • სამხრეთი ოსეთის ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა, იმ პირობით, რომ მისი ვინაობა არ დასახელდებოდა. მეორე კითხვისთვის პასუხის გაცემაზე მან უარი განაცხადა.

რუსეთთან ურთიერთობა და სამხრეთი ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხი

როლანდ ქელეხსაევი:

სამხრეთი ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის საკითხი დღეს მოსკოვის წინაშე არ დგას, უახლოეს წლებში რუსეთისთვის უფრო მისაღები იქნება სამხრეთი ოსეთის ახლანდელი სტატუსი – მოსკოვი ამჯობინებს, რომ თავიდან აიცილოს ახალი ანექსიის თაობაზე ამერიკისა და ევროპის მხრიდან წამოსული ბრალდებებიც და მორიგი სანქციებიც. მაგრამ რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება სამხრეთ ოსეთს საშუალებას აძლევს, რომ რუსეთთან გაერთიანების გარეშეც წარმატებით გადაჭრას ბევრი საკითხი. კერძოდ, უკვე დაწყებულია ზოგიერთი სამხრეთოსური სამხედრო ნაწილის რუსეთის ჯარის შემადგენლობაში შესვლა.

როინ კოზაევი:

ჩვენი ხალხისთვის რუსეთთან ურთიერთობა წმინდათა წმინდაა. მოსახლეობის, სულ ცოტა, 80 პროცენტი თავს რუსეთის შემადგენლობაში ხედავს, და ნებისმიერმა, ვინც სამხრეთი ოსეთის ლიდერი გახდება, მოსკოვთან ურთიერთობა უნდა გაამყაროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთი ოსეთი რუსეთის შემადგენობაში უკვე 2018 წელს შევა – თუკი მოსკოვში ხელისუფლების სათავეში პუტინი დარჩება. რუსეთში სხვა არავინაა ისეთი ძლიერი პიროვნება, რომელიც ასეთ არამარტივ და უჩვეულო საკითხებს გადაწყვეტს. მალე კი ჩვენი ჯარიც რუსეთის თავდაცვის სიტემას შეერწყმება, და ეს კიდევ უფრო თავდაცვისუნარიანებს გაგვხდის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი:

სამხრეთი ოსეთი ახლა მაქსიმალურად მიუახლოვდა რუსეთის ფედერაციის რიგებში გაერთიანებას. პრეზიდენტი გახდა ისეთი ადამიანი, რომელსაც (ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ) თიბილოვისგან განსხვავებით, ამ საკითხის ირგვლივ არასდროს უთამაშია. თუკი მცირედი შანსი მაინც გაჩნდება, რომ სამხრეთი ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდეს, ბიბილოვი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. ის ჯერ კიდევ 2015 წელს გამოდიოდა რუსეთთან საზღვრის სრულად გახსნის წინადადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების ფუნქციების რუსული მხარისთვის გადაცემისა და სრულფასოვანი ეკონომიკური ინტეგრაციის ყველანაირი მცდელობით. სწორედ თიბილოვი იყო, რომელმაც თავისი საკავშირო შეთანხმების პროექტი მაინც გაიტანა: ჩვენი ძალოვანი სამინისტროები მხოლოდ ნაწილობრივ შედიან რუსეთის შემადგენლობაში, თუმცა მაინც ვაცხადებთ მოსკოვთან სავჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების სურვილს. რუსეთთან ასეთი დემონსტრაციული დაშორების პირობებში, ამის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

სამხრეთი ოსეთი, როგორც რუსეთის სუბიექტი – ამ რეფერენდუმის იდეა ისევ აქტუალურია

დემოკრატიზაცია და დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა

როლანდ ქელეხსაევი:

მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, საქართველოს მხრიდა სამხედრო მუქარა „გაქრა“. და ახლა კარგი დროა სახელმწიფო მართვის სისტემის მოდერნიზაციისთვის: საკონსტიტუციო სასამართლოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმართველობის ორაგანოების არჩევითობის პრინციპის შემოსაღებად, სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის. ეს ყველაფერი დემოკრატიის განვითარებას შეუწყობდა ხელს.

როინ კოზაევი:

1990-იანი წლების დასაწყისში ქურდების ჯგუფმა, რომელმაც დიადი საბჭოთა კავშირი გაძარცვა, თავის დემოკრატად მოხსენიება დაიწყო. ამიტომაც ეშინია დღეს მთელს პოსტსაბჭოთა მოსახლეობას სიტყვა „დემოკრატიის“. სამხრეთი ოსეთის კანონების მიხედვით, პრეზიდენტს მეფისა და იმპერტორის უფლებამოსილებები აქვს მინიჭებული, და დემოკრატიულ მმართველობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მაგრამ ხალხს ეს არ სჭირდება. ადამიანებს ესაჭიროებათ მცირედი შემოსავალი, რომ ოჯახი არჩინონ, და ხელისუფლებისგან – ოდანავი ყურადღება.

როდესაც სამხრეთ ოსეთს უჭირდა – მის გვერდით მხოლოდ რუსეთი იდგა. და ჩვენი ურთიერთობების ღალატს ვერავინ გაბედავს. ამიტომაც, დასავლეთთან სერიოზული ურთიერთობა ნაკლებად შესაძლებელია.

თბილისთან ურთიერთობა და კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივები

როლანდ ქელეხსაევი:

საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარებამდე ჩვენ თავდასხმელობის ხელშეკრულებას უნდა მოვაწეროთ ხელი, და მშვიდობიანი შეთანხმება დავდოთ. სამხრეთ ოსეთს კი სჭირდება, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას საკუთარი არგუმენტები მიაწვდინოს.

როინ კოზაევი:

საქართველოსთან ურთიერთობა ძალიან რთული იქნება. 2008 წელი ისეთ განსაკუთრებულ ზღურბლად იქცა, როდესაც რაიმე სახის ურთიერთობის დამყარების წინა შესაძლებლობები სრულად გაწყდა. ზოგჯერ ჩვენი მეწარმეები ურთიერთობენ, ოსები საქართველოში სამკურნალოდაც ჩადიან – მაგრამ ადამიანები საქართველოდან სამხრეთი ოსეთისკენ სატრანსპორტო კორიდორების გახსნასაც კი ეწინააღმდეგებიან. თუმცა, რუსეთის ავტორიტეტმა, შესაძლოა, ამ საკითხშიც კი ახალ დონეზე აიყვანოს ჩვენი საქართველოსთან ურთიერთობა. თუ რუსეთი იტყვის, რომ ასეა საჭირო, ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ ჩვენს მარადიულ მეგობარს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი:

სამხრეთი ოსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან , როგორც მეზობელთან , მეგობრული ურთიერთობა უნდა დამყარდეს. თუმცა, მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, როდესაც საქართველო თავდაუსხმელობის მემორანდუმს მოაწერს ხელს, ოსი ხალხის გენოციდს აღიარებს და სახრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობს. მაგრამ საქართველო დღეს დასავლეთის ქვეყნების გავლენას განიცდის, და ამიტომ გზაზე ყოველთვის ფეხს დაგვიდებს.

სოციალური რეფორმები და ინფრასტრუქტურის განვითარება

როლანდ ქელეხსაევი:

მოსახლეობისთვის პირველ ადგილზე დგას ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, კანონის დაცვა, კორუფციის აღმოფხვრა, ეკონომიკის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. სწორედ ამ მიზნებისკენ მოუწოდებდა ანატოლი ბიბილოვის წინასაარჩევნო პროგრამა. ერთი მგალითი – რუსეთმა ჯერ კიდევ ორი წლის წინათ მოახდინა სამხრეთი ოსეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება, მაგრამ ჩვენ აქამდე არ ვსარგებლობთ ჩვენი ეკონომიკის განვითრების ამ უდიდესი საშუალებით. თანაც, ეს შეთანხმება, დაბალ გადასახებთან ერთად, ინვესტორების მოზიდვის, ეკონომიკის საკმაოდ სწრაფად გაჯანსაღების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას მოგვცემს.

როინ კოზაევი:

ახალ პრეზიდენტს საზოგადოების განვითარების მყარი კურსი აქვს არჩეული, და ბევრ სოციალურ საკითხს ის პირველ ორ წელიწადშივე გადაჭრის. აღსრულების გაჭიანურების ერთადერთი შესაძლო მიზეზი ის იქნება – თუკი ქვეშევრდომები მის განკარგულებებს გულგრილად მოეკიდებიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი:

ბიბილოვი, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის განვითარებას დაიწყებს. საშუალო და მცირე ბიზნესისთვის შეღავათიანი საკრედიტო პროგრამა დაიწყება და ფერმერებისთვის მიწით სარგებლობის გადასახადი შემცირდება.

სამხრეთი ოსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს ძირითადად ის დახმარება შეადგენს, რომელიც რუსეთიდან მოდის, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 2017 წლის აპრილის არჩევნების წინ რუსულ გამოცემა „РБК“-სთან ინტერვიუში.

თუმცა, მან თქვა, რომ 2012 -დან 2016 წლების პერიოდში კერძო შემოსავლები თითქმის გაათმაგდა. მისი შეფასებით, 2017 წლის ბოლოს კერძო შემოსავლების წილი ბიუჯეტში 11 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს.

განვითარებისთვის პერსპექტიულ დარგებად თიბილოვმა დაასახელა – სოფლის მეურნება, სამკერვალო და ენერგეტიკული სფეროები, კერძოდ კი ჰესების მშენებლობა.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ავტორის ტერმინოლოგია მის პოზიციას გადმოსცემს და, შესაძლოა, რედაქციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს

ასევე წაიკითხეთ