"Surkov Leaks-3" - ინფორმაცია კრემლის ჩინოვნიკის, ინალ არძინბას ფოსტის გატეხვის შედეგად გახდა ცნობილი " />

ოპერაცია „ტროა“: კრემლიდან გაჟონილი ინფორმაცია უკრაინის დაპყრობის შესახებ

"Surkov Leaks-3" - ინფორმაცია კრემლის ჩინოვნიკის, ინალ არძინბას ფოსტის გატეხვის შედეგად გახდა ცნობილი

REUTERS/Alexander Ermochenko

ჰრომადსკოეს მასალა 

ბრიტანულმა გაზეთმა The Times გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც უკრაინაში ჰიბრიდული ომის მეთოდების შესახებ მოხსენების მასალებს ეყრდნობა. ახალი ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩინოვნიკის, კრემლის მთავარ იდეოლოგად წოდებული ვლადისლავ სურკოვის ფოსტის გატეხვის შედეგად მოიპოვეს. 2016 წლიდან ეს უკვე ინფორმაციის მესამე გაჟონვაა, რომელსაც Surkov Leaks-3 დაერქვა. წინა ორის სახელწოდებები იყო Surkov Leaks-1 და Surkov Leaks-2.

კერძოდ, Surkov Leaks-3 ზაპოროჟიეს ოლქის დაპყრობისა და უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის ფარული გეგმის მომზადების შესახებ გვიამბობს. კრემლი ამას სიცრუეს უწოდებს. ჰრომადსკოე კვლევის ერთ-ერთ თანაავტორს, Euromaidan Press-ის მთავარ რედაქტორს ალია შანდრას დაუკავშირდა. ამ მასალაში მასთან საუბრის მთავარი თეზისებია თავმოყრილი.

როდესაც Surkov Leaks-1 და Surkov Leaks-2 მოხდა, ყველა ანალიტიკოსი მოელოდა, რომ უკრაინის ომში რუსეთის მონაწილეობის დამადასტურებელი სენსაციური საბუთები გამოქვეყნდებოდა. ეს ინფორმაცია იქ არ იყო, რამაც ოდნავი იმედგაცრუება გამოიწვია. გაჟონვის შედეგად გამოქვეყნებული დოკუმენტების მესამე ნაწილში მკვლევარებმა ჰიბრიდული ომის წარმოების საიდუმლო მეთოდების დამადასტურებელი საბუთების არსებობა აღმოაჩინეს – ათასობით იმისკენ მიმართული ინიციატივა და პროექტი, რომ უკრაინა შიგნიდან დამარცხდეს. Surkov Leaks-3-ის გაჟონილი ინფორმაციის შინაარსიეს არის სურკოვის მარჯვენა ხელის, ინალ არძინბას – აფხაზური წარმოშობის რუსი ჩინოვნიკის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებები. არძინბა უკრაინაში სეპარატისტულ პროექტებს კურირებდა. ჯერჯერობით არძინბას მიმოწერის მხოლოდ ნაწილის გაშიფრვა მოხერხდა. აქამდე რჩება პაროლით დაცული ცხრა დოკუმენტი, რომლებიც, როგორც ჩანს, კვლევისთვის კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს.  

ბრიტანეთის პრესაში უკვე გაჩნდა ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული პუბლიკაციები. საუბარია მათში აღწერილ ოპერაცია „ტროა“-ზე, რომელიც კრემლში ალექსეი მურატოვმა – „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ პუტინის წარმომადგენელმა გააგზავნა. მურატოვი დესტაბილიზაციის განვითარებისთვის 181 ათასი დოლარის დახარჯვას სთავაზობს. დოკუმენტში საკმაოდ დაწვრილებით არის გაწერილი ამ ოპერაციის ბიუჯეტი: უკრაინის ზაპაროჟიეს ოლქში პრორუსული დემონსტრაციების ორგანიზებისთვის ვარაუდობდნენ 40 ათასი დოლარის გამოყოფას, კიდევ ათი ათასის – უკრაინის უშიშროების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადაბირებისთვის, და 49 ათასის – აუცილებელი ტრანსპორტის შესაძენად.

ამ გეგმის მიხედვით, უნდა მომხდარიყო ზაპოროჟიეს ოლქის დაპყრობა, და იქ რუსეთის შესაჭრელად მისი მომზადება. იგეგმებოდა ეგრეთ წოდებული „ნოვოროსიის“ გაფართოება – სეპარატისტებს უკრაინის სხვა ოლქებიც უნდა გაეკონტროლებინათ. როგორც Surkov Leaks-3-ის დოკუმენტებით დასტურდება, ოპერაცია „ტროას“ ამ ოლქების ადგილობრივი მაცხოვრებლები სამხედრო შეიარაღებისთვის უნდა მოემზადებინა, ასევე უკრაინის სპეც-სამსახურებისა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლები მიეზიდა.

„ამას „რეფლექსიური მართვა“ ეწოდება, – განმარტა ჰრომადსკოეს თანამოსაუბრემ, – როდესაც მოწინააღმდეგეს იმდენად კარგად იცნობ, რომ შენთვის სასარგებლო ქმედებების ჩადენას აიძულებ, და ამას პირდაპირ არ აკეთებ. როგორც ჩანს, ის დოკუმენტები, რომლებიც ჩვენს ხელთ აღმოჩნდა, ეს არის ჰიბრიდული ომის წარმოების ერთგვარი რუსული „მეთოდუნა“, – ამბობს ალია შანდრა.

გამოძიების ავტორები მოხსენების სრულად გამოქვეყნებას მაისის ბოლოს ბრიტანეთში გეგმავენ.

 


ასევე წაიკითხეთ