მესამე წელია, სოფელ ტოღში ღვინის ფესტივალი იმართება" />

ნადიმი ყარაბაღში

მესამე წელია, სოფელ ტოღში ღვინის ფესტივალი იმართება

წელიწდში ერთხელ სოფელი ტოღი არამხოლოდ ყარაბაღელების, არამედ უცხოელი ტურისტების ყურადღებასაც იპყრობს. უკვე მესამე წელია, მელიქის სასახლის ნანგრევებზე ტარდება ღვინის ფესტივალი, რომელსაც შეუძლია ტრადიციულ ღონისძიებად იქცეს. ფესტივალზე საკუთარი ღვინო არამხოლოდ ადგილობრივ ქარხნებს, არამედ კერძო მეღვინეებსაც მოაქვთ.

რაფაელი 22 წლისაა, მაგრამ ის უკვე მეორე წელია, რაც აქ თავის ღვინოსა და ცნობილ ღვინის არაყს ყიდის. “გასულ წელს 180 ლიტრი არაყი გამოგვივიდა. 150 გავყიდეთ, 30 კი სხვადასხვა მოვლენის აღსნიშნავად ჩვენ თვითონ დავლიეთ ნათესავებთან და ახლობლებთან ერთად”. მისი თქმით, ღვინისა და არყის წარმოება ადვილი საქმე არ არის, მაგრამ სასიამოვნოა.

 

სტუმრებს საშუალება ეძლევათ, აქვე გაეცნონ ღვინის წარმოების ეტაპებსა და სომხური მეღვინეობის ისტორიას.

წელს პირველი ყურძნის დაწურვის პატივი ცნიბილი სომეხი მოჭადრაკის, ლევონ არონიანის მეუღლეს, არიანას ერგო.

ფესტივალი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს და ამით ადგილობრივ წარმოებას სტიმულს აძლევს.

ფესტივალის სტუმრებს არამხოლიდ ალკოჰოლური სასმელების დაგემოვნებას, არამედ ხალხური სიმღერების მოსმენას, ფოლკლორული ანსამბლის გამოსვლის ნახვასა და, სურვილის შემთხვევაში, ცეკვასაც სთავაზობენ.

გამოქვეყნდა: 22.09.2016


ასევე წაიკითხეთ