ექსპერტები გვაფრთხილებენ: ქვეყანაში, შესაძლოა, პოლიტიკური და სოციალური აფეთქება ისევ მოხდეს" />

მსოფლიო ბანკი სომხეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას ვარაუდობს

ექსპერტები გვაფრთხილებენ: ქვეყანაში, შესაძლოა, პოლიტიკური და სოციალური აფეთქება ისევ მოხდეს

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2019 წელს სომხეთის ეკონომიკის ზრდა 4,3%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც მთავრობას უფრო მაღალი მაჩვენებლების მიღების იმედი აქვს.

რატომ აღარ არის ხელსაყრელი სომეხი მუშახელისთვის რუსეთში გამგზავრება?

როგორ ზემოქმედებას ახდენს თურქული ლირის დაცემა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკაზე?

მსოფლიო ბანკის პროგნოზი

მსოფლიო ბანკი სომხეთის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შენელდება, თუმცა მყარ ტემპებს შეინარჩუნებს. რეგიონში არსებული პროცესები და მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელება, შესაძლოა, ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახოს. კერძოდ, შემცირდება საქონლისა და მომსახურების ექსპორტი.

მსოფლიო ბანკის ექსპერტები ზრდის ტემპის შენელების შემდეგ მიზეზებს ასახელებენ:

 „სომხეთის პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკურ წრეებსა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში დაძაბულობის ზრდის გამო, სომხეთში, შესაძლოა, ეკონომიკური ვარდნა წარმოიშვას ან გაღრმავდეს. ქვეყნის შიგნით ეკონომიკური რეფორმები შეიძლება პირად ინტერესებსა და მოსალოდნელ მაღალ დანახარჯებს შეეჯახოს“.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ მიზანმიმართული რეფორმების გარეშე, სამუშაო ადგილებისა და ხელფასების საგრძნობი ზრდა, სოციალური პრობლემების გადაწყვეტა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის. და თუკი სომხეთის ხელისუფლება არსებით წარმატებებს ვერ მიაღწევს, ქვეყანაში შესაძლოა, პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობა კვლავ წარმოიშვას.

მსოფლიო ბანკის ექსპერტები კონსტატირებას ახდენენ: მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მაჩვენებლები გაუმჯობესდა, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი სიღარიბეში მცხოვრები ადამიანია. ამავდროულად უმუშევრობის დონემ იკლო, და 2018 წელს 15,7 პროცენტს მიაღწია. ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

სომხეთის მთავრობის გეგმები

სომხეთის მთავრობა 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4,9%-ით ზრდას გეგმავს. მეტიც, მთავრობის ხუთწლიან პროგრამაში მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 5-პროცენტიანი წლიური ზრდა ივარაუდება.

უახლოეს წლებში ასევე იგეგმება სიღარიბისა და უმუშევრობის არსებითი შემცირება, და ექსპორტის ტემპის ზრდა. ფსონი კორუფციასთან ეფექტურ ბრძოლასა და ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებაზე იდება.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ სომხეთის ეკონომიკა ნედლეულის მოპოვებას აღარ უნდა ეფუძნებოდეს:

 „მთავრობის საქმიანობა მიმართულია სომხეთის რესპუბლიკაში კონკურენტუნარიანი და ყოვლისმომცველი ეკონომიკის შექმნისკენ, რომელიც მაღალტექნოლოგიური სამრეწველო საქონლის ექსპორტსა და არსებულ მაღალ ეკოლოგიურ სტანდარტებზე იქნება ორიენტირებული“.

იმავდროულად ნიკოლ ფაშინიანი საკუთრივ სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მთავრობას „ეკონომიკური რევოლუციის“ განხორციელებაში  დაეხმარონ:

 “დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შევამციროთ, სესხები მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ასევე ჩვენ ვახალისებთ, და კვლავაც უნდა წავახალისოთ ადამიანები, რათა მათ  რაიმე საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზება შეძლონ. ჩვენ იმის შესაძლებლობებსაც კი შევქმნით, რომ ადამიანებმა  გადაკვალიფიცირება მოახერხონ. დღესდღეობით სომხეთის IT სფეროში 3-4 ათასი ვაკანტური ადგილი არსებობს, ჩვენ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ, რომ ის ვინც ნიჭიერია, გადამზადება გაიაროს და ეს ვაკანტური ადგილები დაიკავოს, რადგან ამ სფეროში ძალიან მაღალი ხელფასებია”.


ასევე წაიკითხეთ