ვიდეოთამაშს საქართველო ერთ-ერთ ცივილიზაციად დაემატა. ისმის ქართული მუსიკა და ქართული ლაპარაკი" />

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვიდეოთამაშს თამარ მეფის პერსონაჟი დაემატა

ვიდეოთამაშს საქართველო ერთ-ერთ ცივილიზაციად დაემატა. ისმის ქართული მუსიკა და ქართული ლაპარაკი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიდეოთამაშის, Civilization-ის მეექვსე ნაწილში ცხრა ახალი ლიდერიდან ერთ-ერთი ქართველი მონარქი – თამარ მეფე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ Civilization VI: Rise and Fall-ში საქართველო ერთ-ერთ ცივილიზაციად, სამეფოდ ემატება და ნებისმიერ მოთამაშეს თამარ მეფის ეპოქის საქართველოს არჩევა და ქართველი მეფის როლის მორგება შეეძლება.

“რა აქცევს მონარქს იდეალურად?” – კითხულობენ თამაშის შემქმნელები

სიბრძნე და დიპლომატიურობა? შორსმჭვრეტელობა და კარგი სტრატეგობა? ბევრი ვერ აღწევს ამ სტანდარტებს, მაგრამ თამარი, საქართველოს მმართველი ოქროს ხანაში, ერთ-ერთია იდეალურ მმართველებს შორის – წერია ინტროში.

თამაშის შემქმნელებმა ბევრი კონკრეტული დეტალი გაითვალისწინეს:

თამაშში ქართული ცივილიზაციის დევიზია „ძალა ერთობაშია“ – სწორედ ეს სიტყვები აწერია ქართულ გერბს.

თამაშში  ხევსური მეომრები მონაწილეობენ და  ქართული ციხესიმაგრეებიც არის.

„ცივილიზაციის“ მეექვსე სერიაში ცხრა ისტორიულ ლიდერთაგან ერთ-ერთი თამარ მეფეა.

თამარ მეფეს იგივე ტანსაცმელი აცვია, როგორითაც ის ფრესკებზეა გამოსახული.

თამაშის ინტროში გამოყენებულია ქართული ხალხური მუსიკა. თამარ მეფე კი, ქართულად ლაპარაკობს.

Civilization 1991 წელს შეიქმნა. ის სტრატეგიული თამაშების ჟანრს განეკუთვნება. მოთამაშე ქმნის იმპერიას, რომელიც დროს უძლებს. თამაშის საწყისი პერიოდი ძველი წელთაღრიცხვით 4000 წელია. Civilization VI: Rise and Fall-ის განახლებული ვერსია 2018 წლის 8 თებერვალს გამოვა.


ასევე წაიკითხეთ