პოლიტოლოგი სურენ სარკისიანი ამტკიცებს, რომ მიღებული დოკუმენტი - მხოლოდ განცხადებაა, რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნია" />

მოსაზრება: „ოსმალურ თურქეთში მომხდარ სომხების გენოციდთან დაკავშირებით აშშ-ს სენატის რეზოლუცია კანონს არ წარმოადგენს“

პოლიტოლოგი სურენ სარკისიანი ამტკიცებს, რომ მიღებული დოკუმენტი - მხოლოდ განცხადებაა, რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნია

სომხების გენოციდი ოსმალეთის იმპერიაში, აშშ-ს სენატი, რობერტ მენენდესი, Геноцид армян, Ереван, факельное шествие,

აშშ-ს სენატმა 12 დეკემბერს ერთხმად მოიწონა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, პირველი მსოფლიო ომის წლებში ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი სომხების მკვლელობა გენოციდად არის აღიარებული.

ამერიკულ მედიაში აღნიშნავენ, რომ რეზოლუცია ერთხმად მიიღეს, მაგრამ მხოლოდ მეოთხე მცდელობით. დემოკრატი რობერტ მენენდესი რამდენიმე კვირის განმავლობაში აყენებდა ამ საკითხს კენჭისყრაზე, თუმცა რესპუბლიკელი სენატორები მას ბლოკავდნენ. და ამერიკელი ექსპერტები შეშფოთებულები არიან იმით, რომ ამ დოკუმენტის მიღება, შესაძლოა, ამერიკულ-თურქული ურთიერთობებისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდეს.

ანკარის მწვავე რეაქცია მოსალოდნელი იყო და მან არც დააყოვნა. რეზოლუციის მიღების შესახებ სიახლიდან ზუსტად ორ საათში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა განცხადებით, რომელშიც მღებული დოკუმენტი დაახასიათა როგორც  „სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და თურქეთ-ამერიკის ურთიერთობის განვითარების ძალისხმევისთვის ძირის გამოთხრისკენ მიმართული“.

ყველა დეტალი რეზოლუციის შესახებ, რომელიც აშშ-ს სენატმა ოსმალურ თურქეთში სომხეთის გენოციდთან დაკავშირებით მიიღო

სომეხი პოლიტოლოგი სურენ სარკისიანი ასევე აცხადებს, რომ აშშ-ს სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია კანონს არ წარმოადგენს.

ექსპერტმა თავის Facebook-გვერდზე https://bit.ly/2sl6nG0 კომენტარი გააკეთა იმის თაობაზე, თუ მისი აზრით, რა ხდება ამერიკის კონგრესში და რას ნიშნავს ეს:

 „ეს არის მხოლოდ განცხადება, მას იურიდიული ძალა არ გააჩნია და ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ტრამპს არ გაეგზავნება.

აშშ-ს კონგრესის ორივე პალატამ სომხების გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

პრეზიდენტი და სახელმწიფო ჩინოვნიკები ვალდებულები არ არიან, სიტყვა „გენოციდი“ გამოიყენონ“.

პოლიტოლოგი იმის შესახებ წერს, თუ ყოველწლიურად 24 აპრილს, როდესაც სომხეთი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს, ადამიანები მოელიან, რომ აშშ-ს პრეზიდენტი თავის ტრადიციულ გამოსვლაში საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში მომხდარ მოვლენებს გენოციდს უწოდებს. აქამდე არც ერთ პრეზიდენტს ეს სიტყვა არ წარმოუთქვამს.

სარკისიანმა მოკლედ, პუნქტებად განმარტა, თუ რატომ მოხდა რეზოლუციის მიღება სწორედ ახლა:

• „დღეს ვაშინგტონში ანტითურქული განწყობები საკმაოდ გამოხატულია.

• თურქეთის დაცვა უმადური საქმეა.

• ვეტოს დამდებ სენატორებზე საზოგადოების მხრიდან სერიოზული ზეწოლა განხორციელდა, რაც თეთრი სახლის თხოვნაზე ძლიერი აღმოჩნდა. ამიტომაც მათ ვეტო აღარ დაადასტურეს.

• გამარჯვებულის გვირგვინი მხოლოდ ჩვენს დიასპორას ეკუთვნის

• ამერიკა-თურქეთის ურთიერთობა ასეთი ცუდი ჯერ არასდროს ყოფილა“.

თავის ჩანაწერის ბოლოს პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ „ტრამპთან მუშაობის დრო დადგა“. სავარაუდოდ, ის აშშ-ში სომხური ლობისა და სომხეთის ხელისუფლების მუშაობას გულისხმობს.


ასევე წაიკითხეთ