ოპოზიცია ამბობს, რომ მას შემდეგი არჩევნების მოლოდინის გარდა არაფერი დარჩენია" />

სამხრეთ ოსეთის პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატები ყველა ხელმძღვანელ პოსტს იკავებენ

ოპოზიცია ამბობს, რომ მას შემდეგი არჩევნების მოლოდინის გარდა არაფერი დარჩენია

სამხრეთ ოსეთის პარლამენტში ახალ დანიშვნებს განიხილავენ, რომლებმაც უფრო მეტად უნდა განემტკიცონ უმრავლესობის პოზიცია. საუბარია საკანონმდებლო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ელოდნენ პარლამენტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე უმცირესობის ერთი წარმომადგენელი მაინც გამოჩნდებოდა, ეს ასე არ მოხდა. კომიტეტის თავმჯდომარე პარტია «ერთიანი ოსეთის» წარმომადგენელი, ნონა ტედეევი გახდა.

ერთ წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ არჩეულ ახალ პარლამენტში, მმართველის გარდა კიდევ სამი პარტიაა წარმოდგენილი – «სახალხო პარტია», «ხალხის ერთობა» და «ნიხასი»,  მათ 34-დან 14 დეპუტატი წარმოადგენს.

თავიდან ეს სამი პარტია აპირებდა კოალიციის შექმნას და ამით სახელისუფლებო პარტიისთვის რეალური წინააღმდრგობის გაწევას. თუმცა, მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად «ერთიანი ოსეთი» ლიდერი ანატოლი ბიბილოვი აირჩიეს, ამაზე საუბარიც აღარ ყოფილა.

საპარლამენტო პარტია «ხალხის ერთობის» ლიდერმა ვლადიმერ ქელეხსაევმა ონლაინ-პორტალ «ეხო კავკაზას» ინტერვიუში განუცხადა, რომ პარტიული ბლოკი არ შედგა, რადგან, „ვიღაცას დაჰპირდნენ ადგილებს, ვიღაცას კიდევ სხვა რამეს, ამიტომ ყველა თავის გზით წავიდა“.

რესპუბლიკისთვის რაღაცის გაკეთების სურვილი გვაქვს, მაგრამ პარლამენტში ეს შეუძლებელია… მხოლოდ [შემდეგისაპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ“, – ამბობს ქელეხსაევი.

ეს არჩევნები 2019 წელს ჩატარდება და პირველად, შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ