ათი წელია, სამხრეთ ოსეთში, მიყრუებულ ადგილას ცხოვრობს. მოაწყო უნიკალური სათევზაო მეურნეობა, აშენებს თევზის შუშის რესტორანს, მაგრამ ინვესტორები არ ინტერესდებიან" />

მეთევზე

ათი წელია, სამხრეთ ოსეთში, მიყრუებულ ადგილას ცხოვრობს. მოაწყო უნიკალური სათევზაო მეურნეობა, აშენებს თევზის შუშის რესტორანს, მაგრამ ინვესტორები არ ინტერესდებიან

მეთევზე
Slider

ეს სამხრეთ ოსეთში, მთებში, საკმაოდ ნორმალურ მდგომარეობაში მყოფ გზაზეა. მიდიხარ ტყის გავლით და არც კი ელოდები, რა დაგხვდება მოსახვევის შემდეგ. ასე, ლეონიდ გაგიევმა 10 წლის წინ გააკეთა – და დარჩა. აქ სათევზაო მეურნეობა მოაწყო. მასთან კალმახის, ორაგულისა და ხიზილალის შესაძენად არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთიდან, არამედ რუსეთიდანაც მიდიან. თუმცა, ის მთელი ამ 10 წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობს, ჯერჯერობით არავინ შეერთებია. ლეონიდი 60 წლისაა. მისი მეურნეობა, რომლის სახელწოდებაც „სამხრეთი კარიბჭეა“, დღესდღეობით 5 აუზს აერთიანებს.

ძაღლი
„ლაიკა მყავდა, ძალიან ლამაზი ძაღლი, თავზეხელაღებული. ერთ ღამეს მისი ყეფა გავიგე, მაგრამ იმ დღეს შუქი არ იყო. გარეთ გავედი, დავუძახე, თუმცა არ გამომეხმაურა. დილით მივაგენი. მგლების ხროვამ დაგლიჯა. მე ვიყავი დამნაშავე. იმ დილით ჩამოვუტანე ქალაქიდან გემრიელი ხორცის ნაჭერი და ძვლები და გარეთ დავუტოვე. სუნზე მგლებიც მოვიდნენ, მან კი ბრძოლა დაიწყო - პატრონი დაიცვა. მაშინ გადავწყვიტე, რომ ძაღლი აღარასოდეს მყოლოდა, მაგრამ მურზილკა თვითონ მოვიდა, მომეჩვია. მე მარტო ვარ, მოწყენილი, ჰოდა, აი, ვცხოვრობთ ერთად“.

previous arrow
previous arrow
next arrow
next arrow
Shadow
Slider

„მე ამ ხეობაში გავიზარდე, ჩემს სოფელს კასაჯინი (სათევზაო) ჰქვია. ალბათ, წინასწარ იყო გადაწყვეტილი, რომ ამ საქმით დავკავდებოდი. ბავშვობაში ჯგუფებად ვიყოფოდით და „ვინაწილებდით“ რუებსა და მდინარეებს. თევზაობის უფლება მხოლოდ „საკუთარ“ წყლებში გვქონდა. ერთხელ, ჩუმად მაინც წავედი „სხვის ტერიტორიაზე“ სათევზაოდ. შემდეგ ვფიქრობდი: იქნებ, ჩემთანაც შემოდის ვინმე ასე?“.

2010 წელს, როდესაც ლეონიდმა თავისი საქმე წამოიწყო – მხოლოდ მოყვარული მეთევზის ცოდნა ჰქონდა. მან სპეციალური ლიტერატურის კითხვა და ადგილობრივი მდინარეების გასწვრივ სიარული დაიწყო. მათ უკვე სულ სხვა თვალით სწავლობდა.

დღესდღეობით მის ხუთ აუზში წყალი მდინარე სუსაგიდან (ითარგმნება, როგორც „სიჩუმე“) ჩაედინება. ის წელიწადში, დაახლოებით, 5 ტონა თევზს ზრდის.

„რომ მცოდნოდა, როგორი რთული იქნებოდა – არასოდეს დავიწყებდი ამ საქმეს. გავიხსენოთ მხოლოდ დასაწყისი. აქ დავსახლდი, ცხოვრებაში პირველი აუზი ავაშენე – და თევზისთვის ჩრდილოეთ ოსეთში წავედი. მაგრამ გზაში თევზის დიდი ნაწილი დაიღუპა. უზარმაზარი დანაკარგები მქონდა და სასოწარკვეთაში ჩავვარდი. კარგია, რომ არ დავნებდი – შემდეგ ჯერზე ყველაფერი გამომივიდა“.

ლეონიდისგან ერთი კილოგრამი კალმახის ან ორაგულის ყიდვა 600-700 რუბლად შეიძლება (დაახლოებით, 6-9 დოლარად). თითოეული ორაგული – 5-7 კილოგრამს იწონის, გვხვდება ისეთებიც, რომლებიც 20 კილოგრამზე მეტია. ერთ კილო ხიზილალას ის 4 ათას რუბლად (დაახლოებით, 70 დოლარად) ყიდის. შედარებისთვის, ჩრდილოეთ ოსეთში იგივე თითქმის ორჯერ ძვირი ღირს.

previous arrow
previous arrow
next arrow
next arrow
Shadow
Slider

„როდესაც ყველაფერი დავიწყე – გაზ-66 მარკის ავტომობილის კაბინაში ვცხოვრობდი. ძილი არც ისე კომფორტული იყო, სრულ სიგრძეზე ვერ ვიშლებოდი. ასე სამი წელი ვიცხოვრე. მიწა ჩემი არაა, სახელმწიფოსგან არენდით ავიღე“.

სახლში ის მარტო ცხოვრობს. ლეონიდს ოჯახი ჰყავს, მაგრამ ისინი ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობენ. ამბობენ, რომ აქ ცხოვრება ძალიან ძნელია და სტუმრად მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიან.

„ხანდახან მაროდიორები მოდიან, რათა ჩუმად და უფასოდ დაიჭირონ თევზი. სათვალთვალო კამერა დავაყენე, იარაღის ტარების უფლება მივიღე. ერთი სიტყვით, ვიცავ ჩემს მეურნეობას“.

ის სახლთან რესტორანს აშენებს – მდინარის ქვისგან. იქ ყველაფერი უჩვეულო იქნება. აუზის თავზე შუშის იატაკი გაკეთდება, შიგნით კი თევზები იცურებენ. ქვების ამოსატანად, მან უკვე მოაწყო თავისი „ამწე“.

Shadow
Slider
მაგრამ ყველაფერი ძალიან ნელა მიდის. ლეონიდი პროფესიით ფინანსისტია. მან დიდი ხნის წინ დათვალა, რამდენი სჭირდება დიდი მეურნეობისთვის: 50 მილიონი რუბლი (დაახლოებით, 76 ათასი დოლარი). მაშინ შესაძლებელი იქნება ასორტიმენტის გაფართოება, ხიზილალის დაკონსერვება, შებოლილი და ნაკლებად დამარილებული თევზების წარმოება. მან პროექტიც მოამზადა და საინვესტიციო სააგენტოს გადასცა.

„კრედიტს უკვე 5-10 წელში დავაბრუნებდი, მაგრამ ჩემი პროექტი არ დააფინანსეს“.

previous arrow
previous arrow
next arrow
next arrow
Shadow
Slider
ერთადერთი, რაც მოახერხა – ორი მილიონი რუბლის ოდენობის კრედიტი აიღო, რამაც მეურნეობის გაფართოების საშუალება მისცა.

„მაცივრები და შესაბოლი აპარატი შევიძინე. კრედიტს 2019 წლის ნოემბერში დავფარავ და შესაძლოა, ახალი ავიღო“.

ზუსტად გზის მოპირდაპირე მხარეს – დიდი მდინარეა. ლეონიდ გაგიევმა იქ უკვე ამოთხარა დიდი აუზების საძირკვლისთვის ორმო. თუკი ყველაფერი გამოუვა – ბევრი თევზი ეყოლება.

სტატია მომზადებულია  ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ