თიბისის სტიპენდიანტი მათე მისი გამორჩეული უნარების და კარგი სწავლის გამო გახდა" />

მათე მამულაშვილი – ბიჭი, რომელსაც თელავი უყვარს

თიბისის სტიპენდიანტი მათე მისი გამორჩეული უნარების და კარგი სწავლის გამო გახდა

მათე მამულაშვილი

მერვეკლასელ მათე მამულაშვილს თელავში ყველა იცნობს. პირველ რიგში, როგორც ნიჭიერ მომღერალს.

ის მღერის, ხატავს და თან  რეჟისორობაზე ოცნებობს. უკვე პირველი ფილმის გადაღებაც დაწყებული აქვს მობილურით იღებს, მეგობრობაზე. შემდეგი ფილმი თელავზე იქნება.

თელავი მის ნახატებშიცაა და საერთოდ, ეს ბიჭი გიჟდება თავის ქალაქზე.

თიბისის სტიპენდიანტი მათე სწორედ მისი გამორჩეული უნარების და კარგი სწავლის გამო გახდა. სამომავლო გეგმებიც ამბიციური აქვს, რაღაც უნდა გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვისო, ამბობს.


ასევე წაიკითხეთ