ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აზერბაიჯანმა ევროპარლამენტი არჩევნებზე უბრალოდ არ მიიწვია " />

ევროპარლამენტი აზერბაიჯანში არჩევნებს არ დააკვირდება

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აზერბაიჯანმა ევროპარლამენტი არჩევნებზე უბრალოდ არ მიიწვია

ევროპის პარლამენტი აცხდებს, რომ არ დააკვირდება აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 9 თებერვალს გაიმართება. ამის მიზეზები არ სახელდება.

ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია:

„ევროპარლამენტის  ან მისი სტრუქტურების არც ერთი წევრი არ არის უფლებამოსილი ევროპარლამენტის სახელით  დააკვირდეს ან კომენტარი გააკეთოს საარჩევნო პროცესის შესახებ. თუკი ევროპარლამენტის რომელიმე წევრი გადაწყვეტს, რომ ამ არჩევნებს დააკვირდეს, ის ამას საკუთარი სახელით გააკეთებს, და არც ერთ ვითარებაში არ იქნება ევროპარლამენტის თვალსაზრისისა პოზიციის გამომხატველი“.

____________________________________________________________________________________________

• მოსაზრება. რა ხდება აზერბაიჯანში – რევოლუცია ზემოდან, თუ იმიჯის კორექცია?

• აზერბაიჯანს ევროკავშირში არასდროს მიიღებენ, და მას ეს განსაკუთრებულად არც სჭირდება  – მიაჩნია პრეზიდენტ ილჰამ ალიევს

____________________________________________________________________________________________

 

წინათ, როდესაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები აზერბაიჯანში ამა თუ იმ არჩევნების დამკვირვებლები ხდებოდნენ, ამას  როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე ხშირად კრიტიკა ახლდა.

____________________________________________________________________________________________

• ეუთოს დამკვირვებლებმა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები გააკრიტიკეს

____________________________________________________________________________________________

მაგალითად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ (რომელზეც გამარჯვება კიდევ ერთხელ ილჰამ ალიევს ხვდა), დიდი სკანდალი ატყდა იმის გამო, რომ ევროპარლამენტისა  და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს წარმომადგენელთა შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვა. ევროპარლამენტის დამკვირვებლები ირწმუნებოდნენ, რომ არჩევნები სამართლიანი იყო,  დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურო კი მრავალრიცხოვანი დარღვევის შესახებ აცხადებდა.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2019 წლის ბოლოს პარლამენტმა თვითდათხოვნის თაობაზე განაცხადა. ამის ინიციატორი მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანი“ გახდა.

დროშები  ევროპარლამენტის შენობის წინ ბრიუსელში (TheAmericanExpatFinancialNewsJournal)

ოპოზიციის რეაქცია: „კარგი სიახლე“

დაურეგისტრირებელი ოპოზიციური პარტიის „რესპუბლიკური ალტერნატივას“ ლიდერი ილგარ მამედოვი ამ ცნობით კმაყოფილია და მას „კარგი სიახლე“ უწოდა.

 „არჩევნებზე არდაკვირვების გადაწყვეტილებით ევროპარლამენტმა ალიევის რეჟიმს საშუალება არ მისცა, მორიგად დაებნია ხალხი: წინა არჩევნებზე ევროპარლამენტის ცალკეული წევრები აქ ჩამოდიოდნენ და შეუსაბამო განცხადებებს აკეთებდნენ, ტელეარხები კი მათ დასკვნებს  მთლიანად ევროპარლამენტის ვერდიქტად წარმოადგენდნენ“, –  დაწერა  ილგარ მამედოვმა თავის Facebook-გვერდზე.

თავად მას, მასობრივი არეულობების მოწყობის ბრალდებით ნასამართლობის გამო, მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ბრალდება უსამართლო იყო და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ილგარ მამედოვისთვის იურიდიული სტატუსის აღდგენა მოსთხოვა. მაგრამ ეს მოთხოვნა ჯერ არ შესრულებულა.

თუმცა პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივას“ სხვა წევრები არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან.

ოპოზიციური გაერთიანების „დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს“ ერთ-ერთი  ლიდერი ალი ქერიმლი ასევე კმაყოფილია – მისი აზრით, ეს მოახლოებული არჩევნების ლეგიტიმურობას იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს.

 „წინა წლებში აზერბაიჯანის ხელისუფლების „ხიზილალის დიპლომატია“  გამოვლინდა. მთელმა მსოფლიომ შეიტყო, რომ ევროპელი დიპლომატების მოსყიდვით, აზერბაიჯანის ხელისუფლება ძირითადად ორ მიზანს ისახავდა:  ამ დიპლომატებს დაემალათ, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებები ირღვევა, გაყალბებული არჩევნები კი დემოკრატიულად გაესაღებინათ. და ევროპარლამენტის ახლანდელი გადაწყვეტილება ამ „ხიზილალის დიპლომატიის“  მხილების შედეგად იქცა“, – მიიჩნევს ალი ქერიმლი. მისი აზრით, ეს ერთ-ერთი მთავარ მიზეზთაგანია, რის გამოც, ევროპარლამენტს რიგაარეშე არჩევნებზე დაკვირვება არ სურს.

 „დემოკრატიულ ძალთა ეროვნულმა საბჭომ“ მოახლოებულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, მას „შოუ“ უწოდა და მასში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ოფიციალური რეაქცია: „ისინი უბრალოდ არ მოუწვევიათ“

საერთაშორისო ურთიერთობათა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე სამედ სეიდოვი კი ამბობს, რომ  „რადიკალური ოპოზიციის მტკიცება იმის თაობაზე, თითქოს ევროკავშირი აზერბაიჯანში დამკვირვებლების გამოგზავნაზე უარს აცხადებს – სრული სიცრუე და გამონაგონია“.

სეიდოვის ვერსიით, აზერბაიჯანს უბრალოდ არც ევროპარლამენტსა და არც ევროკავშირში არჩვნებზე დაკვირვების მოსაწვევები არ გაუგზავნია, რადგან ამ ორგანიზაციების წევრი არ არის. 

 „ბუნებრივია, რომ მოწვევის გარეშე, ევროკავშირი და ევროპარლამენტი არჩევნებზე დამკვირვებელ დელეგაციებს ვერ გამოგზავნიან“, –  თქვა სეიდოვმა.


ასევე წაიკითხეთ