ევროკავშირი ყურადღებით სწავლობს ამ და სხვა გახმაურებულ საქმეებს, რომლებსაც ქართული სასამართლო იხილავს " />

ევროკავშირი კრიტიკულ წერილს აქვეყნებს გიგი უგულავას დაკავების გამო

ევროკავშირი ყურადღებით სწავლობს ამ და სხვა გახმაურებულ საქმეებს, რომლებსაც ქართული სასამართლო იხილავს

“ევროკავშირი დეტალურად სწავლობს უზენაესი სასამართლოს მიერ ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე სულ ახლახანს მიღებულ გადაწყვეტილებას”, – წერია ევროკავშირის სპეციალურ განცხადებაში, რომელსაც ეს საერთაშორისო ორგანიზაცია სპიკერის სახელით  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების გამო აქვეყნებს.

• ფეისბუკ-ტროლები და ყალბი მედია-გვერდები. როგორ ებრძვის საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეებს

 • გიგი უგულავა ციხეში – რას ნიშნავს ეს და რა იქნება შემდეგ? ანალიზი და შეფასებები

ტექსტში წერია, რომ ის გარემოებები, რომლებიც თან საპარალამნახლავს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგსა და პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვას, რაც ასე აუცილებელია.

ევროკავშირი შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყანას კონკრეტული ვალდებულებები დაეკისრა, რომელთა შორის, პირველ რიგში სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტი, სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფაა.

“ევროკავშირი გააგრძელებს დაკვირვებას საქართველოში მიმდინარე ყველა იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

 


ასევე წაიკითხეთ