პოპულარული აზრები: აქ ოპოზიცია ბუდობს; ეს გარყვნილების ბუდეა; აქ გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებიან " />

დავა სოციალური ქსელების გარშემო აზერბაიჯანში

პოპულარული აზრები: აქ ოპოზიცია ბუდობს; ეს გარყვნილების ბუდეა; აქ გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებიან

დღეს აზერბაიჯანში Facebook-ის 2 მილიონამდე მომხმარებელი არსებობს – ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი. დინამიკის მიხედვით, ხუთი წლის შემდეგ Facebook-ის აკაუნტი ინტერნეტზე წვდომის მქონე ყველა აზერბაიჯანელს ექნება. სხვა ქსელების მომხმარებელი გაცილებით ნაკლებია.

შევეცადოთ გავარკვიოთ, თუ ვინ „ბინადრობს“ აზერბაიჯანულ Facebook-ში და რა „ეროვნული თავისებურებები“ აქვთ მათ.

რევოლუციის ბუდე და ის ადგილი, სადაც გაბრაზების გამოხატვა შეიძლება?

ფოტო – „რატომ არის აზერბაიჯანში პოპულარული სოციალური ქსელები – რადგან დისკუსიისთვის სხვა პლატფორმები არ არსებობს. რატომ არის, რომ სოციალურ ქსელებში ყველა პროსამთავრობო და პროსამთავრობოს მაგვარი მარცხდება. იმიტომ,რომ აქ მონოლოგი შეუძლებელია, სიცრუე არ მუშაობს, პრიმიტიული პათოსი კი სიცილს იწვევს. „ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივას“ მმართველობის წევრი ნატიკ ჯაფარლი“

აზერბაიჯანული Facebook (ისევე როგორც მთლიანად აზერბაიჯანული საზოგადოება) რუსულენოვან და აზერბაიჯანულენოვან სეგმენტებად იყოფა. ისინი ერთმანეთისგან გამოყოფილები არიან, ვირტუალურ სამყაროში ნაკლებად იკვეთებიან, და თითოეულ სეგმენტში სკანდალებისა და მწვავე მსჯელობის მიზეზებიც კი თავიანთი აქვთ.

აზერბაიჯანულენოვანი სeგმენტი აქტიურად იყენებს Facebook-ს როგორც საპროტესტო საქმიანობის პლატფორმას – აქ განიხილება ის მწვავე პრობლემები, რომლის შესახებაც მედია დუმს, აკრიტიკებენ ხელისუფლებას და მორიგი ოპოზიციონერი აქტივისტის დაპატიმრების შემთხვევაში განგაშს სცემენ.

აზერბაიჯანის რუსულენოვანი Facebook ისეთი პოლიტიზირებული სულაც არ არის, რომ მიტინგების თაობაზე შეთანხმდნენ. თუმცა, მისი „ბინადრები“ ძალიან აქტიურები არინ ამქვეყნად ყველაფრის შესახებ დებატებში, და კიდევ კარგი, რომ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებთან დისკუსიის საშუალება აქვთ.

და, რასაკვირველია, სოციალური ქსელები – იდეალური ადგილია ყველანაირი აქციისა და ფლეშმობის ორგანიზებისთვის. მაგალითად, ფლეშმობური „მარშ-სროლისთვის“ შორტებით, იმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, რომ ეს სამოსი აზერბაიჯანში მამაკაცებისთვის ჯერ კიდევ მიუღებელია; ან პლაჟიდან ნაგვის გატანა.

აზერბაიჯანი სიტყვის თავისუფლების რეიტინგში 180 ქვეყნიდან 162-ე ადგილს იკავებს.

თავისუფალი მედიის არარსებობის გამო, Facebook ჟურნალისტებისთვის, საერთაშორისო მედია-რესურსებისთვის და ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის ის თავისებურ „ტრიბუნაც“ კი არის.

„რატომ არის აზერბაიჯანში პოპულარული სოციალური ქსელები – რადგან დისკუსიისთვის სხვა პლატფორმები არ არსებობს. რატომ არის, რომ სოციალურ ქსელებში ყველა პროსამთავრობო და პროსამთავრობოს მაგვარი მარცხდება. იმიტომ,რომ აქ მონოლოგი შეუძლებელია, სიცრუე არ მუშაობს, პრიმიტიული პათოსი კი სიცილს იწვევს. „ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივას“ მმართველობის წევრი ნატიკ ჯაფარლი“

საშიში თავისუფლება

იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც შეხედულებებისა და პოზიციების „საჯაროობას“, რომელსაც სოციალურ ქსელებში ვერ გაექცევი, აზერბაიჯანელი მომხმარებლებისთვის ზიანი მოუტანია.

არც ისე იშვიათია ახალგაზრდული მოძრაობის წევრების დაპატიმრების შემთხვევები, რომლებიც სოციალურ ქსელებში „არაპოპულარული“ იდეების პროპაგანდას ეწევიან. მაგალითად, აქტივისტმა აბდულ აბილოვმა, ოფიციალური ბრალდებით ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო, ციხეში ორი წელიწადი გაატარა. დაცვის ვერსიით, ის ოპოზიციური კონტენტის მქონე facebook-გვერდის „ვუთხრათ „კმარა“ მლიქვლენებს“ ადმინობის გამო დააპატიმრეს.

ერთ-ერთი აზერბაიჯანელი დიპლომატი კი საერთოდაც სხვისი სტატუსის გამო გაათავისუფლეს. უფრო სწორედ კი – იმის გამო, რომ მისმა ვაჟმა ბაქოში საცხოვრებელ სახლში მომხდარი ხანძრის შესახებ კრიტიკული სტატუსი „გაალაიკა“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეც-სამსახურის უფროსს ჰიკმეტ გაჯიევს, ანალოგიური „ლაიკის“ გამო, მთავრობის წინაშე ბოდიშის მოხდა, და იმის განმარტება მოუხდა, რომ ლაიკი ყოველთვის მხარდაჭერას არ ნიშნავს. ასე რომ, მსხვილი სახელმწიფო კომპანიების და ორგანიზაციების თანამშრომლები ცდილობენ, უფრო თავშეკავებულები იყვნენ, და განურჩევლად ყველაფერი არ „გაალაიკონ“.

რადგანაც სოციალურ ქსელებში ქვეყნის მოქალაქეების გაკონტროლება სულ უფრო გაძნელდა, რომელიმე ჩინოვნიკი მუდამ მორიგი წინადადებით გამოდის, თუ როგორ შეზღუდონ ეს აქტიურობა. მაგალითად, არის შეთავაზება , რომ სოციალურ ქსელში რეგისტრაცია და შესვლა მხოლოდ პირადობის მოწმობით მოხდეს, და ამის არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ მხოლოდ ასე შეიძლება ადამიანებს აიძულო, რომ საკუთარ გამონათქვამებზე პასუხი აგონ. თუმცა, ამ გეგმის რეალიზაციამდე ჯერ საქმე არ მისულა.

ფოტო – „ოჯახების დანგრევის, გაყრების, ადრეული ქორწინებების საქმეში დიდ როლს თამაშობს ისეთი მავნე ფაქტორები, როგორიცაა Facebook, მესენჯერი და სხვა ამგვარები. იმიტომ,რომ ბევრი სოციალურ ქსელებს გასართობად იყენებს, და საბოლოოდ სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან“.

შრომისა და სოციალური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ხადი რაჯაბლი პარლამენტში შემდეგი თემის განხილვისას – „ოჯახის აზერბაიჯანული მოდელი: თანამედროვეობა და ფასეულობები.“

„ოჯახების დანგრევის, გაყრების, ადრეული ქორწინებების საქმეში დიდ როლს თამაშობს ისეთი მავნე ფაქტორები, როგორიცაა Facebook, მესენჯერი და სხვა ამგვარები. იმიტომ,რომ ბევრი სოციალურ ქსელებს გასართობად იყენებს, და საბოლოოდ სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან“.
შრომისა და სოციალური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თვმჯდომარე ხადი რაჯაბლი პარლამენტში შემდეგი თემის განხილვისას – „ ოჯახის აზერბაიჯანულიმოდელი: თანამედროვეობა და ფასეულობები.

 

ზრუნვა, დაცვა და დახმარება – სახელმწიფოს ნაცვლად

აზერბაიჯანული ფეისბუკი ზოგჯერ საზოგადოებრივი დაგმობის ინსტრუმენტად იქცევა ხოლმე, და სუსტებს იცავს. თუკი მსხვერპლი ეჭვობს, რომ მის საჩივარს პოლიციაში სერიოზულად არ აღიქვამენ, არის სხვა გზაც – თუნდაც „ადამიანებისთვის თვალის ახელა“. სოციალურ ქსელებს დასახმარებლად მიმართავენ შეურაცხყოფით, შანტაჟით, თაღლითობით და ოჯახური ძალადობითაც კი დაზარალებული ადამიანები.

მაგალითად, როდესაც ერთმა ჟურნალისტმა დაწერა სტატუსი, რომლითაც რუსულენოვანი ბავშვების „ძაღლებივით გასრესას“ სთავაზობდა, სოციალურ ქსელებში ისეთი ხმაური ატყდა, რომ მას, სიძულვილის გავრცელების გამო, დიდხანს და დამაჯერებლად უწევდა ბოდიშის მოხდა.

მეორე ჟურნალისტს ფეხმძიმე ქალმა საჯაროდ უჩივლა და თქვა, რომ მან მას სასტიკად სცემა. და ისევ, კოლეგებმა ჟურნალისტი ლამის ლინჩის წესით ონლაინ გაასამართლეს, გოგონამ კი მხარდაჭერა მიიღო. და ორივე შემთხვევაში, ეს სკანდალები სოციალური ქსელებიდან პრესაში მოხვდა, და ამრიგად უფრო სერიოზული სტატუსი მიიღო.

ზოგჯერ რეზონანსული საქმეები, ჯერ ფეისბუკში ვრცელდება, ხელისუფლების ყურადღებას იქცევს და ჩინოვნიკები მათ „კურირებას“ იწყებენ, რათა საზოგადოების აღშფოთება დააცხრონ, „და რეპუტაციის ქულები ჩაიწერონ“.

კიდევ ერთი ისტორია – როდესაც Facebook-ზე იმ ჩინოვნიკის დაპატიმრებას მოითხოვდნენ, რომელმაც ერთ-ერთ რეგიონში მოზარდი გოგონა გააუპატიურა. Facebook-ზე ამ გოგონას უფლებების დასაცავად აქცია რომ არ გამართულიყო, ალბათ ამ ისტორიის ჩაფარცხვას შეძლებდნენ.

სამართლიანობისთვის ბრძოლის გარდა, აზერბაიჯანული Facebook მომხმარებელს სხვადასხვა დახმარებას სთავაზობს: სპეციალური ჯგუფები უფასო სამედიცინო კონსულტაციებისთვის, ჯგუფები სამსახურის მოსაძებნად, საქველმოქმედო ჯგუფები. სხვათა შორის, ესეც სახელმწიფო ინსტიტუტების ჩანაცვლებაა – მაგალითად, სოციალური დაცვის.

ქველმოქმედება – ეს აზერბაიჯანული სოციალური ქსელების ცალკე „მიმართულებაა“. ამით ძალიან აქტიურად არიან დაკავებულები ჟურნალისტები და ბლოგერები. ავადმყოფისთვის საოპერაციოდ ან უბრალოდ გაჭირვებული მცირეწლოვანი ბავშვებიანი ოჯახებისთვის თანხის შეგროვება – სრულიად ჩვეულებრივი ამბავია. თანაც, იშვიათად რომ ვინმემ საბუთები ან სამედიცინო ცნობები შეამოწმოს, საკმარისია, რომ პოსტი ნაცნობისგან იყოს გაზიარებული.

დროის მშთანთქავი და გარყვნილების ბუდე

სოციალური ქსელების მისამართით სტანდარტული ბრალდებებია – რომ ის მომხმარებლებს ბევრ სამუშაო დროს ართმევს, ადამიანებს დამოკიდებულ ზომბებად აქცევს, მათ აგრესიულს ხდის და ცოცხალ ურთიერთობას ანაცვლებს.

აზერბაიჯანში ბევრი წუხს, რომ სოციალური ქსელები საღამოობით მეზობლებთან ნარიდის თამაშის ტრადიციას ანადგურებს

ჩვენ ვკითხეთ ბაქოელებს,თუ რა შეცვალა მათ ცხოვრებაში სოციალურმა ქსელებმა – ცუდისკენაც და უკეთესისიკენაც. ისტორიების უმეტესობა წარმატების, და არა მარცხის შესახებაა.

„არ გჭირდება ფიქრი, თუ რა უამბო გოგონას, რომელიც მოგეწონება – მან უკვე ისედაც ყველაფერი იცის, თუ შენ სოციალური ქსელებში აქტიურობ. მე კი ძალიან აქტიური ვიყავი. მარიასგან განსხვავებით, რომელიც თავის გვერდზე თითქმის არაფერს წერდა. თავიდან ეს ყალბი აკაუნტიც კი მეგონა. და აი, ერთხელ დავწერე სტატუსი, რომ ვინმე მეგობარი შემხვედროდა, თუკი სიახლოვეს იმყოფებოდნენ. და ძალიან გავოცდი, როდესაც უეცრად მარია გამომეხმაურა.

ჩვენ, უკვე ერთი წელიწადია, ერთად ვართ. და ჩემი ყველა მეგობარი და ნაცნობი არნახულად გახარებულია, რადგან Facebook-ში იმის გამო აღარ ვწუწუნებ, რომ შეყვარებული არ მყავს“.

„მე ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობდი და ჩემი სამსახური ჭირივით მძულდა.საღამოობით და უქმე დღეებში კი ბიჟუტერიას ვამზადებდი. მე თვითონ ვიკეთებდი ან დაქალებს ვჩუქნიდი, ვიდრე მეგობრებმა არ დამარწმუნეს, რომ ამით ბიზნესი გამეკეთებინა. Facebook-ზე გვერდი გავხსენი და მალე იმდენი დამკვეთი მყავდა, რომ ზოგიერთ შეკვეთაზე დროის უქონლობის გამო, უარსაც კი ვამბობდი. სამსახურში შემამცირეს, რამაც ძალიან გამახარა. ახლა ბედნიერი ვარ, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებ“.

„მე დიდი ხანია ქველმოქმედებას ვეწევი, და Facebook-ზე სწორედ ამის გამო გავწევრიანდი. და მართლაც, აქ ძალიან ბევრი თანამოაზრე ვნახე. ახლა ძალადობის მსხვერპლი ბავშვების თავშესაფარში ვმუშაობ. ის იმ დახმარების წყალობით მუშაობს, რომელსაც სოციალური ქსელების საშუალებით ვიღებთ“.

აზერბაიჯანის საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი, პირიქით, სულაც არ არის აღფრთოვანებული იმით, რომ FB ნაცნობობას ამარტივებს. ეს ხომ ახალგაზრდების კეთილგონიერებისა და ცოლ-ქმრული ერთგულებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს! ასე რომ, ბევრს ძველებურად მიაჩნია, რომ „წესიერი გოგონები Facebook-ში არ სხედან“, ზოგიერთი ქმარი კი ცოლს სოციალურ ქსელში აკაუნტის გახსნას უკრძალავს, და მით უფრო – იქ საკუთარი ფოტოების გამოფენას.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანულ ფეისბუკზე მართლაც არის გვერდები, სადაც მამაკაცები და – უფრო იშვიათად ქალები – სექსუალურ მომსხურებას სთავაზობენ. გამაოგნებელია კონტრასტი ამ, ფაქტობრივად, პორნოგრაფიასა და ისეთ ნოსტალგიურ ჯგუფებს შორის, როგორიცაა „ძველი ბაქო“, სადაც ბაქოელები – მოხუცებიც და ახალგაზრდებიც, ძველ წესებზე წუხან, როდესაც ქუჩაში ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად შემჩნეული გოგონა შერცხვენილად მიიჩნეოდა.

„სოციალური ქსელები თითქოს საზოგადოებას ზედხედიდან გვიჩვენებს – აქ თავს იყრიან ადამიანები, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში ვერასდროს გავიცნობდით – სრულიად განსხვავებული განათლების, კულტურისა და ინტელექტის დონით“, – ამბობს ფსიქოლოგი ორჰან სულთანოვი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ