რა უფლებები, შესაძლებლობები და პერსპექტივები აქვთ ქალებს ყარაბაღში? - პასუხი ამ კითხვაზე საკმაოდ სევდიანად ჟღერს" />

გოგონებისთვის მუშაობა არ შეიძლება

რა უფლებები, შესაძლებლობები და პერსპექტივები აქვთ ქალებს ყარაბაღში? - პასუხი ამ კითხვაზე საკმაოდ სევდიანად ჟღერს

ფოტო: ჰაიკ ბარსეგიანი

კითხვა მარტივად ჟღერდა: როგორია ყარაბაღში ქალების თვითიდენტიფიკაცია, რა უფლებები აქვთ მათ, რა შესაძებლობები და პერსპექტივები?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არცთუ იოლი აღმოჩნდა. მაგრამ რთული კონტექსტის მიუხედავად – სახვადასხვა ქალის, მამაკაცის, ასევე ექსპერტებისა და ამ საკითზე პასუხისმგებელი სხვა ოფიციალური პირების ნათქვამი საბოლოოდ ასეთ დასკვნად ჩამოყალიბდა: ყარაბაღში ქალების მთავარი დანიშნულება უნდა იყოს სახლის, ქმრებისა და შვილების მოვლა. და მორჩა.

 ძალადობა ძალადობის გარეშე

ყარაბაღის ოფიციალურ სტრუქტურებში ქალები წარმოდგენილები არიან, ზოგან – საკმაოდ მნიშვნელოვნადაც. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აქ ოთხი ქალი მინისტრი ჰყავდათ (რომლებიც პასუხს აგებდნენ ქალაქმშენებლობაზე, იუსტიციაზე, სოციალურ უზრუნველყოფასა და კულტურაზე).

ეს რამდნიმე ქალი – საჩვენებლად.  ყველა დანარჩენისთვის კი ფართოდ  გავრცელებულია სულ სხვა წესები და ტრადიციები.

ქალიშვილების, ცოლების და საცოლეების უმაღლეს განათლებას მიესალმებიან; დიპლომი საზოგადოების თვალში პრესტიჟულად ითვლება. აი მუშაობას კი, თანაც მთელდღიანი განაკვეთით, და თან კარიერის აწყობას – უკვე ქმრისგან ნებართვა სჭირდება. და თუ ამის უფლება მიღებული აქვს, ქალი მაინც უნდა ათვითცნობიერებდეს, რომ თავდაპირველად მან მოვლილი სახლი, ქმარი და შვილები უნდა უზრუველჰყოს, და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია სამუშაოთი ან კარიერით დაკავდეს.

“ამგვარი დამოკიდებულება – თავისთავად ძალადობაა, მაგარამ ბევრი ქალი ამას ვერც კი აცნობიერებს, რადგან ძალადობრივ ქმედებებად ისინი მოიაზრებენ მხოლოდ ცემას, და ზოგჯერ მკვლელობასაც,” – ამბობს “ქალთა რესურსცენტრის” დირექტორი გაიანე ამბარცუმიანი.

გაიანე გვიამბობს, თუ როგორ ეკითხებიან ხოლმე მის მიერ ჩატარებული დისკუსიებისა და ტრენინგების დროს გაოცებული დამსწრეები: კი, მაგრამ ძალადობა ხომ გაუპატიურებას ნიშნავს? და როცა ხვდებიან, თუ რაზეა საუბარი, ბევრს მაინც არ სურს იმის აღიარება, რომ მათზე ძალადობენ; და ხშირად თავიანთი გამოცდილების შესახებ მესამე პირში ჰყვებიან. 

ფიზიკური ძალადობა

ქალებს  ყარაბაღში სცემენ. და სცემენ ხშირად. თანაც ქალები ქმრის საქციელს ხშირად ამართლებენ; მაგალითად იმით, რომ “უბრალოდ მთვრალი იყო.”

“ძალადობის შემთხვევები ხშირად მეორდება. და ოჯახური ძალადობას ძალიან ხშირად განიხილავენ, როგორც ომის “მემკვიდრეობას”, – ამბობს გეგანუშ საფარიანი, რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრის ფსიქოლოგი. 

“ომის დროს ბევრმა მამაკაცმა მიიღო კონტუზია. ეს სიხშირით მომდევნო პრობლემაა: მათ ნერვული შეტევები ემართებათ და ცოლებს სცემენ.”

არის შემთხვევები, როდესაც ქალს, ქმარი კი არა, დედამთილი სცემს. სტეფანაკერტის “დედის და ბაშვის ჯანმრთელობის ცენტრის” ფსიქოლოგი ინა პეტროსიანი ვერ ივიწყებს შემთხვევას, როდესაც ერთხელ დედამთილმა ლამის ხელისკვრით შეაგდო ფსიქოლოგის კაბინეტში რძალი.

 “უნდოდა, საუბარს თავადაც დასწრებოდა, მაგრამ ბუნებრივია, მე არ მივეცი ამის ნება. მისი გასვლის შემდეგ ქალმა დაიწყო მოყოლა, თუ როგორ აიძულებდა დედამთილი მას აბორტის გაკეთებას”, – ჰყვება ინა პეტროსიანი.

ოჯახში ორი გოგონა უკვე ჰყავდათ და დედამთილს უნდოდა, მესამე ბიჭი გაჩენილიყო. და რძალს რამდენჯერმე უკვე მოუხდა მუცლის მოშლა.

მუშაობა – მხოლოდ ოჯახში

ყარაბაღში არც ისე ცოტა ოჯახია, სადაც ქმარი ცოლს მუშაობის უფლებას არ აძლევს.

“ქმარი – დიახ, ის სამსახურში დადის, მე კი სახლის საქმეს ვუძღვები. უფლებას არ მაძლევს, რომ სამსახურში გავიდე”, – გვიამბობს 43 წლის ჯულიეტა.

35 წლის არმინე, უკვე თითქმის 20 წელია, გათხოვილია. ის ამბობს, რომ ქმარმა სულ რაღაც ორი წელიწადია, რაც მუშაობის ნება დართო. “მანამდე უარზე იყო, მაგრამ ბავშვები რომ წამოიზარდნენ და ხარჯი მოგვემატა, იძულებული გახდა, ჩემთვის მუშაობის უფლება მოეცა – სხვა გზა არ იყო, მისი შემოსავალი აშკარად აღარ გვყოფნიდა.”

არსებობს ასევე შემთხვევები, როდესაც ახლგაზრდა რძალს ახალ ოჯახში ან სწავლის მიტოვებას აიძულებენ, ან დაუსწრებელ ფაკულტეტზე გადასვლას. ეს განსკუთრებით ხშირია, როდესაც ახალგაზრდები სტუდნტობის პერიოდში ქორწინდებიან.

რამდენიმე წლის წინათ ყარაბაღში მიიღეს კანონი, რომელიც ახალგაზრდებს ნებას რთავდა, 17 და 16 წლის ასაკშიც კი დაქორწინებულიყვნენ, იმ პირობით, თუკი მშობლების ან მეურვეების თანხმობა ექნებოდათ; ასევე – თუ წყვილიდან ერთ-ერთი მაინც იქნებოდა 18 წლის. გამოდის, რომ რესპუბლიკაში დააკანონეს სიტუაცია, როდესაც გოგონები პირდაპირ სკოლიდან ან სულაც მის დამთავრებამდე თხოვდებიან და სწავლას არ ასრულებენ – ქმრების ან მამების გადაწყვეტილებით.

სტეფანაკერტის რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრის ფსიქოლოგის, გეგანუშ საფარიანის თქმით, გათხოვებიდან 4-5 წელიწადში ქალებს სინანული ეუფლებათ იმის გამო, რომ მათ განათლების მიღების უფლება წაართვეს.

“ძალიან ხშირად ვისმენ ქალების ამ ნათქვამს: ქმარმა სწავლის საშუალება არ მომცა”, – ამბობს ფსიქოლოგი. თუმცა დასძენს, რომ ეს ალბათ ოჯახური ძალადობის ყველაზე უწყინარი გამოვლინებაა. 

ქალი ხელმძღვანელები

და მაინც, იმის თქმა, რომ ყარაბაღის ყველა ოჯახში ამგვარი სიტუაციაა, უსამართლო იქნებოდა. არც ისე ცოტა შემთხვევაა, როდესაც ქალი არათუ თავისუფალია სამსახურის არჩევანში, არამედ მაღალ თანამდებობასაც კი იკავებს.

ამჟამად ყარაბაღში მხოლოდ ერთი ქალი მინისტრია. პარლამენტის 33 დეპუტატიდან 5 ქალია. 7 ადმინისტრაციული რაიონიდან არც ერთს ქალი არ ხელმძღვანელობს. ასეთი შემთხვევა ჯერ არც ყოფილა.

ფოტო: მარიამ  სარქსიანი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია:26.10.2016

ასევე წაიკითხეთ