დადებითი პასუხი თავშესაფრის მთხოვნელთა მხოლოდ 10-მა პროცენტმა მიიღო" />

გერმანიაში თავშესაფრის თხოვნის მსურველ აზებაიჯანელთა რაოდენობა ერთ წელიწადში სამჯერ გაიზარდა

დადებითი პასუხი თავშესაფრის მთხოვნელთა მხოლოდ 10-მა პროცენტმა მიიღო

2016 წელს აზერბაიჯანის 4750-მა მოქალაქემ მოითხოვა გერმანიაში თავშესაფარი. 2015 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა

2016 წელს შესული 4750 მიმართვიდან გადაწყვეტილება მხოლოდ 2722 ადამიანთან დაკავშირებით მიიღეს, მათ შორის დადებით გადაწყვეტილება – მხოლოდ 459 შემთხვევაში, ანუ თავშესაფრის მიღების მსურველ აზერბაიჯანელთა საერთო რიცხვის დაახლოებით – 10%. 63,4 %-ს უარი ეთქვა საფუძვლის უქონლობის გამო. ზოგიერთი მესამე ქვეყანაში გადაამისამართეს, დანარჩენების საქმეები კი განხილვის ეტაპზეა. ამის შესახებ იუწყება პორტალი ANN.Az , გერმანიის დევნილებისა და მიგრაციის საქმეთა ფედერალური სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით.

2015 წელს გერმანიაში თავშესაფარი აზერბაიჯანის 1497-მა მოქალაქემ მოითხოვა. დადებითი პასუხი მხოლოდ 71-მა ადამიანმა მიიღო.

აზერბაიჯანის უფლებადამცველი ცენტრის დირექტორის ელდარ ზეინალოვის თქმით, თავშესაფრის მთხოვნელთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ თხოვნას სამშობლოში პოლიტიკური დევნის მიზეზზე აფუძნებს. გერმანიას სხვა პროგრამები აქვს – ეთნიკური გერმანელების რეპატრიაცია და ებრაელების გადმოსახლება ოჯახების აღსადგენად, ასევე სხვა ჰუმანიტარული პროგრამები, ადამიანების ეს კატეგორია საერთო პროცედურაში ვერ ხვდება.

ზეინალოვი დასძენს, რომ ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანელების მხრიდან ევროპაში მიგრირების გაზრდილ მოთხოვნილებას ზოგიერთი სამართალდამცავი ბოროტად იყენებს. „იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი კოლეგა თაღლითობისთვის გაასამართლეს. ჩემთვისაც არაერთხელ მოუმართავთ უშედეგოდ ამგვარი დოკუმენტის მისაღებად. მთხოვნელთა თქმით, სამართალდამცავების მიერ გაცემული მოწმობა გაცილებით მეტად ფასობს ევროპულ სამსახურებში, ვიდრე ის ქაღლდები, რომლებითაც პოლიტიკური პარტიები ამარაგებენ ჩვენს მოქალაქეებს“, – უთხრა ზეინალოვმა JAMnews-ის კორესპონდენტს.


ასევე წაიკითხეთ