ამ თემაზე ცხარე კამათი გაიმართა - ზოგი იდეას სისულელედ მიიჩნევს, ზოგი ძალიან მნიშვნელოვნად, სოციალურ ქსელებში კი ირონიით ხვდებიან" />

აფხაზეთში პარლამენტის სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია სახალხო კრების ვებგვერდზე წარიმართება

ამ თემაზე ცხარე კამათი გაიმართა - ზოგი იდეას სისულელედ მიიჩნევს, ზოგი ძალიან მნიშვნელოვნად, სოციალურ ქსელებში კი ირონიით ხვდებიან

აფხაზეთში ხანგრძლივი კამათის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის სხდომები პირდაპირ ეთერში გადასცენ. თუმცა, მოკამათე მხარეები კომპრომისზე წავიდნენ – ტრანსლაცია წარიმართება არა ტელევიზიით, არამედ სახალხო კრების ვებგვერდზე.

ეს საკითხი აფხაზური პარლამენტის სხვადასხვა მოწვევის დეპუტატების მიერ არაერთხელ დაისვა, თუმცა ამ თემის გადასაწყვეტად ხმების საკმარისი რაოდენობა არასოდეს გროვდებოდა. საუბარი ყოველთვის მიდიოდა ტელეტრანსლაციაზე. მიღებული კომპრომისული გადაწყვეტილება კი იძლევა საშუალებას, ვუყუროთ, რა ხდება პარლამენტის სხდომებზე, თუმცა გაცილებით მცირერიცხოვანი აუდიტორიის პირობებში.

• რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა ზუსტად 10 წლის წინ აღიარა.

• არააფხაზებმა აფხაზეთში მოქალაქეობის უფლება უნდა დაამტკიცონ

•  აფხაზეთში მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება სკანდალად იქცა

პარლამენტის სპიკერი ვალერი ქვარჩია თავდაპირველად აღნიშნულ იდეას ეწინააღმდეგებოდა და მას „სისულელედ“ თვლიდა.

„დეპუტატები დაკავდებიან საკუთარი პიარით და მოქალაქეების ყურადღებას გადაიტანენ“, – აცხადებდა ქვარჩია.

დეპუტატი ალხას ჯინჯოლია ამბობდა:

„არ მგონია, სხვა ქვეყნების პარლამენტები ისეთი სულელები იყვნენ, რომ თავიანთი სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებაზე დათანხმდნენ. ამომრჩეველს აქვს უფლება, იცოდეს, რას ვაკეთებთ. პირდაპირი ეთერი კი გვაიძულებს, დისციპლინირებულები ვიყოთ და ჩვენს სიტყვებს დავუკვირდეთ“, – ამბობს ჯინჯოლია.

სოციალურ ქსელებში პარლამენტის გადაწყვეტილება ძირითადად აღიქვეს, როგორც კიდევ ერთი სანახაობის ხილვის შესაძლებლობა. კომენტარების ცინიკურმა ტონალობამ, რომელიც პირდაპირ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აფხაზური ვებგვერდის ადმინისტრაცია აიძულა, კომენტარების ფუნქცია გამოერთო.

„ვიმარაგებთ ლუდსა და პოპკორნს, ვდებთ ფსონებს და ველოდებით, ერთმანეთს დასცხებენ თუ არა?!“;

„ჩვენი ტელევიზიების პირდაპირი ეთერი რესტორნებიდანაც რომ წარიმართოს, ისინი მოლაპარაკებებისთვის ადგილს მაინც მოძებნიან“;

„მახსენდება, ჯერ კიდევ ომამდე, როგორ არ ვშორდებოდით ტელევიზორის ეკრანებს და თვალს ვადევნებდით საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დეპუტატებისა და ჩვენი პარლამენტის ყრილობებს. დღევანდელი დეპუტატები, რა თქმა უნდა, უფრო დაკნინდნენ, მაგრამ, რატომ არ უნდა უყურო უფასო ცირკს“;

„როგორც პეტრე პირველი ამბობდა, საჭიროა ზეპირად ლაპარაკი, რომ ყველას სიბრიყვე კარგად გამოჩნდეს“.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ