ახლა დაქირავებული თანამშრომლებისთვის $148-ზე ნაკლების გადახდა არ შეიძლება " />

აზერბაიჯანში ხელფასის „საკანონმდებლო მინიმუმი“ გაიზარდა

ახლა დაქირავებული თანამშრომლებისთვის $148-ზე ნაკლების გადახდა არ შეიძლება

აზერბაიჯანში მინიმალური სახელფასო გადასახადი 180-დან 250 მანათამდე [$106-დან $148-მდე] გაიზრდება. მინიმალური სახელფასო გადასახადი – ეს არის თანხა, რომელზე ნაკლების თვიურად გადახდა რვასაათიანი სამუშაო დღის მქონე თანამშრომლისთვის არ შეიძლება.

ასევე, 1 ოქტომბრიდან მინიმალური პენსიის ზომა 160-დან 200 მანათამდე [$95-დან $118-მდე] იზრდება.

 

• სოციალური შემწეობების მკვეთრი ზრდა აზერბაიჯანში

• ქართველი შრომითი მიგრანტების საქართველოში  ცხოვრების შესახებ

 

თვალსაჩინოებისთვის: აზერბაიჯანში ერთი კილოგრამი საქონლის ხორცი დაახლოებით 10-15 მანათი ღირს, დანტისტთან ვიზიტი კი – 50 მანათიდან.

სოციალური და საგადასახადო გადარიცხვები მინიმალურ ხელფასზეა დამოკიდებული, და ბუღალტერმა ჯერჯერობით მინისტრთა კაბინეტიდან განმარტებები უნდა მიიღოს, თუ როგორ და როდის გადავიდეს ახალ განაკვეთებზე. მთლიანობაში, ხელფასიდან საგადასახადო გადარიცხვები უნდა შემცირდეს, მაგრამ არავითარი კარდინალური ცვლილებები არ მოხდება.   

აზერბაიჯანში მინიმალური ხელფასი ბოლოს ამ წლის მარტში გაზარდეს: 130 მანათიდან [$77] – 189-მდე. ამრიგად, ახლანდელ მატებასთან ერთად, ერთ წელიწადში მინიმალური ხელფასი გაორმაგდება.

თუმცა, ხელფასის მორიგი მატების შესახებ ცნობამ სოციალური ქსელებში, სიხარულის ნაცვლად, ირონია და შფოთვა გამოიწვია.

ზოგიერთი კომენტარი:

„რა დაახარჯინებს ხალხს ამდენ ფულს!“

„ფასებიც თითქმის ყოველდღიურად მატულობს“;

„ახლა ალბათ დოლარი გაძვირდება“.

ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი ასევე შიშობს, რომ ხელფასის მატებას, შესაძლოა, ინფლაცია ან დევალვაცია მოჰყვეს. ხოლო ახლანდელი მომატებული ხელფასისა და დევალვაციამდელი 2015 წლის ხელფასის შედარებით, ჯაფარლი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ დოლარის ექვივალენტში, ის ახლა უფრო დაბალია.


ასევე წაიკითხეთ